Skip to content

წინააღმდეგობების დაძლევის შესახებ

“ვერცერთი პიროვნება და ორგანიზაცია ვერ გახდება დიდად წარმატებული, თუ წინ დიდი წინააღმდეგობა არ შეხვდება.”

ვფიქრობ დიდი წარმატებისა და დიდების მიღწევა შეუძლებელიც კია, თუ ამ წინადადების არსს, ღრმად არ ჩავწვდებით.

სამწუხაროა, რომ ადამიანთა დიდი ნაწილი უგულისყუროდ ეკიდება, წარმატების ამ წესს. დღეს ბევრ ახალგაზრდას ეშინია და უფრთხის თუნდაც მცირე წინააღმდეგობასაც კი. მათ არ სურთ კრიტიკის ტალღას შეეჩეხონ და მათი გონება დაბინდულია, იმ არასწორი შეხედულებით, რომ ვინმეს კრიტიკა მათ უკან დასწევთ და ხელს შეუშლით მიაღწიონ სასურველ შედეგებს ცხოვრებაში.
თუმცა სიმართლე ამ შეხედულებისგან რადიკალურად განსხვავდება.
დააკვირდით: როდესაც მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ვიღებთ, პირველ სერიოზულ წინააღმდეგობას ჩვენი ახლობელი და საყვარელი ადამიანებისგან ვაწყდებით. მათ ეშინიათ თქვენს მიერ გადადგმული ნაბიჯის, ეშინიათ მოსალოდნელი შედეგების, ცვლილების, რადგან შედეგი ყოველთვის განუსაზღვრელი რამაა. და როცა წარმატებისკენ სვლას ვიწყებთ, წინ უამრავ წინააღმდეგობა გვხვდება, ვისმენთ უამრავ ნეგატიურ კომენტარსა და აზრს,რომლებიც თითქოსდა გვიბიძგებენ, შევჩერდეთ და “სტატუს კვოს” შენარჩუნებაზე დავფიქრდეთ.
თუ წარმატებასთან ახლოს ხართ, დარწმუნებული ვარ,  აუცილებლად იგრძნობთ, რომ  ნეგატიური ემოციების სიჭარბეს. ეს ძალზედ რთული წამია და ყველაზე მეტად მოითხოვს თქვენს მხნეობასა და მოთმინებას. არავის სურს სხვა ადამიანთ ნეგატიურ კომენტარებს ისმენდეს და არც ის გვსურს, რომ ჩვენს საყვარელ ადამიანებს ვატკინოთ გული . სიმართლე კი ისაა, რომ ყველაზე დიდი ტკივილი თქვენი საყვარელი ადამიანებისათვის იქნება ის, თუ თქვენ ის აღარ იქნებით ვინც ხართ, დაკარგავთ ცხოვრების ენთუზიაზმს, თქვენი პიროვნული ზრდის პროგრესი შეჩერდება და თვითშეფასება საგრძნობლად დაიკლებს.
ეს ნეგატიური ემოციები მაშინ დაიძლევა, როდესაც თქვენ თქვენს მიწაზე მყარად იდგებით. როდესაც გაიმარჯვებთ და თქვენდამი ადამიანების ნდობა და პატივისცემა გაიზრდება. ისტორია ამგვარი მოვლენების უამრავ ჩანაწერს ინახავს, ყველა დიდი ადამიანი განიცდიდა უდიდეს წინააღმდეგობას.
დაე, წარსულის გაკვეთილები მუდმივად ახსენებდეს თავს ჩვენს გონებას. დაე, ვხვდებოდეთ რომ ჩვენი იდეების აღიარება, ჩვენი წარმატებული ცხოვრების შენება, ნამდვილად ღირს ძლიერი წინააღმდეგობის დაძლევად. უერთგულეთ თქვენს იდეებს და მიზნებს და გახსოვდეთ, რომ თქვენ მათ მტრებზე მაღლა დგახართ. მჯერა, თქვენი მტკიცე გადაწვეტილება მოგცემთ, წინააღდეგობათა დაძლევის შესაძლებლობას..
ბობ პროქტორი; თარგმანი: 4motivi.com