Skip to content

როგორ გაგვიხსენებენ? (ნამდვილი ამბავი)

ერთმა კაცმა ყოველდღიური გაზეთი გადაშალა და კითხვა დაიწყო. მეორე გვედზე, როდესაც გადავიდა სახეზე გაკვირვებას და შიშს შეამჩნევდით. თუმცა ალბათ გასაკვირიც არაა, რადგან იგი გაზეთის თავში დაწერილ თავის სახელს კითხულობდა.

 
სტატიას ,,სიკვდილის გამომგონებელი“ ერქვა და მასში უბედურ შემთხვევის შესახებ იუწყებოდნენ: 
 
 ,, დინამიტის აფეთქების შედეგად გარდაიცვალა ახალგაზრდა ბიჭი“.
 
კაცი მწარედ დაფიქრდა. ის შოკში იყო. ეტყობოდა, რომ თავისი სახელის ამოკითხვას ნამდვილად არ ელოდა ამ სტატიაში.
 
– მე ხომ ეს არ მინდოდა – გაიფიქრა მან.
 
მას ნამდვილად აღელვებდა, თუ რას იტყოდა ისტორია მის შესახებ და ამის შემდეგ მან მიზნად დაისახა, რომ მსოფლიოსთვის დაემტკიცებინა,რომ მისი მიზანი იყო საზოგადოებისათვის სარგებელი მოეტანა და არა სიკვდილი და უბედურება.
 
ეს ადამიანი ალფრედ ნობელი გახლდათ… და ალბათ ყველას სმენია ნობელის მშვიდობის პრემიის შესახებ, რომელიც სწორედ ამ ადამიანის სახელს ატარებს ..:)