Skip to content

ქაღალდზე ეწერა უბრალოდ: დ ე დ ა!

დილით გაიღვიძა. . . თვალები მოიფშვნიტა. . . მერე ფუნთულა ხელი გვერდით მწოლარეს სახეზე რამდენჯერმე აუსვა და ჩაუსვა, ოღონდ ძალიან ფრთხილად და ძალიან ნაზად. . .გულმა რაღაც იგრძნო. . .ეს ადრე არასდროს უგრძვნია. . .ჯერ გაუკვირდა, უკვირდა და უკვირდა. . .ხელი ისევ ქალის სახეზე ედო. . გაეღიმა, ჯერ ცოტათი. . მერე სახეს შეეტყო, რომ რაღაც გაუხარდა. . .
ჩუმად წამოდგა. . ჩუმად და ფრთხილად. . .ნაცრისფერი დღე იყო. . მოღუშული იყურებოდნენ სახლებიდან ფანჯრები. . ხალხი იშვიათად თუ გამოჩნდებოდა გზაზე. . და ისინიც მოღუშულები. . ნაცრისფერმა ბურუსმა ბიჭი გააბრუა. . .ესიამოვნა. .
და გაიღვიძა მან, ვინც, ბიჭის დაუსახლებელ გულში, ამ დილით პირველი მოსახლე გახდა. .
მერე ბიჭი ჩვეულებრივ წავიდა იქ სადაც ყოველ დღე მიდიოდა. . .სხვა გოგო-ბიჭების ნახვისას მიხვდა, რომ ის ცოტათი განსხვავდებოდა მათგან. .
ესეც გაუხარდა. . .
იყო ხმაური, ჟრიამული, სიცილი, ტირილიც. . .ბიჭი კი ისევ ნაცრისფერ ბურუსში იყო დამწყვდეული და ფარულად რაღაც უხაროდა და უხაროდა. .
მერე ყველაზე უფროსმა ბავშვებს უთხრა, რომ შეეძლოთ დაეხატათ რაც სურდათ. .
ბიჭს ეს ყველაზე მეტად გაუხარდა. . .
სახატავი ფურცლები აჭრელდა: ხეებით, სახლებით, ყვავილებით, ბუშტებით. . .
ბიჭს შერცხვა, მაგრამ ესეც გაუხარდა. . თავის ნახატი არავის ანახა და ფუნჩულა ხელით გამალებით დაუწყო გაფერადება. .
ქაღალდზე ეწერა უბრალოდ: დ ე დ ა!

გამომგზავნი/ავტორი: ანი ციცქიშვილი