Skip to content

,,სიყვარული საკმარისი არ არის ბედნიერებისთვის“

მივდიოდი, მაგრამ დღემდე არ ვიცი სად ვაპირებდი გაჩერებას, რაზე ვფიქრობდი, რა ძალა მამოძრავებდა… შენელებული და ამავდროულად ძლიერი ნაბიჯები მქონდა, თითქოს დედამიწას ესმოდა ჩემი  ნაბიჯების ხმა. ხანდახან ვფიქრობ, მინდოდა? თუ არ მინდოდა? არა, ალბათ მინდოდა და საჭიროც იყო ასე მოვქცეულიყავი.

ეხლა ის ადამიანები გამიგებთ ყველაზე კარგად, რომლებსაც გამოცდილი გაქვთ, ის, რაც მე გამოვცადე. რაოდენ რთული წარმოსადგენიც არ უნდა იყოს, მაინც წარმოიდგინეთ ლამაზი, მზიანი ადგილი ზღვასთან ახლოს , რომელიც ძალიან გიყვართ და , სადაც ყველაზე ბედნიერად გრძნობთ თავს. ეს ის ადგილია, რომლიდანაც არსად წასვლა არ გინდა , რადგან აცნობიერებ, რომ შეიძლება სიცოცხლეც ვერ შეძლო წასვლის შემთხვევაში. მაგრამ ამავდროულად იცი, ხვდები, და გონების რაღაც ნაწილში უშვებ, რომ მალე წვიმა წამოვა და ეს სილამაზეც წამში ატალახდება, ზღვა ღელვას დაიწყებს და ტალღების ღრიალი სულში შემოიჭრება…. მე ავდექი და წამოვედი, წამოვედი მომავლის შიშით, შემეშინდა წვიმაში ,,დახრჩობის“, ჩემი შინაგანი სამყარო მაიძულებდა ასე მოვქცეულიყავი, სხვანაირად არც გამოდიოდა , გავნადგურდებოდი, გავქრებოდი, ვერც იმ ადგილის სიყვარულს ვეღარ ვიგრძნობდი, რადგან მე უბრალოდ არ ვიქნებოდი ის ვინც უნდა ვყოფილიყავი და ის ვინც ვარ ეხლა , როცა ამას ვწერ….

ჩემი საყვარელი ადგილი დიდი ხანი მენატრებოდა, რა საოცარია, ეხლა ამყველაფერზე ასე მარტივად , რომ ვწერ და გადმოვცემ, კი არ მენატრებოდა უბრალოდ ვკვდებოდი მისთვის, ყოველ წამსა და წუთს მასზე ვფიქრობდი, როგორი ლამაზი იყო იქ გატარებული დღეები, სითბო,  ზღვა და ტალღებზე მოკაშკაშე მზის სხივები… იქ მქონდა ძალა, იმედი და საყრდენი, რომლითაც ცხოვრებას ვეჭიდებოდი. იცით, როცა ამ ადგილას ვიყავი ჩემთვის, რომ გეკითხათ რა იქნები , ან ვინ იქნები აქედან თუ წახვალო , ძალიან მოკლედ გიპასუხებდით : ,, მე უბრალოდ აღარ ვიქნები“. რამდენი ლამაზი დღე და ისტორია მახსენდება ეხლა, რატომღაც მეგონა ჩემს მზიან ადგილსაც ისეთივე გაგიჟებითა და თავდავიწყებით ვუყვარდი, როგორითაც მე მიყვარდა ის, ჩვენ ერთმანეთს ვავსებდით, სრულიად მარტოებიც კი ბევრნი ვიყავით, ხო ბევრნი 2, 3 4.. ყველა ჩვენ ვიყავით…. სასაცილო იცით რა არის? მანამდე ასეთი ადგილები არ მიყვარდა, მხოლოდ იქ მისვლის შემდეგ მივხვდი, რომ თურმე მეც შეიმიძლია სიყვარული, მეც შემიძლია ბედნიერება და არა მხოლოდ შემიძლია, ვიმსახურებდი კიდეც ამას. მოდით შევარქვათ ყველაზე საყვარელ ადგილს ჩემი ძველი ცხოვრებიდან ,,წარსული“.

როცა ვფიქრობ, როგორი ვიყავი წარსულში, და როგორი ვარ ეხლა, ძალიან ბევრ რამეს სხვანაირად ვუფიქრდები და ვხვდები, რომ იქედან წამოსვლა, რასაც აწმყოში წარსულს არქმევ,ნიშნავს, საუკთესო მომავალს, რომელსაც მე ჩემი ხელებით ვქმნი… მე ბევრი დავწერე იმაზე, თუ როგორ მიყვარდა ეს ადგილი, და იმაზეც, თუ როგორ ვუყვარდი მას, ასე მეგონა, ჩემს გარეშე სუნთქვაც კი არ შეეძლო, დარწმუნებული ვარ წვიმის სუნი მასაც სცემდა და იცოდა , რომ ადრე თუ გვიან, ამინდი შეიცვლებოდა. ის არაფერს იმჩნევდა ისე იქცეოდა თითქოს ყველაფერი ძველებურად კარგად იყო. მე ასეთი არ ვარ, როცა ვხედავ პრობლემას მის გამოსწორებას აუცილებლად ვიწყებ, ყოველშემთხვევაში ვცდილობ მაინც, უმოქმედოდ ყოფნა არ მიყვარს. ფიქრები მოდიოდა და მიდიოდა, თან ისეთი ფიქრები თავიდან ბოლომდე შეგიპყრობს და არსად გიშვებს, ვებრძოდი საკუთარ თავს, საკითხი დადგა ან წავიდოდი, ან დავრჩებოდი იქ სადაც არაფრის გაკეთებას არ ცდილობდნენ და მეც მასთან ერთად აღმოვჩნდებოდი აღელვებული ზღვის ფსკერზე, დიდი სიყვარულით, სიყვარულით, რომელიც მომენტალურად გაქრებოდა და თან ვერც ვერასდროს გავიგებდი საერთოდ არსებობდა თუ არა.

