ეს სამყარო ძალიან მრავალფროვანია. ყველა ადამიანი თავისებურად ცხოვრობს. იმდენად განვითარდა ეკონომიკა და ინფრასტრუქტურა, რომ ადამიანები თითქოს მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობენ, ის კი ავიწყდებათ , რომ მარტო არ არიან, მათთან ყოველთვის არის უფალი.სამწუხაროდ ჩვენ, ადამიანები, ღმერთს მაშინ ვიხსენებთ, როდესაც გვიჭირს და თუ რაიმე არ გამოვიდა, პასუხს უფალს ვთხოვთ. იმას კი ვერ ვსაზღვრავთ, რომ ამის პასუხი ჩვენში, ჩვენს წარსულში უნდა ვეძებოთ.
ყოველდღე საინფორმაციოები ახალ-ახალ ტრაგედიებს აცხადებენ, გაზეთები აჭრელებულია კატასტროფებით. შეშფოთებულები ვფიქრობთ რა გველის, რატომ გვივლენს უფალი ასეთ განსაცდელს და ჩნდება კითხვაც „რატომ ღმერთო?“
იაპონია დღეს საყოველთაო ტრაგედიის ეპიცენტრია, დაახლოებით ცხრა მაგნიტუმის სიმძლავრის მიწისძვრის შემდეგ, ცუნამი დაატყდათ თავს. ალბათ ყველამ ნახა ეს შემზარავი კადრები და იფიქრა სამყაროს აღსასრული დგებაო. ათი მეტრის გიგანტურმა ტალღამ მილიონიანი ქალაქი სენდაი, მთლიანად შთანთქა. უამრავი ცხედარი, პანიკაში ჩავარდნილი ხალხი, , რამდენი პატარა გამოესალმა სიცოცხლეს რამდენი ჩვენი ასაკის ბავშვი. ეს ხომ ტრაგედიაა, რომლისგანაც არცერთი ჩვენგანი არ არის დაზღვეული.
მე მტკივა, მათი ტკივილი მტკივა, მათი შეშინებული და შეძრწუნებული სახეების დანახვა. ნუთუ არ მიგაქვთ ეს გულთან და არ ფიქრობთ რისი მანიშნებელია ეს ყველაფერი? იმის, რომ როგორმე თავს უნდა ვუშველოთ, თუ იმის, რომ ბუნების ძალის წინაშე უძლურნი ვართ? არა, არც ერთის…ჩემი აზრით, ეს ყველაფერი ჩვენი ბრალია. დავივიწყეთ უფალი , გადავგვარდით, ქვეყნად იმდენი სიბოროტეა, რომ კეთილის მთესველი ადამიანი, დედამიწის კუთხე-კუნჭულში იმალება მხოლოდ, მაგრამ ვაი, რომ დედამიწა მრგვალია და კუთხეები არ აქვს. ასე თუ გავაგრძელებთ, სამყაროს აღსასრული მართლაც დადგება. ძმა ძმას რომ მოკლავს, დედა შვილს შეშით სცემს და ახალგაზრდები ერთმანეთს სასტიკად უსწორდებიან, ამაზე დიდი ტრაგედია რაღა გინდა? ნუთუ აუცილებელი იყო ასეთი მასშტაბური ტრაგედია, იმისთვის რომ, დაგვენახა რას ჩავდივართ, რომ ცხოვრების გაგრძელება ასე არ შეიძლება, რომ შველა მხოლოდ სიკეთეშია და რომ უნდა შევიყვაროთ უფალი.
აღსასრულს ვერავინ დაემალება, ვერავინ მოახერხებს თავი გადაირჩინოს თუ მასში სიკეთის მარცვალი და უფლის სიყვარული არ ღვივის. ამ ტრაგედიებს ბოროტება, სიძულვილი, ღალატი იწვევს. ადამიანები იმდენად დაბლა ვართ დაცემულნი, რომ გვეშინია, ყველაფრის გვეშინია, სიკეთისც კი გვეშინია, რადგან ამ სიკეთეს, უმრავლესობა ვერ ხედავს.
ადამიანებო!…ისღა დაგვრჩენია, ვაკეთოთ სიკეთე, გავცეთ სიბო, ვიყოთ ერთგულები, არ დაგვავიწყდეს, რომ რაც არ უნდა დიდები გავხდეთ, ჩვენ პატარები დავიბადეთ და არ გამოვირჩევით სხვებისგან. ყოველდღე საყვარელ ადამიანს, არა აქვს მნიშვნელობა ეს იქნება დედა, მამა, ბებია, და, ძმა თუ სხვა, ვუთხრათ თუ რა ძლიერ გვიყვარს. ნუთუ ეს არ გაგვაკეთილშობილებს და გაქვავებულ, გაყინულ გულებს არ გაალღობს? სიკეთე უსასრულოა, როგორც კაშკაშა მზე და მისი სხივები, მას საზღვარი არ აქვს. ის ღვთისგან ბოძებული ნიჭი და მადლია. მხოლოდ სიკეთით შეიძლება სვლა ყოვლისშემძლე ღვთის მწვერვალისკენ.
გაუკეთე სამ ადამიანს სიკეთე და მოთხოვე მათ, სამაგიეროდ , სხვა სამ ადამინს გაუკეთონ სიკეთე. იქნებ ამ გზით მაინც გაიზარდოს ადამიანთ რიცხვი, რომელიც სიკეთეს გააკეთებს.
სიკეთე სიყვარულია, უფლისა და ადამიანის კავშირი სიყვარულით ხორცილედება, იგი ღვთით კურთხეულია ძალაა, მხოლოდ წრფელი გრძნობებით შეიძლება ღმერთთან დაახლოება. სიყვარლია გზა მოწყალე უფლის იდუმალებით მოცული ბილიკისკენ. გიყვარდეთ ხალხნო ერთმანეთი!!! რადგანაც სიყვარული შობს სიყვარულს, სიყვარული გადაარჩენს კაცობრიობას.
მაინც რა არის სიკეთე? სიკეთე თავად სიცოცხლეა, ვისაც სიკეთის თესვა არ შეუძლია, მის სიცოცხლეს აზრი არ აქვს. სიკეთე გრძელია, ბოროტება კი მოკლე. იგი ბოროტებაზე ძლიერია, თუმცა ჩვენ, სხვისი გაკეთებული ბოროტება უფრო გვამახსოვრდება ვიდრე სიკეთე. გამოდის, რომ ჩვენ სიკეთეს ვერ ვხედავთ, იმდენად გვაქვს ბოროტება თვალებში ჩაღვენთილი. ეს კი გახსოვდეთ: სიკეთის მთესველი ადამიანი უზომოდ ბედნიერია. აკეთეთ სიკეთე და იყავით ბედნიერები.
დაე, დაუსრულებელი იყოს ღვთისაგან ნაბოძები ნიჭი და უნარი დედამიწაზე.
გამომგზავნი/ავტორი: ანი მაღრაძე