Skip to content
მაშინ როდესაც დედამიწა ჯერ კიდევ ფორმირების ეტაპში იყო….ადამიანებმა არც კი იცოდნენ სად ცხოვრობდნენ. სიმართლე რომ ვთქვათ არც აინტერესებდათ… მათი ერთადერთი საზრუნავი გადარჩენა იყო. გადარჩენა მტაცებელი ცხოველების და ქვესკნელის ღმერთისაგან. ცუდი ღმერთი სამა, უამრავ განსაცდელს უგზავნიდა მათ. მტაცებელი დიდკბილა ცხოველებიც მისი გამოგზავნილი იყო, თუმცა ეს ყველაზე პატარა განსაცდელი იყო მათთვის. სამამ ადამიანები დასაჯა და მათ გაუჩინა გრძნობა, რომელიც აიძულებდათ მუდმივად ეზრუნათ საკვებისათვის, რათა შიმშილით არ დახოცილიყვნენ. სწორედ სამა აფრქევდა ციდან ცეცხლს არცთუ იშვიათად, რასაც საბოლოოდ უამრავი ადამიანი შეეწირა. ადამიანებს სჯეროდათ კიდევ ერთი ღმერთის მასასი, რომელიც მათ მუდმივად ასწავლიდა სამასგან თავდაცვისა და მისი თავის სასიკეთოდ გამოყენების საშუალებებს. თავდაპირველად ეშინოდათ მტაცებელი ცხოველების შემდáგარი მათი დახოცვა და საკვებად გამოყენება ისწავლეს. ეშინოდათ ცეცხლის ვიდრე მასამ არ ასწავლა ცეცხლის თავის სასიკეთოდ გამოყენება. ადამიანები დაიწყეს სამასთვის ცეცხლის მოპარვა. გარშემო შემოუსხდებოდნენ პატარა გამოქვაბულებში და დიდ სიამოვნებას იღებდნენ ამით. ვერ აეხსნათ რა იყო ეს ან რატომ სიამოვნებდათ, თუმცა იცოდნენ რომ კარგი იყო.

