Skip to content

სახალისო ებრაული იგავი “ნერვიულობის შესახებ”

ერთ საღამოს ებრაელი ცოლ-ქმარი დასაძინებლად დაწვნენ. ქმარს ძალიან ეძინება, თუმცა ატყობს რომ ცოლი შფოთავს და რაღაც არ აძინებს.

“რატომ ვერ იძინებ?” – ეკითხება შეწუხებული ქმარი ცოლს.

“იცი, ჩვენი მეზობლის, ისააკის ვალი მაქვს, 20 000 დოლარი. ხვალ დილით უნდა დავუბრუნო და ვერ ვახერხებ…” – ცოტა ხნის ფიქრის შემდეგ პასუხობს ცოლი.

“მერე ამის გამო ნერვიულობ?!” –  ეუბნება ქმარი ეშმაკური ღიმილით.

“აბა, როგორ არ უნდა ვინერვიულო” – ისევ პასუხობს შეწუხებული ცოლი და გვერდით ტრიალდება.

“რამდენიმე წუთით მაცადე!” – ამბობს ქმარი და ფეხზე დგება ფანჯარას აღებს და მთელი ხმით ყვირის.

“ისააკ, ისაააკ”

“ამ შუაღამეს რა გაყვირებს?!” – პასუხობს მეზობელი ისააკი, თავისი ფანჯრიდან.

“ჩემს ცოლს შენი ვალი აქვს ხომ?” – კითხულობს ქმარი.

“კი აქვს და ხვალ დილით უნდა დამიბრუნოს!” – პასუხობს გაღიმებული ისააკი.

“კარგია, მაგრამ ვერ გიბრუნებს!” – ეძახის ქმარი ისააკს და ისააკის გაბრაზებულ ყვირილს სარკმლის ჩაკეტვით პასუხობს.

კმაყოფილი ქმარი წვება უკვე გაღიმებული ცოლის გვერდით და ეუბნება:

“ახლა მან ინერვიულოს..”