კაცმა იქვე მდგომი სპილოების ზედამხედველი დაინახა და ჰკითხა, თუ რატომ არ ცდილობდნენ გაქცევას ეს უზარმაზარი არსებები.
“როდესაც სპილოები გაცილებით ახალგზარდები და პატარები არიან, ჩვენ მათ ისეთივე სიძლიერის თოკით ვაბამთ, როგორიც ახლა უკეთიათ ფეხზე. მოცემულ მომენტში ეს თოკი საკმარისად ძლიერია იმისათვის, რომ პატარა სპილომ ვერ გაწყვიტოს იგი და არ გაიქცეს.
და როდესაც იზრდებიან სპილოებს კვლავ სჯერათ, რომ არ შეუძლიათ გაწყვიტონ ეს თოკი და არც კი ცდილობენ თავი დააღწიონ მის ტყვეობას.”
კაცი გაოცებული დარჩა.ამ არსებებს ნებისმიერ დროს შეეძლოთ გაეწყვიტათ თოკი და გაქცეულიყვნენ, მაგრამ არ აკეთებდნენ ამას, რადგან სჯეროდათ, რომ არ შეეძლოთ…
თუ კარგად დააკვირდებით, შეამჩნევთ,რომ ამ ცხოველთა მსგავსად, ხშირად, ბევრ ადამიანსაც დაბინდული აქვს გონება იმის რწმენით, რომ არ შეუძლია რაიმეს გაკეთება, მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ოდესღაც არ გამოუვიდა იგი…