Skip to content

2 მიზეზი, რის გამოც უნდა ჩაეხუტოთ ადამიანებს

1. ჩახუტება – ამცირებს ავადმყოფობას
ჩახუტება დეპრესიის შემსუბუქების ერთ-ერთი საუკეთესო მეთოდია. იგი ამცირებს სტრესს და სიმშვიდის შეგძნებას გვანიჭებს.
ეს ციდან ჩამოვარდნილი სასწაული არაა. კვლევებმა აჩვენა, რომ ჩახუტებას შეუძლია შეამციროს სისხლის წნევა, შესაბამისად მცირდება ინფაქტისა და ინსულტის განვითარების რისკიც. ასევე, როდესაც ვინმეს ვეხუტებით, ჩვენში ჰორმონი გამოიყოფა, რომელსაც ოქსიტოკინი (oxytocin) ეწოდება (ცნობილია,როგორც “სიყვარულის ჰორმონი”).
ასე რომ თუ ცუდად გრძნობთ თავს, დეპრესიაში ან დაძაბული ხართ, ჩაეხუტეთ საყვარელ ადამიანებს – ეს შვებას მოგგვრით.
2. ჩახუტება აღრმავებს და ახანგძლივებს ურთიერთობებს
როდესაც ფიქრობთ ადამიანზე რომელსაც ჩაეხუტეთ , რას გრძნობთ ამ დროს?
დარწმუნებული ვარ, სასიამოვნოდ გახსენდებათ და ლამაზი მოგონებები გიტრიალებთ გონებაში.
გარდა ზემოთხსენებული ოქსიტოკინისა, ჩახუტების დროს თქვენს ორგანიზმში გამოიყოფა კიდევ ორი ჰორმონი სეროტონინი (Serotonin) და დოპამინი (Dopamine). სწორედ ეს ჰორმონები იწვევენ ადამიანში სიყვარულისა და ბედნიერების შეგრძნებებს.
და კიდევ ერთი, სუფთა ეგოისტური თვალსაზრისითაც რომ არ განვსაჯოთ, გაიხსენეთ რომ ჩახუტებით სხვა ადამიანებსაც იგივე შეგრძნებებს ჩუქნით – უზიარებთ სითბოს, სიყვარულს და ბედნიერებას, ეს კი ხანგძლივი და ღრმა ურთიერთობის გარანტია.
4motivi.com