Skip to content

სიღარიბე წარმატების პირისპირ

ერთი თვე არ იქნება გასული, რაც ინდოელი ბლოგერი – ასად რეზა გავიცანი. ნიჭიერი ახლგაზრდა – სტუდენტი ყველაფერს აკეთებს საკუთარი გამოცდილების ასამაღლებლად და ბლოგის პოპულარობის გასაზრდელად. ასადის ბლოგი ინგლისურ ენაზეა და ახალბედა უცხოელ ბლოგერებს გზის გაკვლევაში ეხმარება. ამას წინათ ინდოელმა მეგობარმა მთხოვა დამეწერა ე.წ. Guest Post – ი თანამედროვე ტექნოლოგიებზე. მეც დავთანმხდი და რამდენიმე დღეში გამზადებული გავუგზავნე თავის მეილზე.
ერთ დღესაც სოციალურ ქსელში ასადის წერილი დამხვდა. ის მწერდა, ბლოგი განვაახლე და შენი აზრი მაინტერესებსო. პირველი სიახლე მის ონლაინ-დღიურში დომენის რეგისტრაციის სახით დამხვდა, შემდეგ შევამჩნიე სადაობა და ღია ფერის დიზანი, რაც ძალიან მომეწონა და ინდოელ ახლაგაზრდას პირდაპირ მოვახსენე ჩემი დადებითი შთაბეჭდილება.
აქვე დამაინტერესა როგორ შეძლო დომენის აღება, მან კი მიპასუხა: “მე მოვიგე დომენი”. ამის შემდეგ ჩვენი დიალოგი ზუსტად ასე წარიმართა:
  • How get you the domain? (როგორშეძელიდომენისმიღება?)
  • Bro, I won the giveaway of domain. (ძმაო, მემოვიგედომენი.)
  • Very nice, Please You can assess my “thematic blog”? (ძალიანმაგარია, შეგიძლიამითხრა, ჩემსბლოგსროგორშეაფასებ?)
  • I am now mobile on Facebook. (ახლამობილურითვარშემოსული.)
  • You are always mobile phone on facebook ? I do not believe this. (კიმაგრამ, ყოველთვისმობილურითშემოდიხარ? არმჯერაამის.)
  • I don’t have pc (computer). I am from poor family, so I can’t buy pc. (კი, მეარმაქვსკომპიუტერი, რადგანღარიბიოჯახიდანვარ. ასერომ, არშემიძლიავიყიდოკომპიუტერი).
ბოლო წინადადების შემდეგ მხოლოდ ერთი რამ ვუთხარი: I’m sorry, please Excuse me unnecessary questions – ეპატიებინა ჩემ მიერ დასმული ზედმეტი კთხვების გამო. გაოცებული ვარ, რადგან ასეთი ნიჭიერ ბლოგერს კომპიუტერი არ აქვს. ადრე ვერ წარმოვიდგენდი, რომ ასადი თავის ბლოგზე სიახლის დასადებად ინტერნეტ-კაფეში დადიოდა. ის თითოეულ პოსტში ფულს იხდის თავის მცირე ბიუჯეტიდან და იმედს არ კარგავს, რომ ერთ დღესაც საკუთარი კომპიუტერით ისარგებლებს.
ადამიანის შესაძლებლობები მართლაც განუსაზღვრელია. მონდომებისა და რეალური წადილის შემთხვევაში შესაძლოა შენი საქმის პროფესიონალი გახდე, ამ შემთხვევაში, ჩემმა ინდოელმა მეგობარმა შეძლო ბლოგერობა და სიღარიბეს არ დაუხარა თავი.
მე მიხარია, რომ “ტექნობლოგის”, – ასე ჰქვია ასადის ბლოგს, – აქტიური მკითხველი ვარ და ჩემი ერთი “ლაიქით” ასადს სიხარული ვანიჭებ. მიხარია, რომ კომენტარს ვუკეთებ ყველა სიახლეზე და სტიმულს ვაძლევ, რათა მეტი გააკეთოს.
P.S: წარმატებებს გისურვებთ თქვენი მიზნების მიღწევაში და დარწმუნებული იყავით, რომ ადამიანის შესაძლებლობები განუსაზღვრელია!
გამომგზავნი/ავტორი: თემურ იკოშვილი