ცრემლები მომდიოდა და თითქოს ცხლად მეღვრებოდა მუცელში, გულზე თოკი მქონდა მოჭერილი, თან უფრო და უფრო ეჭირებოდა.. ვხვდებოდი, რომ ვერ ვაგრძელებდი ძალა არ მქონდა და , არც ის მაძლევდა გასაგრძელებლად, იმედებიც ქრებოდა და საერთოდ ყველაფერი ქრებოდა , რაც საჭირო იყო ბედნიერების შენარჩუნებისთვის. ჩემი წარსული არაფერს არ აკეთებდა მიყურებდა თითქოს უცდიდა , როდის გადავდგამდი ნაბიჯს და გადავიდოდი იმ საზღვარზე, რომლიდანაც ჩვენ ერთნი აღარ ვიქნებოდით. მე მიყვარდა, მე მჯეროდა, მე მწამდა და მეიმედებოდა, მაგრამ მისმა უმოქმედობამ იძულებული გამხადა ჩვენი ერთიანობისთვის წერტილი დამესვა… აი, ამიტომ წამოვედი და ამიტომ ვარ გზაში…

საერთოდ არაფერს არ ვნანობ ეს ის ნაბიჯებია, რომლებმაც უამრავი რამ მასწავლეს, ეს ის წარსულია, რომელმაც აწმყოში გამაძლიერა და მომავლის იმედი მომცა, ეს ის წარსულია, რომელმაც ჩემგან სულ სხვა ადამიანი გამოძერწა, ბევრად უფრო თამამი და, ბევრად უფრო მიზანდასახული. ეს ის წარსულია, რომელიც უბრალოდ წარსულის, წარსულში დარჩა… ადგილი, რომელიც თავდავიწყებით მიყვარდა და, რომლის გარეშე სიცოცხლეც ვერ წარმომედგინა, ჩემთან არც კი მოსულა, ის გრძნობები ყალბი აღმოჩნდა და საერთოდ ის მზეც ყალბად ანათებდა თურმე მღელვარე ზღვის ტალღებს… მე მინდოდა, ბევრჯერ მინდოდა, მაგრამ ასე ვარჩიე…. მხრებზე დიდი ტვირთი დავიდე და ისე გავაგრძელე გზა, რომელმაც დღემდე მომიყვანა და გზა , რომელიც მთელი ჩემი დარჩენილი ცხოვრება მეამაყება. მარტო ვიყავი, სრულიად მარტო ჩემს ფიქრებთან და წარსულთან ერთად, მაგრამ გადავრჩი და კიდე ბევრჯერ გადავრჩები, რადგან მე ვისწავლე საკუთარი თავის გადარჩენა, ეს კი ის იარაღია, რომელიც ძალიან ბევრ ადამიანს არ გააჩნია.

ეხლა იცით რას ვხვდები? მე წვიმის და ზღვის ფსკერზე აღმოჩენის კი არ მეშინოდა, არამედ იმის, რომ ეს ადგილი არ იყო ის, სადაც მე სამუდამოდ ბედნიერი ვიქნებოდი. ალბათ წვიმა მართლაც მოვიდა და ყველაფერი ატალახდა ირგვლივ. ეხლა არ ვიცი იქ რა ხდება, იმ დღის მერე, რაც ჩვენ შორის არსებულ საზღვარს გადმოვცდი, აღარ ვყოფილვარ. ადრე ხშირად ვფიქრობდი და ვოცნებობდი წამიერად მაინც გავჩენილიყავი და გადამევლო თვალი, მაგრამ ეხლა აღარ მაქვს სურვილი გავჩნდე იქ, საიდანაც წამოვედი… არ ვიცი ამას პრინციპულობა ქვია თუ უბრალოდ ბედნიერებისთვის ბრძოლა, ამქვეყნად ერთხელ მოვდივართ და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ბედნიერებისთვის, ოღონდ გახსოვდეთ, არ შეცდეთ და თქვენი დარჩენილი ცხოვრება ყალბ და მოჩვენებით ბედნიერებას არ მიუძღვნათ, რადგან მისი გარჩევა ძალიან რთულია რეალურისგან… და ეხლა რა ხდება? მე ეს შევძელი , გამოვექეცი ყალბ ბედნიერებას, გადავრჩი. ისევ გზაში ვარ მომავლის იმედით და ეს ყველაზე კარგი გრძბნობაა, რაც კი გრძნობა არსებობს დედამიწაზე. ბედნიერი ვარ, ძლიერი ვარ, ადამიანი ვარ , რომელმაც წარსული, წარსულში დატოვა…

ადამიანი, რომელმაც წარსული, წარსულში დავტოვე…