Skip to content

საჭირო დროს ნაპოვნი საჭირო სიტყვები

წარმატებისკენ მიმავალ გზაზე ხშირად დგება მომენტი, როცა ყველაფრით ვიღლებით, თითქოს ყველაფერი აზრს კარგავს და ვფიქრობთ, რომ ჩვენს შრომას აზრი არ აქვს, არაფერი გამოვა. ასეთი რამ ცხოვრებაში ყველა ჩვენგანს შეიძლება დაემართოს, თუმცა ამ დროს მთავარია არ მოვდუნდეთ, გავაკეთოთ რაღაც რომ დავიბრუნოთ ცხოვრების მოტივაცია და გავიხსენოთ თუ რატომ დავისახეთ ესეთი მიზანი და რატომ დავიწყეთ საერთოდ ამ მიზნისკენ სწარფვა…

იმისათვის, რომ ასეთ მომენტებში შევინაჩუნოთ სიმშვიდე, გავიძლიეროთ საკუთარი თავის რწმენა და შევძლოთ წარამატებისკენ მიმავლ გზაზე შეუჩერებლად სვლა, გვჭირდება რამე, რაც მოგვცემს წინსვლის სტიმულს და ჩავარდნების დროს ფეხზე დადგომაში დაგვეხმარება. ხშირად ეს, მხოლოდ საჭირო დროს ნაპოვნი, საჭირო სიტყვებია, რომელიც შესაძლოა  ჩვენი ცხოვრების დევიზიც  კი გახდეს.

• ‘’რაც უფრო რთულია ბრძოლა, მით უფრო დიდია ტრიუმფი.’’ თომას პაინე

• ‘’წარუმატებლობა სანელებელია, რომელიც წარმატებას გემოს აძლევს.’’ თრუმენ კაპოტე

• „წარმატებულად გასროლის შანსის, ასივე პროცენტს დაკარგავ, თუ საერთოდ არ გაისვრი“. ვაინ გრეცკი

• „შესაძლებლობა კარზე არ აკაკუნებს. იგი ჩნდება მაშინ როდესაც აღებთ მას.“ კაილ ჩენდლერი

• „კარიერის განმავლობაში, მე არ გამოვიყენე 9000-მდე შანსი, წავაგე 300-მდე თამაში, 26-ჯერ მეგონა რომ თამაშისთვის გადამწყვეტ მომგებიან ბურთს ჩავაგდებდი, მაგრამ შევცდი. მე ვმარცხდებოდი კიდევ და კიდევ. სწორედ ამან მაქცია წარმატებულად.“მაიკლ ჯორდანი

• „როდესაც ფიქრობ,რომ შეძლებ და როდესაც ფიქრობ რომ ვერ შეძლებ, შენ ორივე შემთხვევაში მართალი ხარ.“ჰენრი ფორდი

• „ერთი ადამიანის ძალა, რომელსაც სწამს უდრის 99 ადამიანის ძალას, რომელთაც მხოლოდ ინტერესი ამოძრავებთ.“ პეტერმ არშალი

• ‘’თუ შეგიძლია იოცნებო, ესე იგი შეგიძლია გააკეთო კიდეც.’’ უოლტ დისნეი

• „ადამიანები ხშირად უშვებენ შანსს, რადგან ის შემოსილია უნიფორმაში და გამოიყურება როგორც სამსახური.“ტომას ედისონი

• »ცხოვრებაში მხოლოდ ორი გზა არსებობს: პირველი, იცხოვრო ისე თითქოს არაფერია სასწაული. მეორე კი, ცხოვრობდე ისე თითქოსდა ყველაფერი სასწაულია!” ალბერტ აინშტაინი

გისურვებთ წარმატებას და მიზნების მიღწევას. ეს თქვენ ნამდვილად შეგიძლიათ!

ავტორი: სამოტივაციო ბლოგერი – მარიამ შარიქაძე