ერთ-ერთმა ტომის ბელადმა, კირამ მოახერხა ამ ორი რაღაცის შეთავსებაც და მონადირებული ცხოველის ხორცის მოპარულ ცეცხზე შეწვა დაიწყო. საკვები იმდენად გემრიელი გამოვიდა, რომ როდესაც მეზობელი ტომის ბელადი ჯუკა ეწვია აღფრთოვანებული დარჩა გასინჯულით. ჯუკამ კირას სთხოვა ესწავლებინა როგორ დაემზადებინა ასეთი საკვები. კირამ თვითონაც არ იცოდა რატომ, მაგრამ უარი განაცხადა ამაზე.რაღაც გრძნობა დაეუფლა სიძლიერის. მას რაღაც ისეთი ჰქონდა, რაც არ გააჩნდა ჯუკას, რომლის ტომიც სხვა ყველაფერში კირასას ჯობნიდა. არ იცოდა რა ერქვა ამ გრძნობას, თუმცა საოცრად აკმაყოფილებდა ეს სიამოვნების შეგრძნება, რომელიც ასე ხანგრძლივი იყო და ყოველ წამს თან ჰქონდა კირას როცა კი გაახსენდებოდა. ეს იყო სიამაყე, თუმცა რომც გეთქვათ კირასთვის ეს სახელი, მაინც ბევრს არაფერს ნიშნავდადა რადგან მთავარი იყო ის სიამოვნება, რომელსაც განიცდიდა და არა ის თუ რა ერქვა მას.
გაბრაზებულმა და ნაწყენმა სტუმარმა დატოვა გამოქვაბული და დადო პირობა რომ დაბრუნდებოდა და თუნდაც ძალით, მაგრამ მაინც გაიგებდა საიდუმლოს. კირა მიხვდა, რომ თუ ჯუკა მეომრებთან ერთად დაბრუნდებოდა მისი ტომი ამოწყდებოდა, მაგრამ განა შეეძლო საკუთარი თავისთვის ეთქვა უარი ისეთ რამეზე, რაც ერთადერთი მის ცხოვრებაში, თავის მეზობელზე მაღლა აყენებდა. გაღიმებული სახით შესცქეროდა გაბრაზებულ სტუმარს. გონება ჰკარნახობდა ვიდრე დრო იყო სტუმარი დაეშოშმინებინა და საიდუმლოც გაეთქვა მას ხომ ფაქტიურად არაფერი დააკლდებოდა, მაგრამ ემოციები… აი ემოციები კი სულ სხვა რამეს ამბობდნენ. გაქვავებული იყო და ვერაფერს აკეთებდა ბედს მინდობილი ელოდა თუ რა მოხდებოდა. სტუმარი წავიდა…
ბელადის მრჩეველი ბითა, რომელიც თავისი განვითარებით ყველას აღემატებოდა ტომში, ყველაში შიშსა და რიდს თესავდა თავისდა უნებურად. მან ხომ ყველაზე მეტი იცოდა და ადამიანებს ეს აშინებდათ. ბელადიც კი გაურბოდა მასთან კამათს, თითქოს რაღაც მისტიკა იდო ამ ადამიანში. არც ერთმა არ იცოდა რა შეეძლო მას რადგან ყოველთვი სთავაზობდა რაღაც კარგს და გონირვულს რაღაც ისეთს, რომელიც ყველას აზროვნებას აღემატებოდა. ბითა მივიდა ბელადთან და რადგანაც არ უნდოდა თავის ხალხში დაემცირებინა და არც ის უნდოდა, რომ ბელადის სიჯიუტის გამო ყველა დახოცილიყო, შესთავაზა ბელადს შემდეგ დღეს სწვეოდა ბელადს და უთხრა, რომ კარგი იქნებოდა, თუ ჯუკას ესტუმრებოდა შემდეგ დღეს და ერთი კვირის სამყოფ შემწვარ ხორცს მიუტანდა. ამ ერთ კვირაში ჯუკას შეიძლება დაევიწყებინა კიდეც თავისი პირობა და ყველაფერი კარგად დამთავრებულიყო. ბელადს საოცრად მოეწონა ბითას იდეა და ყრუ ღმუილით დააფასა ის.

ბითა თავისი ტომისგან განცალკევებით ცხოვრობდა, საკუთარი გამოქვაბული ჰქონდა. ასეთი პატივი მაშინ დაიმსახურა, როცა ბელადს ომი მოაგებინა თავისზე ორჯერ ძლიერი მტრის წინააღმდეგ და მათი ტერიტორიები დაისაკუთრა. მაშინ კირას ტომმა ყველა მოწინააღმდეგე დახოცეს ქალებიც და ბავშვებიც. კირამ კი ყველაზე მეტი. მისი გეგმით და მისი გმირული ბრძოლის და დაუნდობელი ხასიათის წყალობით მიაღწია ბელადმა თავის მიზანს. ბითა ორ კაცთან ერთად მოწინააღმდეგის გამოქვაბულში წავიდა ვიდრე ბრძოლა დაიწყებოდა. ქალების ხოცვა დაიწყო და როდესაც მტერმა თავისიანების დასაცავად უკან დაიხია, კირამ ზურგიდან შეუტია და მოწინააღმდეგე ტომი გაანადგურა.
ბითა თავის გამოქვაბულში დაბრუნდა და მძინარე ცოლი რომ დაინახა ძალიან გაბრაზდა. წასვლამდე გააფრთხილა დალოდებოდა, თუმცა ცოლმა არ დაუჯერა. ბითას ზედმეტად უყვარდა თავისი ცოლი საიმისოდ, რომ ეცემა, თუმცა ადრე ხშირადაც სცემდა. ახლა როცა გონება და გული სხვებზე მეტად განუვითარდა, რაღაც არ აძლევდა საშუალებას ეცემა მია. მანაც კი არ იცოდა ჯერ რა ერქვა ამას, სიყვარული თუ თავმოყვარეობა, ცოლის პატივისცემა თუ საკუთარი თავისა… ერთი კი იცოდა, რომ საოცრად ცუდად გრძნობდა თავს, როდესაც ცოლი მის ბრძანებებს არ ემორჩილებოდა. თუმცა ვერაფერს აწყობდა ამის წინააღმდეგ. ელახებოდა რაღაც რაც თვითონაც არ იცოდა რა იყო… სიამაყე… გადაწყვიტა ცოლი დაესაჯა და წავიდა კირას გამოქვაბულში მათთან ერთად დასაძინებლად. როგორც კი ქმარი გამოქვაბულიდან გავიდა მიამ გაახილა თვალები! და ნაწყენმა და ცრემლმორეუ ლმა დაადო ისევ ქვას თავი. მასაც ელახებოდა სიამაყე რადგან სხვა ქმრებს ცოლები მიყავდათ შეკრებაზე, მითუმეტეს როცა სტუმრები იყვნენ ტომში. მხოლოდ ბითას არ დაყავდა თავის ცოლი ასეთ ადგილებში და უბრძანებდა ხოლმე სახლში დარჩენილიყო. მიზეზად ის მოყავდა, რომ ყოველი ასეთი შეხვედრა შეიძლებოდა უბედურებით დასრულებულიყო და არ უნდოდა თავის ცოლს რამე მოსვლოდა. მათ არ ესმოდათ ერთმანეთის. ორივე ზედმეტად ამაყი იყო იმისთვის, რომ ასე არ ყოფილიყო. თუმც კი უყვარდათ ერთმანეთი…

