Skip to content

სკლეროზი ანუ მოხუცების სახალისო სიყვარულის ისტორია

ერთ ქალაქში ერთი მოხუცი ქალი და კაცი ცხოვრობდა. ორივენი ქვრივები იყვნენ და საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში იცნობდნენ ერთმანეთს.

ერთ საღამოს, მოხუცებულთა კათარზისში მოწყობილ სადილზე ისინი მაგიდასთან ერთმანეთის პირისპირ  აღმოჩდნენ. ვიდრე საჭმელს მოიტანდნენ კაცი მწველი მზერით აკვირდებოდა ქალს და საბოლოოდ, როცა სადილი დაიწყო მან მთელი მხნეობა მოიკრიბა და ქალს ჰკითხა:

– ცოლად გამომყვებით?

ქალმა რამოდენიმეწამიანი განსჯის შემდეგ უპასუხა:

– დიახ, რასაკვირველია.

სადილი დასრულდა, კაცმა ქალის ტელეფონის ნომერი ჩაიწერა და ორივენი თავიანთ  სახლებში წავიდნენ. თუმცა მეორე დღეს როდესაც კაცმა გაიღვიძა, შეწუხებული ფიქრობდა: – ნეტავ დამეთანხმა, თუ არა? კაცს ქალის პასუხი არ ახსოვდა. ბევრი იფიქრა, თავს ძალა დაატანა, მაგრამ ვერაფრით გაიხსენა. საბოლოოდ, დიდი ხნის ფიქრისა და განსჯის შემდეგ კაცმა ქალის ტელეფონის ნომერი აიღო და დაურეკა.

რამოდენიმე წუთიანი საუბრის შემდეგ კაცმა  ისევ მოიკრიბა მხნეობა და ქალს ჰკითხა:

– თქვენთვის ცოლობა , რომ მეთხოვა რას მიპასუხებდით?

ქალმა უპასუხა:

– რასაკვირველია დაგთანხმდებოდით ! დიახ, ეს თქვენ იყავით და მეც ხუმრობით არ მითქვამს, წრფელი გულით დაგთანხმდით, როდესაც  პირველად მთხოვეთ ხელი..

ამის შემდეგ კი ქალი რამოდენიმე წამით დაფიქრდა და დაამატა :

– ღმერთს მადლობას ვწირავ, რომ დარეკეთ. მართალი გითხრათ, არც კი მახსოვდა ვინ მთხოვა ხელი.