Skip to content

რაშიც ქალს 100%–ით ვენდობი

ბავშვობაში ცხვირჩამოშვებული მაშინ დავდიოდი, როცა თმას მჭრიდნენ. გული იმაზე მწყდებოდა უნებართოდ რომ ჩაივლიდა, სადღაც 15-20 წუთიანი პროცესი. ამ ასაკში დიდ ყურადღებას არ ვაქცევდი თმა მარჯვნივ მექნებოდა გადავარცხნილი თუ მარცხნივ, “იოჟიკები” მექნებოდა თუ ბოლეროს მოცეკვავესავით, უკან საგულდაგულოდ გადატკეპნილი. რამდენადაც არ მანაღვლებდა, მით უფრო მომწონდა გოგონების და გოგონებზე მეტად ზრდასრული ქალების ვარცხნილობა, რომლის ნახვის ბედნიერება იშვიათად მქონდა, მაგრამ მაინც… ეს ის პერიოდი იყო ყველა გოგო ჩემი შეყვარებული რომ იყო და ყველა ქალი ერთი მეორეზე მეტად ლამაზად, არ ვიცი რატომ, მაგრამ ასე იყო ყველა ქალი ერთი მეორეზე მეტად მელამაზებოდა.
ამ ასაკიდან მოყოლებულია ქალის თმას და ზოგადად მდედრის ვარცხნილობას დიდ ყურადღებას ვაქცევ.
თვალი ვისზეც მიმიწვდებოდა, მეზობლები, კლასელები, მასწავლებლები, გამვლელ-გამომვლელები, ყველა ნაცნობი თუ უცნობი სიმპათიას ვარცხნილობის და თმის მოვლის სპეციფიურობით იმსახურებდნენ. ზოგჯერ საგულდაგულოდაც ვამოწმებდი თმა რამდენად სუფთა და დაბანილი იყო..
კარგად თმამოვლილი ქალი, ჩემი იდეალი გახლდათ.
ჩემი პირველი ვითომ შეყვარებულიც, თმის ვარცხნილობის მიხედვით შეირჩა. თან რა სახელი ქონდა… ხატია. მართლაც დახატული იყო ეგ დალოცვილი, თავისი ქერა ხვეული თმის ბოლოებით, რომელსაც ღია ცისფერი თვალები ამშვენებდა.
ჩემ დროს მოდის ტენდენციებს მაღალი ეშელონების,  ე.წ. ელიტის წარმომადგენლები უფრო მისდევდნენ ვიდრე ისინი, ვინც მთელი წელი ელოდნენ ერთი ნახატის გაყიდვას ანდაც ისინი ვინც დაგვიანებული ხელფასის ერთბაშად აღების მოლოდინში იყვნენ. არ გეგონოთ მათთვის ეს მოდური ტენდენცია გაუგებარი ყოფილიყო. უბრალოდ ხელმისაწვდომობა ყველასთვის ფუფუნება არ გახლდათ. თან ჯერ კიდევ რო იტყვიან “იმ” დროში.
ცხოვრება განვითარების გზას ადგა და ქალის გემოვნებაც უფრო გამტკიცდა და გამრავალფეროვნდა. გემოვნება გაიწვრთნა და მოთხოვნამ იმატა. ქალი უფრო მეტ ყურადღებას უთმობდა ვარცხნილობას და ზოგადად ვიზაჟს.
მოკლე ვარცხნილობა, სწორი გვერდზე ორად გადაშლილი, ე.წ  “ცხენის კუდი”, ტალღოვანი თმა, აჩეხილი, კარე, აფრო, კულულები, კოსა და სხვა ვარცხნილობები ფართო არჩევანს ქმნიდა. ქერა თმა კი იმ ვითომ პირველი შეყვარებულის შემდეგ დღემდე ჩამრჩა. ბუნებრივად ქერა, დაწნული, ერთმანეთში ვენებივით გადახლართული ათასობით ძირი, რომელთა ბოლოებში თამაშს არაფერი სჯობს…
ქალი უფრო მელამაზებოდა და ორმაგად ვმადლობდი ამისთვის. საღებავებმა და სხვა მატონიზირებელმა საშუალებებმა, სპეციალურად თმისთვის ელფერი უფრო შეჰმატა ამ ყველაფერს. მართალია მოხდენაზეა ეს ყველაფერი და პლუს გემოვნებაც მაგრამ ერთადერთი რაშიც ქალს 100% ვენდობი ვარცხნილობაა. დღეს მითუმეტეს, ყველასთვის ხელმისაწვდომი სიამოვნება, განსაკუთრებით ქალებისთვის.
გამომგზავნი/ავტორი: ბაჩო გრიგოლია