Skip to content

როგორ გავაკრიტიკოთ სხვა ისე, რომ სიძულვილი არ დავიმსახუროთ

ერთხელ ჩარლზ შვაბმა შეამჩნია,რომ ქარხნის მუშები სწორედ იქ ეწეოდნენ, სადაც გაკრული იყო წარწერა: “ნუ მოსწევთ!”. როგორ გგონიათ მან მუშებს წარწერაზე მიუთითა და უთხრა “თქვენ რა კითხვა არ იცით!” ?
არა. იგი მიუახლოვდა მუშებს, ყველას ჩამოურიგა თითო სიგარა და თხოვა: “დიდად მადლობელი დაგრჩებით, თუ სხვა ადგილას მოსწევთ.” მუშები,რაღა თქმა უნდა, შესანიშნავად მიხვდნენ,რომ მათ ქარხნის შინაგანაწესი დაარღვიეს,თუმცა ძალიან ესიამოვნათ,რომ შვაბმა ეს ტაქტიანად გააკეთა.
შეუძლია არ შეგიყვარდეთ ასეთი ადამიანი. ჯონი ვენამეიკერიც ასე აკეთებდა. იგი ყოველდღე შეივლიდა ხოლმე ფილადელფიაში, თავის ერთ-ერთ დიდ მაღაზიაში. ერთხელ მან შეამჩნია,რომ მყიდველი დახლთან იდგა და ელოდა როდის მიაქცევდნენ მას ყურადღებას, თუმცა უშედეგოდ. გამყიდვლები დახლის მეორე მხარეს ერთად შეყრილიყვნენ და რაღაცაზე საუბრობდნენ. ჯონი უსიტყვოდ, სწრაფად შევიდა დახლში, მოემსახურა მომხმარებელს, საქონელი კი შესაფუთად ერთ-ერთ გამყიდველს გადასცა.
1887 წელს გარდაიცვალა მოძღვარი ჰენრი ვიჩერი. მეორე კვირას იმ კათედრაზე ქადაგების წასაკითხად ლიმან ებოტი მოიწვიეს. ებოტს სურვილი წვავდა,რომ რაც შეიძლება კარგი ქადაგება გამოსვლოდა, ტექსტი რამდენჯერმე გადაწერა და მეუღლეს წაუკითხა. ქადაგება არ იყო შთამბეჭდავი. მისი ცოლი რომ ნაკლებ გამჭრიახი ქალი ყოფილიყო, ეტყოდა: “ეს საშინელებაა, ხალხს ჩაეძინება თქვენს ქადაგებაზე, რატომ უბრალო ენით არ წერ? განა ეს მეტად ბუნებრივი არ იქნებოდა? თავს შეირცხვენ თუ ამ ქადაგებას წაიკითხავ..” მაგრამ ცოლმა იცოდა რა მოყვებოდა ამ სიტყვებს და ქმარს უთხრა: “ეს ქადაგება ჟურნალში დასაბეჭდად მშვენიერი მასალა იქნებოდა”. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მან ქმარს შეუქო ნაწერი და ამავე დროს აგრძნობინა,რომ იგი არ გამოდგებოდა ხალხის წინაშე წასაკითხად. მისტერ ებოტი მიხვდა ცოლის აზრს, დახია ქადაგების ფურცელი და ზეპირად იქადაგა.
ასე რომ თუ გსურთ შეაცვლევინოთ ადამიანს გადაწყვეტილება და ისე გააკრიტიკოთ, რომ თავი არ შეაძულოთ, გაითვალისწინეთ ეს რჩევა: “ნუ მიუთითებთ მათ პირდაპირ, თუ რაიმე შენიშვნა გაქვთ.”
დეილ კარნეგი: როგორ შევიძინოთ მეგობრები და მოვიმხროთ ადამიანები