„სიყვარულითა და ღვინითა ჩემებრ დაითვერ თორემ გონებით , გინდ ცა განვლო ჩემებრ იქნა მტვერ.“
(გ.ორბელიანი)
სიყვარული ადამიანს სულიერ აღმაფრენას ანიჭებს. სიყვარულის მეხოტბე გრიგოლ ორბელიანს, დიდი გრძნობა აკავშირებდა ნინო ჭავჭავაძესთან, წრფელი, მომნუსხველი, თანაც ცალმხრივი, რაც მეტ დიადებას ანიჭებს ამ გრძნობას. რომანტიკოსი ცდილობდა გონებას გული დაემორჩილებინა, მაგრამ ხშირად ვერ ახერხებდა. მისი დიდი გრძნობა ნინო ჭავჭავაძისადმი კარგად ჩანს მისდამი მიძღვნილ წერილში…
„მოვედი თქვენდა და მსურდა ხიარულად მეჩვენა თავი. მაგრამ მხიარულისა სახის ქვეს დავფარე თვალთაგან თქვენთა მწუხარებითი მდგომარეობა გულისა ჩემისა. შემამჩნიეთ მჭვუნვარება და იწყევით ჩემდა ნუგეშისცემა. მე ვიჯექ მდუმარედ, ვისმენდი სიტყვათა თქვენთა.
გახსოვთ, რა გესმათ ჩემგან სიტყვა მშვიდობით, თვალნი თქვნნი უნებლიეთ აღივსნენ ცრემლითა. ერთიც და ორიც გადმოგცვივდათ მსვენიერთა ღაწვზედა, ხოლო ბაგენი ღიმილითა ჰსცდილობდნენ დაფარვას მწუხარებისა თქვენისა.
ვითა მშვენიერ იყვენით, წამასა მას, ვითარ გშვენოდათ ცრემლი. არა გიხილავსა მშვენიერსა გაზაფხულსა ვარდი, ახლად გაშლილი, ნუთუ გულთათვის თქვენთა ვმნიშვნელობ რამეს ?
ოდესცა მეწვევის მწუხარება, ანუ უბედურება მაშინ მომაგონდების ცრემლნი თქვენნი, ჩემთვის გადმოცვინულნი და ვიქნები მით ნუგეშისმცემელ. „
დღეს გრიგოლ ორბელიანის დაბადების დღეა.
მოამზადა მარიამ ნებიერიძემ