Skip to content

სააღდგომო ისტორია: 19 ცარიელი კვერცხი

ცისკარსა მსთვად მოვიდა მარიამი მოყვასებითურთ და ჰპოვა ლოდი იგი გარდაგორვებული და ანგელოზთაგან ესმა ხმა იგი საწადელი : ნათელსა შინა სამარადისოსა მყოფსა, რად ეძიებთ ვითარცა კაცსა?

ჯერემი გონებაშეზღუდული ბავშვი იყო. 12 წლის იყო და ისევ პირველ კლასში სწავლობდა. უაზრო საუბარი და უცნაური ხმები, რომელსაც იგი გამოსცემდა, ალბათ ყველაფერი არ იყო , რასაც მისი მასწავლებელი დოროთი მუდამ წყობიდან გამოყავდა.

თუმცა არსებობდა წუთები, როცა ყველასგან გასაოცრად ჯერემის გონება გაეხსენებოდა,  ნათლად და გამართულად დაიწყებდა საუბარს, მაგრამ გონება მალევე ებინდებოდა.

გაზაფხული იყო. დოროთი მასწავლებელმა მოახლოებულ ქრისტესშობაზე ისაუბრა და ბავშვებს ქრისტეს აღდგომის ისტორია მოუყვა. აუხსნა, რომ ქრისტემ თავისი აღდგომით ადამიანები ადამისეული, პირველყოფილი ცოდვისაგან იხსნა და მათი მოდგმის ახალ სიცოცხლეს დაუდო დასაბამი. დასასრულს მან ბავშვებს ასეთი დავალება მისცა:

ბავშვებს უნდა მოეტანათ კვერცხები და მათში უნდა ყოფილიყო რაიმე ნიშანი, რომელიც ახალი სიცოცხლის დასაწყისსზე მიუთითებდათ.

ბავშვებმა ენთუზიაზმით აიტაცეს ეს დავალება. დოროთიმ გაიფიქრა, რომ ჯერემი ვერ გაიაზრებდა დავალებას და გადაწვიტა მისი მშობლებისათვის დაერეკა, რათა მათთვის ეთხოვა დახმარებოდნენ შვილს ამ დავალების შესრულებაში.

დატვირთული საღამოს გამო მასწავლებელს ამის გაკეთება გადაავიწყდა.
სასწავლო დღეს 19 ბავშვი მივიდა სკოლაში. მათ ხელში კვერცხებით სავსე კალათა ეჭირათ, რომელიც მათ დოროთი მასწავლებლის მაგიდაზე დადეს. დოროთიმ დავალების ჩაბარება დაიწყო.

მან ამოიღო პირველი კვერცხი კალათიდან და მასში პატარა ყვავილი აღმოჩნდა.
– მართალია, გაეღიმა მას. როდესაც ყვავილი მიწის ზედაპირზე ამოდის ვხვდებით, რომ გაზაფხული მოდის და ახალი სეზონი იწყება.

– ეს, ჩემი კვერცხი იყო დოროთი მას – წამოიძახა იქვე მჯდომმა პატარა გოგონამ.
მეორე კვერცხში პლასმასისაგან გაკეთებული პატარა წიწილის ჩანასახი იყო.

– ეს რა თქმა უნდა მშვენიერი მაგალითია – თქვა მასწავლებელმა და ბაშვებს სიამაყით გადახედა.

– ეს ჩემი გაკეთებულია – გაეღიმა პატარა ბილის , თუმცა მამა დამეხმარა – გამოტყდა იგი.

და როდესაც შემდეგი კვერცხი გახსნა, დოროთი დაიბნა და გაშრა. კვერცხი ცარიელი იყო.

ნამდვილად ჯერემი იქნებოდა – გაიფიქრა მან. რასაკვირველია, კარგად ვერ გაიაზრა ჩემი დავალება. კარგი იქნებოდა არ დამვიწყებოდა მის მშობლებთან დარეკვა – ინანა მან.

თუმცა დოროთის არ უნდოდა ამაზე ყურადღება გაემახვილებინა და  ჩუმად დააბრუნა კვერცხი კალათში.

მოულოდნელად ჯერემიმ წამოიძახა:

– მის დოროთი. არ აპირებთ ჩემს კვერცხზე ისაუბროთ?

– კარგი ჯერემი, მაგრამ შენი კვერცხი, რომ ცარიელია? – უპასუხა მას დაბნეულმა მასწავლებელმა.

ჯერემიმ მას თვალებში შეხედა და საოცრად გამართულად უთხრა:

– დიახ, მაგრამ ქრისტეს საფლავიც ხომ ცარიელი იყო?

თითქოს დრო გაჩერდა… და დოროთიმ ძვლივს მოახერხა საჭირო სიტყვები გამოენახა:

– და შენ იცი რატომ იყო ქრისტეს საფლავი ცარიელი?

-რასაკვირველია – უპასუხა ჯერემიმ. ჯვარცმული იესო ქრისტე იქ დაასვენეს, მაგრამ მამამ იგი მკვდრეთით აღადგინა.“

და თითქოს დაუსრულებელი ზარების რეკვა. ბავშვები გარბიან სკოლის ეზოში. დოროთი კი მარტო რჩება და ტირის. მის გულში არსებული ყოველგვარი სიცივე ქრება და სულში რაღაც არაბუნებრივ სითბოს გრძნობს….

3 თვის შემდეგ ჯერემი გარდაიცვალა. იმ ადამიანებს ვინც მის საფლავზე პატივის მისაგებლად მიდიოდნენ მუდამ უკვირდათ, თუ რატომ იდო მისი საფლავის ქვაზე კალათი, რომელშიაც 19 ცარიელი კვერცხი ელაგა…