ვეღარ გაგვიგია, გვიყვარს თუ მოგვწონს. ვამტკიცებთ რომ გვიყვარს, მაგრამ საქმე საქმეზე როცა მიდგება, ჩანს არც არასდროს გვყვარებია. ადამიანი რომელიც გიყვარს, ყველაფერზე მეტად მნივნელოვანია – თუ არ გაუფრთხილდი, არ მიწერე, არ დაურეკე, არ ნახე, არ ჩაეხუტე , ფიქრებით ვერ შეინარჩუნებ . არასოდეს გამომიცდია, ის სიყვარული, რომლითაც ხალხი ბედნიერია. ცალმხრივი სიყვარული კი გამოცდილი მაქვს, საშინელებაა ყველაფერზე რომ ხარ მის გამო წამსვლელი, ის კიდევ უბრალოდ ადგება და მიდის, ამ დროს ჰაერი აღარ გყოფნის, როცა ადამიანს შენთან არ უნდა, უნდა გაუშვა. სჯობს მარტო იყო, ვიდრე მასთან ვისაც შენთან ყოფნა არ უხარია…
ცხოვრება ტკივილებით სავსეა, მაგრამ რაში გვარგია დანებება, მას ხომ ჩვენთვის კარგი არაფერი მოაქვს..
ხშირად მიჩნდება კითხვა, რატომ უნდა ვიყო იმ ერთის გამო უბედური, როცა ამდენი მიზეზია ბედნიერებისთვის… ერთხელ მიყვარდა, და ვერ შემიყვარა. რაღაც ვერ ავაწყვეთ, არადა ყველაფერი ისე მაგრად გვქონდა, მაგრამ არ აღმოჩნდა ის ჩემი ცხოვრების მეგზური. ყველაფერი ისე ვერ იქნება, როგორც ჩვენ გვინდა.
ცხოვრება იმითაც საინტერესოა რომ გვართმევს საყვარელ ადამიანს, იმიტომ რომ, ის უკეთესმა ჩაანაცვლოს. სამყაროს არ არსებული კანონი აქვს, რომელსაც ვერ შევცვლით. მაინც რამდენჯერ უნდა აპატიო საყვარელ ადამიანს რომ მიხვდეს საბოლოოდ როგორც შენ გიყვარს ისე ვერავინ ვერ შეიყვარებს… არ ვიცი , უბრალოდ არ ვიცი, როცა ბევრჯერ პატიობ თანდათან გრნობებიც ქრება, და გინდება გაექცე ამ სამყაროს, იმიტომ რომ თითქოს ამ სამყაროში შენი ადგილი არ არის, რადგან გგონია რომ ვერასდროს ვერავინ ვერ (არ) გაგიგებს ისე როგორც ის.
რა საჭიროა გიყვარდეს ისეთი ადამიანი რომლის წინაშეც 9 ტყვია მოგხვდა, მეათე კი მან მოგარტყა და თან ამტკიცებს რომ შემთხვევით გესროლა და შენი წამოყენება არც უცდია. მისი სიყვარული გულს სურს ადა არა თქვენ. გტკივათ იმიტომ რომ ამდენჯერ ენდეთ. აპატიეთ საყვარელ ადანიანს, 2-ჯერ აპატიეთ 3-ჯერ, , მეტად აღარ ენდოთ ! ნაზად გაუღიმეთ, თქვენი ღიმილი დაიმახსოვროს, ღიმილი რომელიც ტკივილით არის გამოწვეული,ბედნიერება უსურვეთ, შემდეგ კი გაეცალეთ ….
თქვენ მეორე მხარეს, კი გეუბნებით რომ ამდენი პატიების შემდეგ არ გაბედოთ და გული არ ატკინოთ მათ ვისაც უყვარხართ, თითოეული წამი დააფასეთ საყვარელ ადამიანთან ერთად გატარებული, იმის დროც დადგება სანანებელი რომ გაგიხდებათ ღალატი. სიყვარულს ნუ შერაცხავთ ღალატით და სიბინძურით. დაიხსომეთ სან დეფონის სიტყვები : ცხოვრებაში პირველ რიგში რაც უნდა გააკეთო, ესაა : ყალბი ადამიანები უნდა მოიშორო♥
ავტორი: მარიამ გოგინავა