Skip to content

წარმატებული ბიზნესის შენების 3 კომპონენტი

დღედღეობით უამრავი, სხვადასხვა განათლებისა და შესაძლებლობის მქონე ადამიანი იწყებს საკუთარ ბიზნესს და აღწევს წარმატებას შემდეგი სამი კომპონენტის გათვალისწინებით:

1.პირველ ეტაპზე, საჭიროა, იპოვნოთ საქმიანობა,რომელიც გიყვართ. უნდა იყოთ დაინტერესებული ბიზნესით,რომლის შენებასაც აპირებთ და შეგეძლოთ შეინარჩუნოთ მოტივაცია, მანამ ვიდრე თქვენს მიერ დროისა და ენერგიის სახით გაწეული ინვესტიცია, ნაყოფს გამოიღებს.
მილიონერების 70%–მა ფული საკუთარი წარმატებული ბიზნესის შენებით გამოიმუშავა. არსებობს ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელსაც უნდა მიექცეს ყურადღება ,ვიდრე ამ გზას დაადგებოდნენ, არც მათ ჰქონიათ ბიზნესის კეთების დიდი გამოცდილება.არც თქვენ გჭირდებათ… საჭიროა, შეისწავლოთ რა არის საჭირო რომელიმე კონკრეტული ბიზნესის სამართავად და გადადგათ ნაბიჯი.
“დიდი მოგზაურობა პირველი ნაბიჯის გადადგით იწყება“” – ამბობდა კონფუცი. ყველაზე მნიშვნელოვანი რაც ახლა გჭირდებათ გამბედაობაა,რომელიც პირველი ნაბიჯის გადასადგმელად დაგჭირდებათ. წარმოიდგინეთ,რომ ეს მოგზაურობაა და უნდა წახვიდეთ იქ , სადაც არასოდეს ყოფილხართ.

2. ააწყვეთ კარიერა თქვენს ინტერესებზე
ინტერესი და მისწრაფება ბიზნესში წარმატების ყველაზე მნიშვნელოვანი განმსაზღვრელი ფაქტორია. ძალიან ბევრი ადამიანი იწყებს ბიზნესს, უბრალოდ იმის გაყიდვით რაც თვითონ მოსწონს,ზოგი იმ საქმეში ერთვება,სადაც ის ტექნოლოგია და მეცნიერებაა კავშირში, რომელიც აინტერესებს. იფიქრეთ იმ პროდუქციისა და მომსახურების წარმოებაზე,რომელშიც ძლიერი ხართ, გრძნობთ რომ უკეთ ერკვევით და მეტად გაინტერესებთ.

3.თქვენ გაქვთ ყველა საჭირო აქტივი,რომელიც გჭირდებათ
როდესაც საკუთარ ბიზნესს იწყებთ, ყველაზე მნიშვნელოვანი აქტივები,რაც გაგაჩნიათ არის თქვენი ენერგია, წარმოსახვის უნარი, შრომისმოყვარეობა და დისციპლინა. მათი ერთიანობა ქმნის შესაძლებლობას იმისა,რომ აშენოთ ბიზნესი და მიაღწიოთ შედეგებს. „დიდი ინსტიტუტი ერთი ადამიანის ჩრდილია“ – გვითხრა რალფ უალდო ემერსონმა. თქვენ ხართ ბიზნესი. ბიზნესია არ შეიძლება იყოს მეტი ან ნაკლები, უარესი ან უკეთესი. იგი თქვენი სარკეა, თქვენი შესაძლებლობებისა და თვისებების ანარეკლი.
გამოიყენეთ ყველა თქვენი დადებითი თვისება, მოუხმეთ წარმოსახვის უნარს და ნუ უწესებთ საკუთარ თავს შესაძლებლობების ლიმიტებს – ყოველ თქვენთაგანს შეგიძლიათ აშენოთ წარმატებული ბიზნესი.

ავტორი:ბრაიან ტრეისი; თარგმანი:4motivi.com