Skip to content

სიმართლის ტესტი (სოლომონ ბრძენი)

ერთხელ მეფე სოლომონთან ორი ქალბატონი მივიდა, რომლებიც შვილის თაობაზე დაობდნენ. ორივე ამბობდა, რომ ბავშვი თავისი იყო. ჰქონდათ საკუთარი არგუმენტები და არც ერთი არ თმობდა არაფერს. ბავშვი ძალიან პატარა იყო და საუბარი ჯერ არ შეეძლო. ასე რომ იგი ნამდვილად ვერ გამოდგებოდა სიმართლის დასადგენად.
 
სოლომონი ცოტა დაფიქრდა და მოდავეებს შესთავაზა , რომ შვილი შუაზე გაეყოთ. ნახევარი ნაწილი ერთ დედას  დარჩებოდა და ნახევარი კი მეორეს.
 
პირველი ქალი დასთანხმდა სოლომონ მეფეს.
 
,,დაე, ესე იყოს. არც ჩემი და არც მისი. გავჭრათ ბავშვი შუაზე და მე თუ აღარ მეყოლება მასაც ხომ აღარ ეყოლება?!” – ტირილით თქვა მან.
 
მეორე ქალი მუხლებზე დაემხო და სოლომონს სთხოვა :
 
,,მიეცით მას. მირჩევნია სხვისი გახდეს, ვიდრე მისი სიკვდილი ვნახო”.
 
–მშვენიერია –  ღიმილით თქვა სოლომონ ბრძენმა. მან უკვე იცოდა, თუ როგორ გადაეწყიტა ეს დავა .  . .
 
სიყვარული ეგოიზმის გრძნობაზე ბევრად უფრო ძლიერია . . .