Skip to content

ყოველთვის, როცა…

ყოველთვის, როცა ფიქრობ, რომ ცა თავზე დაგემხო და ეს დასასრულია, იცოდე, ზუსტად ეს არის დასაწყისი. დასაწყისი და დასასრული ერთმანეთთან უხილავი ჯაჭვით არის გადბული, ერთი მეორესგან გამომდინარეობს, რაღაც თუ მთვარდება, ეს მხოლოდ იმიტომ ხდება, რომ უკეთესი დაიწყოს. ყოველთვის, როცა გგონია მარტო ხარ და გვერძე არავინ გყავს, ზუსტად მაშინ ხარ ყველაზე ბედნიერი, რადგან საშუალება გეძლევა საკუთარ თავთან მარტო დარჩენის, ამ დროს ახედე ცას , ეს ხომ უსაზღვრო სივრცეა, რომელშიც შენს ყველა წარმოდგენასთან და ოცნებასთან ერთად მარტო აღმოჩნდები , მაგრამ გთხოვ არც მაშინ დაივიწყო, უსაზღვროებასაც აქვს თავისი საზღვრები, ღრუბლები ცას ვერასდროს სცდებიან, ისინი ან ფორმას იცვლიან, ან უბრალოდ ქრებიან… ყოველთვის, როცა წარმოსთქვამ სიტყვებს ,,უბედური ვარ”, გაიხსენე ის მომენტები შენი ცხოვრებიდან, რომლებიც გათქმევინებენ ,,რა ბედნიერი ვარ, ამისთვის ღირს ცხოვრება”, სწორედ მაშინ მიხვდები, რომ შენ უბედნიერესი ადამიანი ხარ და გქავს მიზეზი, რის გამოც გიყვარს და გიხარია სიცოცხლე. ყოველთვის, როცა წინააღმდეგობას წააწყდები და თავის დახრას გადაწყვეტ, უკანასკნელი ძალები მოიკრიბე, ადამიანს ხომ საოცარი თავდაცვის უნარი აქვს, ზუსტად ასეთი დაბრკოლებების დროს გვეძლევა, რაღაც არაამქვეყნიური, მისტიური ძალები, მთავარია ეს აღმოაჩინო და თავი ისევ მაღლა ასწიო. არასდროს ჩასცდე კიბის საფეხურებს, პირიქით სულ ზემოთ და ზემოთ ადი. მართალია, ისინი ერთმანეთისგან განსხვავდება, ზოგი დამღლელია, ზოგი ჩამონგრეული, ზოგიც საერთოდ გამოტოვებული, მაგრამ ეს არ უნდა იყოს შენთვის ხელისშემშლელი ფაქტორი, მთავარი მონდომება და ინტერესია, თუ რა დაგხვდება ერთი საფეხურით ზემოთ… ყოველთვის, როცა გაიფიქრებ, რომ ადამიანები ჩვენს იმედებს არასდროს ამართლებენ, არ დაადანაშაულო ისინი, პირიქით, პრობლემა შენში ეძებე, ესეიგი ზედმეტად ენდე და დაეყრდენი მათ, ისწავლე ფასეულობების გადაფასება, გრძნობების მართვა და იცხოვრე ისე, რომ მხოლოდ საკუთარი თავი გიცრუებდეს იმედებს, რადგან ესეც გამოსწორებადია, ჩვენ, ჩვენს ცხოვრებისეულ მაგალითებზე ვსწავლობთ. ყოველთვის, როცა სინანული შემოგაწვება და საკუთარი თავის დადანაშულებას დაიწყებ, დაფიქრდი, ამქვეყნად უმიზეზოდ არაფერი ხდება, ყველაფერს თავისი მიზანი და მიზეზი აქვს. ყოველთვის, როცა სიზარმაცე შემოგაწვება, წარმოიდგინე, რომ ზუსტად ეს დღე გადაწყვეტს შენს მომავალ წარმატებას, ამიტომ ტანში ჟრუანტელისდავლამდე დაიღალე, ამ დაღლამ უნდა გაგრძნობინოს, რომ შენ დღეს რაღაც შექმენი და ერთი ნაბიჯი გადადგი წინ, მომავლისკენ. ყოველთვის, როცა ის ადამიანები მოგენატრება, რომლებიც აღარ არსებობენ და ცაში გაფრინდნენ , დარჩი საკუთარ თავთან მარტო, თვალები დახუჭე და შეეცადე შენში ის მოგონებები გააცოცხლო, რაც მასთან გაკავშირდება, ასე შეძლებ ის შენში შემოვიდეს და მონატრების სიცარიალე შეგივსოს. ყოველთვის, როცა არასრულფასოვნების გრძნობა გაგიჩნდება, გაიხსენე, რომ შენ ერთი ხარ, ინდივიდი, მილიონობით ადამიანისგან გამოირჩევი, როგორც ისინი გამოირჩევიან შენგან, რადგან თითოეული ადამიანი განსხვავებულია ერთმანეთისგან. ყოველთვის, როცა წვიმა თავს მოგაბეზრებს და ზამთრის აუტანელი სიცივე მოგწყინდება, იფიქრე იმაზე, რომ ზაფხულიც მოვა…

ყოველთვის, როცა ბევრი მაქვს სათქმელი, სწორედ მაშინ ვჩერდები და ვამბობ, რომ ესეც საკმარისი იყო, რატომღაც ყოველთვის ასე ხდება, ყოველთვის…..

ავტორი: ნანუკა ინასარიძე