მეორე დილით აურზაურმა გააღვიზა ბითა. ქალები წიოდნენ, კაცები ხის ტოტზე მობმულ ქვის ნატეხებს იმარჯვებდნენ ჯუკას ტომთან საბრძოლველად. ბითა გაშრა… ვეღარ დგებოდა… ჯუკას კირას გამოქვაბულამდე მისასვლელად ჯერ ბითას გამოქვაბული უნდა გამოევლო… გააცნობიერა რომ მხოლოდ რაღაც შეუძლებელი ან მასა თუ გადაარჩენდა მის ცოლს. წამოხტა სცადა გასულიყო გარეთ, მაგრამ ამ დროს ჯუკას ხალხი შემოვარდა გამოქვაბულში. გარშემო მხოლოდ სისხლი, მოჭრილი თავები, შეშლილი სახეები, მომაკვდავი დაჭრილები და სისხლის წყურვილი იყო. ცხოველური ინსტინქტი მოეკლათ ის ვინც არ მოსწონდათ, საოცარ ძალას სძენდათ შეიარაღებულთ. აღგზნებული სახე, მაღლა აწეული წარბები, შეკუმშული ნესტოები, მოულოდნელობისგან მოკუმული პირი საოცარ შეგრძნებებს ბადებდა გარშემმომყოფებში, ზოგში შიშის, ზოგში აღფრთოვანების, ზოგშიც სიამოვნების და ერთ ადამიანში საოცარი გაოგნების… მას ხომ სხვებზე კარგად ესმოდა ამ უბედურების და თავისი ცოლის სიკვდილის მიზეზი. ახლა ყველაზე მეტად სძაგდა ეს გრძნობა, რომელმაც აიძულა ცოლი დაეტოვებინა მარტო… რომელმაც კირა აიძულა არ გაენდო ჯუკასთვის საიდუმლო და ბოლოს რომელმაც ჯუკას აიძულა მთელი ტომი ამოეწყვიტა.

სიკვდილის წინ კირამ გათქვა საიდუმლო და ინანა რომ ეს აქამდე არ გააკეთა….
სიკვდილის წინ ბითამ ინანა, რომ მიასთან მეტ დროს არ ატარებდა და ყოველთვის ყველგან თან არ დაატარებდა…

სიკვდილის წინ ჯუკამ ინანა, რომ ტყვედ აყვანილი ქალი ცოლად მოიყვანა. ინანა, რომ ამ ქალმა მოკლა. ინანა, რომ თავადვე არ მოკლა 4 წლის წინ მია.
                                            გამომგზავნი: ვახტანგ ბარამაშვილი მისი პერსონალური ბლოგის მისამართია (myownpersonality.wordpress.com)