Skip to content

წერილი ძველ ბატონს

1865 წელს ტენესელმა პოლკოვნიკმა ანდერსონმა თავის ყოფილ მონას, ჯორდონ ანდერსონს წერილი მისწერა, რომელშიც სამუშაოდ ფერმაში დაბრუნებას სთავაზობდა. ჯორდონი, რომელიც მონობის გაუქმების შემდეგ ოჰაიოში გადასახლებულიყო, ანაზღაურებადი სამუშაო ჰქონდა და თავის ოჯახს ეხმარებოდა. ყოფილმა მონამ ბატონს შთამბეჭდავი პასუხი გასცა.


„წერილი ჩემს ძველ ბატონს, პოლკოვნიკ ანდერსონს, ტენესი:

სერ, თქვენი წერილი მივიღე და მიხარია, რომ ჯორდონი არ დაგვიწყებიათ. გსურთ ისევ დავბრუნდე, თქვენთან ერთად განვაგრძო ცხოვრება. თანაც საუკეთესო პირობებს მთავაზობთ. ვფიქრობდი, რომ იანკები დიდი ხნის წინ ჩამოგახრჩობდნენ. ვფიქრობ, ვერ გაიგეს, როგორ შეუთანხმდით პოლკოვნიკ მარტინს მათ სადგომში დატოვებული ჯარისკაცის მოკვლაზე. მიუხედავად იმისა, რომ წამოსვლამდე ორჯერ მესროლეთ, მაინც მიხარია, რომ ცოცხალი ხართ. კარგი იქნებოდა ძველ სახლში დაბრუნება და მის მერსთან, მარტასთან, ალენთან, ესთერთან, გრინთან და ლისთან შეხვედრა. დიდი სიყვარულით მომიკითხეთ ისინი და უთხარით, რომ იმედი მაქვს კიდევ შევხვდებით, ოღონდ მაშინ, როდესაც მსოფლიოში უკეთესი მდგომარეობა იქნება. ჰოსპიტალში მუშაობისას თქვენს სანახავად დაბრუნება მსურდა, თუმცა ერთ-ერთმა მეზობელმა გამაფრთხილა, რომ ჰენრი ჩემთვის სროლის შანსს ხელიდან არ გაუშვებდა.

ზუსტად მინდა ამიხსნათ თქვენი შემოთავაზების უპირატესობები. აქ გაუსაძლისი მდგომარეობა არ არის. თვეში 25 დოლართან ერთად ტანსაცმელსა და სანოვაგეს ვიღებ. მაქვს კომფორტული სახლი მანდისა და ბავშვებისთვის. მილი, ჯეინი და გრანდი სკოლაში დადიან და კარგად

სწავლობენ. როგორც მასწავლებელი ამბობს, გრანდი კარგი მქადაგებელია.
ისინი საკვირაო სკოლაში სწავლობენ. მე და მანდი ტაძარში რეგულარულად დავდივართ. ჩვენზე ზრუნავენ. ხანდახან თუ მოვკრავთ ყურს მსგავს განცხადებებს, – ,, ფერადკანიანები მონები იყვნენ’’. ბავშვებზე ეს უარყოფითად მოქმედებს. მე მათ ვეუბნები ხოლმე, რომ ტენესში პოლკოვნიკ ანდერსონის მფლობელობაში ყოფნა სამარცხვინო სულაც არ იყო.
ბევრი შავკანიანი, ისევე როგორც მე ამაყობდა, შენთვის ბატონის დაძახებით. თუკი თქვენთან დაბრუნების პირობებს მომწერთ, სწორი გადაწყვეტილების მიღების საშუალებას მომცემთ. შემდეგ გადავწყვეტ დავბრუნდე თუ არა.

რაც შეეხება თავისუფლებას, არაფერია იმაზე დიდი ბედნიერება. მანდის ეშინია უკან დაბრუნების. არ აქვს გარანტია, რომ კარგად მოეპყრობიან.

ამიტომაც თქვენს შემოწმებაზე შევთანხმდით. თქვენს გულახდილობას მომსახურების დროს გამოგზავნილი ხელფასით დაგვიმტკიცებთ. ეს დაგვავიწყებინებს წარსულს და ნდობას ჩაგვისახავს.


მე 32, ხოლო მანდი – 20 წელი ერთგულად და უანგაროდ გემსახურებოდით. თვეში 25 დოლარი ჩემთვის და კვირაში ორი დოლარი მანდისთვის საკმარისი იქნება. გარდა ამისა, ტანსაცმლისა და ექიმითან ვიზიტის თანხები ხელფასებიდან დაიქვითება. შედეგები გვიჩვენებს სამართლიანად ვიქცევით თუ არა. გამოგვიგზავნეთ ფული ოჰაიოში. თუკი თქვენ გადახდის ვალდებულებას სამართლიანად არ შეასრულებთ, ეს ნდობას დაგვაკარგინებს. ვფიქრობ, ვინმე კეთილისმსურველი აგიხელთ თვალებს, რომ დაგანახოთ ყველაფერი ცუდი რაც თქვენ და მამათქვენმა მე და მამაჩემს გაგვიკეთეთ. დიდი ხნის განმავლობაში ვშრომობდით თქვენთვის კომპენსაციის გარეშე. მე ყოველ შაბათს შევადგენ სახელფასო გეგმას. ტუნსიში არასდროს ყოფილა გადახდის დღე ზანგებისთვის, მათ სრულფასოვანი ადამიანებივით არ ეპყრობოდნენ. რა თქმა უნდა მოვა დღე, როდესაც განიკითხავენ ყველა იმ ადამიანს, ვინც დაქირავებულ მუშებს თაღლითურად ექცეოდა.


გთხოვთ, საპასუხო წერილში უსაფრთხოების შესახებაც მომახსენოთ. ჩემი მილი და ჯეინი გაიზარდნენ და მშვენიერი გოგონები არიან. მათ შეურაცხყოფას ბატონისგან ნამვდილად ვერ ავიტან, ალბათ გახსოვთ რა დაემართათ მატილდასა და კატერინას. ასეთ სირცხვილს აქ დარჩენასა და შიმშილით სიკვდილს ვამჯობინებდი. ასევე მოგვახსენეთ, თუკი გახსნეს ახლომახლოს სკოლა. ძალიან დიდი სურვილი მაქვს, ჩემმა შვილებმა სრულფასოვანი განათლება მიიღონ.

მომიკითხეთ ჯორჯ კარტერი და მადლობა უთხარით იარაღის გამორთმევისთვის მაშინ, როდესაც თქვენ ჩემთვის სროლას აპირებდით.

თქვენი ძველი მსახური,

ჯორდონ ანდერსონი