Skip to content

ტიტანების გახსენება – Remember the Titans

“ბერძნულ მითოლოგიაში ტიტანები ღმერთებზე ძლიერებიც კი იყვნენ, ისინი მთელ სამყაროზე ბატონობდნენ და აბსოლიტური ძალაუფლება ჰქონდათ. დღეს საღამოს, ჩვენ წინ ფეხბურთის მოედანი გველოდება – ეს არის ჩვენი სამყარო”

ნამდვილ ამბავზე დაფუძნებული ისტორია.. გერმან ბუნი, ამერიკური ფეხბურთის შავკანიანი სპეციალისტი, სათავეში უდგება გუნდ “ტიტანებს”,რომლებიც იმ დროისათვის, აშკარა აუტსაიდერები არიან და სრულებით არ ამართლებენ საკუთარ სახელს. გერმანი გადაწყვეტს,რომ გუნდი შავკანიანი და თეთრკანიანი მოთამაშეებით დააკომპლექტოს,რაც ერთგვარი სენსაცია, რადგან ამერიკის არცერთ სკოლაში არ არსებობს მსგავსი პრაქტიკა. ყველა სკეპტიკურად უყურებს მწვრთნელის გადაწყვეტილებას, მაგრამ მხოლოდ მას ესმის რასაც აკეთებს. მწვრთნელი მოთამაშეებში დისციპლინის, რწმენის, ურთიერთპატივისცემის, თანადგომისა და გუნდურობის პრინციპების დანერგვას იწყებს.

“ეს გეტინსბურგის ბრძოლის ველია. 50 ათასი ადამიანი დაიღუპა, აქ , ამ მინდორზე. მათ შორისაც იგივე ქიშპობა იყო,რაც დღეს ჩვენშია.ეს მწვანე მინდორი წითლად იყო შეღებილი – ახალგაზრდა ბიჭების სისხლით მორწყული.მოუსმინეთ მათ სულებს! მე შეიძლება საკუთარი ძმა  მოვკლა საკუთარი სიბოროტით და უგუნურებით, სიძულვილი კი ჩემს ოჯახს დაანგრევს. უსმინეთ და ისწავლეთ გაკვეთილი გარდაცვლილებისაგან. თუ დღეს, ამ ცარიელ მინდორზე, არ გავერთიანდებით, ჩვენც დავმარცხდებით, ისევე, როგორც ისინი. არ მაინტერესებს მოგწონთ, თუ არა ერთმანეთი,თქვენ პატივი უნდა სცეთ ერთიმეორეს. მხოლოდ ამ შემთხვევაში შევძლებთ ვისწავლოთ ფეხბურთის თამაში.”

“მწვრთნელი:კარგია, ვიბრძვით და ყველაფერს აკეთებთ,რაც შეგიძლიათ. ყველას შეუძლია დაინახოს ეს. არა აქვს მნიშვნელობა, წავაგებთ, თუ მოვიგებთ, დღეს მოედანი თავაწეულებმა უნდა დავტოვოთ.გააკეთეთ რაც შეგიძლიათ. ეს ყველაფერია,რასაც თქვენგან ელიან.
მოთამაშე: არა, მთელი პატივისცემით და მოწიწებით გეუბნებით ამას. თქვენ ჩვენგან უფრო მეტს ითხოვდით. თქვენ ჩვენი სრულყოფილება გსურდათ. ახლა, ვერ ვიტყვი,რომ მე სრულყოფილი ვარ, იმიტომ,რომ ასე არაა.არც ვარ და არც ვიქნები. არცერთი ჩვენგანი არ იქნება.მაგრამ ჩვენ ყველა თამაში მოვიგეთ,რაც კი დღემდე გვითამაშია.ეს კი ნიშნავს, რომ გუნდია სრულყოფილი.ჩვენ ამ გრძნობით გამოვედით დღეს მოედანზე და ასევე გვსურს დავტოვოთ იგი.”