კანაფი საშინელი ნარკოტიკია.იმისთვის, რომ მუდმივად გამოიყენო, უნდა იყო შემდგარი ადამიანი, რადგან იმდენად გადუნებს, რომ გავიწყდება შენი ამბიციები.
„Pentonville“-ში (ციხე ინგლისში) ყოფნა ნამდვილად საშინელი გამოცდა იყო. ვიჯექი პედოფილებთან , „დამცირებასთან და შეურაცხყოფასთან „ ერთად. ვცდილობდი ის დღეები არ გამოვსულიყავი კამერიდან.
მე ვერასდროს ვაცნობიერებდი ჩემს ეთნიკურ ნათესაობას ბერძნებთან, თუ არ ჩავთვლით თმიანობას.
ყველაზე მეტად მეშინია დავკარგო მუსიკის შექმნის უნარი.
ჩემი მელოდიების ბანკი ჩემს თავშია. თუ ხვალ მოულოდნელად დავკარგავ დანაზოგს, მაშინ მარტივად დავიბრუნებ მათ 4-5 სიმღერით.
ბედნიერი ვარ, როცა შეყვარებული ვარ.
მე არასდროს ვიყავი წინააღმდეგი ,იმისა რომ მთვლიდნენ პოპ-ვარსკვლავად. რატომღაც ადამიანები ფიქრობენ, რომ მე ჩემს თავს აღვიქვამ სერიოზულ არტისტად, ეს ასე არ არის. მე უბრალოდ მინდა, ადამიანებმა იცოდნენ, რომ განსაკუთრებულისერიოზულობით ვარ განწყობილი პოპ-მუსიკის მიმართ.
ჩემს ცხოვრებაში რაც არ უნდა მოხდეს, ერთადერთი, რასაც მოვეჭიდები საკუთარი ნიჭის რწმენაა.
ჩემი მშობლებისთვის არასდროს მითქვამს , რომ მინდოდა გამოვსულიყავი პოპ-ვარსკვლავი ან რაიმე მსგავსი. მათ უბრალოდ იცოდნენ, რომ მთლიანად შეპყრობილი ვიყავი მუსიკით. სასაცილოა, მაგრამ მამაჩემი ფიქრობდა , რომ სიმღერა არ შემეძლო.
მამაჩემიარასდროს გამოხატავდა იმედგაცრუებას ან ჰომოფობიას. დარწმუნებული ვარ , რომ ის ამას განიცდიდა. მადლობელი ვარ იმისთვის, რომ მას არასდროს ჰქონია რაიმე პრეტენზია ჩემ მიმართ.
სამწუხაროა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ წარმატებას შეუძლია გადაფაროს მშობლების იმედგაცრუება. მე გულწრფელად მიმაჩნია ჩემი წარმატება იყო მათი ნუგეში.
მე არ მინდა შვილები. არ მინდა პასუხისმგებლობა. გეი ვარ. ვეწევი მოსაწევს და, ჩემი ნიჭის საშუალებით, ვაკეთებ ცხოვრებაში იმას, რაც მინდა. სხვებისთვის მიუწვდომელი იდეალი ვარ და ამისთვის მდებენ ბრალს, განსაკუთრებით მამაკაცები.
რაღაც უცნაური მიზეზის გამო, მე ცხოვრება სულაც არ შემიმსუბუქდა , როდესაც ვაღიარე რომ ჰომოსექსუალი ვარ. ყველაფერი პირიქითმოხდა.პრესას თითქოს მოსწონდა ის ფაქტი, რომ მე ადრე ტრადიციული ორიენტაციის მიმდევრის მსგავსად ვიქცეოდი.
მედია– ეს არის ნამდვილი დემონი.
მე არ მივიჩნევ ამერიკელებს ხალხად, რომელსაც შეუძლია ჩაახშოს და დაამციროს ადამიანის ღირსება, მაგრამ ვფიქრობ, რომ ასეთია ამერიკის მთავრობა.
ამერიკის გამო, მომიწია უარის თქმა ყველაზე მნიშვნელოვანზე ჩემს კარიერაში.წინააღმდეგ შემთხვევაში დამიმონებდნენ.
ყველაზე მეტად მაღიზიანებენ ადამიანები, რომლებიც სხვისი წარუმატებლობით სარგებლობენ.
ერთ-ერთი ყველზე უსიამოვნო შემთხვევა , რომელიც გადამხდენია- იყო , როდესაც ფოტო გადამიღეს მაისურის გარეშე, არ ვიყავი ფორმაში. რა შეიძლება იყოს უარესი, ვიდრე იყო მსუქანი და ამავე დროს გეი?!
ჩემი ყველაზე დიდი პრობლემა ცხოვრებაში ახლობლის დაკარგვის შიშია. საკუთარ სიკვდილზე მეტად, მეშინია კენის (კენი კოსი, ჯორჯ მაიკლის პარტნიორი) დაკარგვის,მე არ მინდა ვიცხოვრო მის გარეშე.
მე არ მჯერა ბიბლიის და რელიგიის , მაგრამ ვფიქრობ, რომ არმაგედონი არის გამოცანა, რომელიც აუცილებლად განმეორდება.
მე რამდენიმეჯერ მიჩხუბია კედელთან, პირველად, როდესაც გარდაიცვალა დედაჩემი და მეორედ, როდესაც გარდაიცვალა ის, ჩემი მეგობარი ანსელმო(ანსელმო ფელეპა – ჯორჯ მაიკლის პარტნიორი). კედლებზეიყრი ჯავრს, როდესაც არაფრის გაკეთება შეგიძლია და არ არის არანაირი ალტერნატივა, მაგრამ უნდა გააგრძელო ცხოვრება.
ფილტვების ანთებამ თითქმის ბოლო მომიღო.ქვეცნობიერ დონეზე ძალიან შემეშინდა და ამიტომ შეიძლება თავი ვერასდროს ვიგრძნო დაცულად.
მოამზადა მერი ბარაბაძემ