Skip to content

სიცოცხლის გემო

ერთ კაცს ძალიან უნდოდა რომ ბრძენის მოსწავლე გამხდარიყო და იმისთვის, რომ თავისი არჩევანის სისწორეში დარწმუნებულიყო, მასწავლებელს ასეთი კითხვა დაუსვა:

— შეგიძლიათ ამიხსნათ, თუ რაში მდგომარეობს ცხოვრების მიზანი?

— არ შემიძლია, — უპასუხა მასწავლებელმა.

— იმის თქმა შეგიძლიათ — რა არის ცხოვრების აზრი?

— არ შემიძლია – იყო პასუხი.

— მაშინ, იქნებ იმის თქმა შეგიძლიათ, რა არის სიკვდილი და რა გველის გარდაცვალების შემდეგ?

— არ შემიძლია.

იმედგაცრუებულმა კაცმა აუდიტორია დატოვა.

სხვა მოსწავლეები გაოგნებულები ისხდნენ: ვერ ხვდებოდნენ, თუ როგორ შეიძლებოდა, რომ უცხო ადამიანთან, მათი მასწავლებელი ასეთი ცუდი რაკურსით წარმდგარიყო?

მაგრამ, მასწავლებლმა ისინი შემდეგი სიტყვებით დაამშვიდა:

– რა სარგებლობა მოაქვს იმის ცოდნას, თუ რა არის ცხოვრების მიზანი და აზრი, თუ არასოდეს გიგრძვნიიათ მისი გემო? უმჯობესია ღვეზელი მიირთვათ, ვიდერ დისკუსიები გამართოთ მასზე.

ლალი ადიკაშვილი