Skip to content

“უსიყვარულოდ მზე არ სუფევს ცის კამარაზე”

– ხომ იცი, როგორ მიყვარხარ…
– არ მეგონა ეს გრძნობა თუ შემოგრჩა, მაინც როგორ საზღვრავ?!
– სიყვარულს საზღვრები როდი გააჩნია.
– უსაზღვრო მონატრება უფროა.
– ჰოდა, სულ მენატრები. შენი თვალები აჩრდილივით დამდევს.
– ღამე გზას რომ გინათებენ, ეს თუ გახსოვს?!
– ნუ ოხუნჯობ. ზუსტადაც მაგ თვალთა ეშხმა მომხიბლა.
– მერე ალბათ დაგაბნია, სათქმელიც გადაგავიწყა, მერე გვიანი სალამივით გაგახსენა რა უზომოდ გყვარებივარ. სიბერის სენტიმენტებმა შემოგიტიეს ალბათ, თორემ რაღა დროს ჩვენი სიყვარულია…
თუმცა უსიყვარულოდ?! რა ფასი ექნება ცხოვრებას..
ავტორი: მაკო ჯაოშვილი