Skip to content

ტარტუს უნივერსიტეტი ინგლისურენოვანი სწავლების 20 წლის თავს აღნიშნავს!

ოცი წლის წინ, 1993 წელს, ტარტუს უნივერსიტეტმა, პირველად ესტონეთში, უცხოელ სტუდენტებს შესთავაზა პირველი სრულყოფილი სასწავლო მოდული ინგლისურ ენაზე“Semester in the Baltics”, რამაც გადამწყვეტი როლი ითამაშა მომავალში მსოფლიო დონის ინგლისურენოვანი საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ჩამოყალიბებასა და განვითარებაში.

„ეს მოკრძალებული დასაწყისი დიდი აკადემიური გარღვევისა და წინსვლის საწინდარი გახლდათ. დღეს, ტარტუს უნივერსიტეტში მრავალი საერთაშორისო პროგრამა ისწავლება ინგლისურ ენაზე, სადაც მსოფლიო დონის პროფესორები ინოვაციური მეთოდებითა და უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით ამზადებენ მომავალ პროფესიონალებს“ – ამბობს ვირვე ვიჰმანი, ტარტუს უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველი სტრატეგიული განვითარების დარგში. „საერთაშორისო სტუდენტების, კურსდამთავრებულებისა და ლექტორების მზარდი რიცხვი ცხადყოფს ტარტუს უნივერსიტეტის ასევე მზარდ საერთაშორისო რეპუტაციას და სწავლის ხარისხის ამაღლების ტენდენციას”- განაცხადა ვიჰმანმა.
დღეს, ტარტუს უნივერსიტეტი 10 საერთაშორისო ინგლისურენოვან საგანმანათლებლო პროგრამას სთავაზობს უცხოელ სტუდენტებს. მათ შორის ორი საბაკალავრო (ბიზნეს ადმინისტრირება და მედიცინა) და რვა სამაგისტრო პროგრამა სხვადასხვა განხრით.
ჟურნალი „ოთხი მოტივი“ აქტიურად თანამშრომლობს ტარტუს უნივერსიტეტთან, რის გამოც პერიოდულად შემოგთავაზებთ ინფორმაციას უნივერსიტეტში მიმდინარე სიახლეებთან დაკავშირებით.
ამ ეტაპზე კი, ტარტუს უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელებით, დაინტერესებული ქართველი ახალგაზრდები შეგიძლიათ ეწვიოთ ტარტუს უნივერსიტეტის სპეციალურ გვერდს ქართველი სტუდენტებისთვის: www.ut.ee/georgia
დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით: [email protected]