Skip to content

ყველაფერი კარგად იქნება

„მე ძლიერი ვარ!“, “ მე ყველაფერი შემიძლია!“, „მე დავიბადე ლიდერად“, „ჩემი შესაძლებლობები ამოუწურავია!“-ეს ის ფრაზებია, რომელსაც ყოველდღიურად ვუმეორებ საკუთარ თავს და უკვე იმდენად შევისისხლხორცე, რომ ასე მგონია, მთელი ჩემი არსი, რაობა და თვითშეგნება-ყველაფერი მათშია გაერთიანებული და შთანერგილი. გაინტერესებთ რა მაძლევს ამ ყველაფრის თქმის უფლებას? -რწმენა-აი ეს არის ის უდიდესი სიმდიდრე რომელიც გამაჩნია და რომელიც მაძლევს ძალას, ვიბრძოლო. ზოგისთვის ალბათ ბრძოლა დაპირისპირებასთან და კონფრონტაციასთან ასოცირდება, მაგრამ ჩემთვის იგი ცხოვრების ხელოვნებაა. მე ვიბრძვი არა იმისთვის, რომ ვიცოცხლო, არამედ იმისთვის, რომ ვიცხოვრო ბედნიერად, ვიყო წარმატებული, მივაღწიო მიზნებს და ავიხდინო აუხდენელი ოცნებები. ყველაზე რთული სამუშაო ადამიანისთვის თვითაღზრდაა და მეც, რახანია, სწორედ ამ სირთულეს ვეჭიდები. ჩემთვის არ არსებობს სიტყვა „შეუძლებელი“, რადგან „შეუძლებელი შესაძლებელია“, არ არსებობს სიტყვა „დამარცხება“, რადგან ყოველი მარცხი სულ უფრო მაახლოებს გამარჯვებასთან. არ არსებობს სიტყვა „შეცდომა „-არსებობს გამოცდილება, არ არსებობს სიტყვა „სასოწარკვეთა“ ,რადგან ვარსებობ მე-ადამიანი ოპტიმისტი. აი ესაა ჩემი არგუმენტი. მე ვხედავ საკუთარ თავს დადებითი და უარყოფითი თვისებებით, რომელსაც სისტემატიურად ვაკრიტიკებ, ვხედავ ძალას, ვხედავ მომავალს და მიზანს, ხოლო წინააღმდეგობას უბრალოდ ვერ ვამჩნევ,რადგან ვერცერთი წინააღმდეგობა, ვერცერთი პრობლემა ვერ იქნება იმაზე მაღლა, ვიდრე ჩემი ოცნებები, მიზნები და ამბიციებია. მათ მისაღწევად საჭიროა მოქმედება, შრომა, მუდმივი სწრაფვა, რწმენა და თავდაჯერეულობა, ხოლო იმისათვის, რომ ყოველი ნაბიჯი სიამოვნებას მანიჭებდეს, აუცილებელია ვიაზროვნო დადებითად, ვიფიქრო კარგზე, დავძლიო ყოველგვარი შიში და გავიღიმო. მე მივაღწევ წარმატებას, რადგან მჯერა შემდეგი პრინციპების:
გაიღიმე უანგაროდ და გაგიღიმებს მზეც,
იყავი თავდაჯერებული და შენს გარშემო იმოძრავებს დედამიწა,
იყავი ოპტიმისტი და შენ გახდები სამყაროს ცენტრი,
გჯეროდეს სასწაულების და ყოველი დღე დღესასწაულად გექცევა.
გიყვარდეს და ეყვარები უფალს.
დაეხმარე და დაგეხმარება უფალი,
გწამდეს და შენ მიიღებ უდიდეს მადლს უფლისგან,
დაიჯერე, რომ ეს სამყარო შენთვისაა შექმნილი და ყველაფერი კარგად იქნება.
ავტორი/გამომგზავნი: გვანცა სისოშვილი