Skip to content

ქართველების პრობლემა სიყვარულის დეფიციტში კი არ არის, არამედ..

ჩემო ქართველობო ისე მიყვარხართ, რომ ეს დარდი უნდა გაგიზიაროთ:

• ქართველების პრობლემა სიყვარულის დეფიციტში კი არ არის, არამედ იმაში რომ ადვილად შეგვიძლია გავწიროთ ერთმანეთი.

• ქართული ეკონომიკის პრობლემა სამეწარმეო უნარით დაჯილდოებული ინდივიდების დეფიციტში კი არ არის, არამედ იმაში რომ კვლავ მთავრობა გვგგონია სამუშაო ადგილების შექმნისა და ეკონომიკის განვითარების წყარო.

• ქართველების პრობლემა იმაში კი არ არის რომ ევროპელები არ ვართ, არამედ იმაში რომ გამუდმებით ვცდილობთ დანარჩენ ევროპას დავუმტკიცოთ ჩვენი ევროპელობა.

• ქართველების პრობლემა კაფე-რესტორნებში თამბაქოს მოხმარების თავისუფლებაში კი არ არის, არამედ იმაში რომ არამწეველები, როგორც წესი, კაფე-რესტორნებში მეგობრებთან ერთად ყოფნის დროს, ერთ-ორ ღერს აუცილებად ვეწევით.

• ქართველების პრობლემა ღვინის მოყვარულობაში კი არ არის, არამედ იმაში რომ ჩვენთვის ღვინის მოხმარება, როგორც წესი, დათრობით უნდა დაგვირგვინდეს.

• ქართველების პრობლემა ტოლერანტულობის დეფიციტში კი არ არის, არამედ იმაში რომ კვლავ ბუნდოვნად გვესმის სიტყვა „თავისუფლების“ ნამდვილი ბუნება და კვლავ ვერ გავიგეთ, რომ არ არსებობს თავისუფლება პასუხისმგებლობის გარეშე.

და ბოლოს,

• ქართველების პრობლემა სილამაზის ნაკლებობაში კი არ არის, არამედ იმაში, რომ სარკეში ჩახედვა არ გვიყვარს საკუთარი თავების მოსაწესრიგებლად.

ავტორი: გივი კუპატაძე – ეკონომიკის მკვლევარ-ანალიტიკოსი