Skip to content

რატომ ვნახულობთ უცნაურ სიზმრებს?

დილით გაღვიძებულს, ძალიან ხშირად, გვიჭირს იმის გახსენება, თუ რა სიზმარი ვნახეთ. არის შემთხვევევბი, როდესაც ვერ ვახერხებთ გარკვეული დეტალების გახსენებას, იქნება ეს მოქმედების ადგილი, ადამიანები თუ სხვა. სიზმრები ხშირად არარეალური და აბსურდულია. ჩვენ შეიძლება ვნახოთ მოლაპარაკე ცხოველები, მფრინავი ადამიანები და ა.შ.

ჟურნალ „Dreaming”-ის კვლევის თანახმად, ჩვენი სიზმრები უფრო უცნაური და აბსურდულია, თუკი დიდხანს გვიძინავს. როდესაც ადამიანი იძინებს, ის ხედავს გარკვეულ ხატებს, აღებულს რეალური ცხოვრებიდან, მაგრამ რამდენიმე საათის შემდეგ, ისინი პარადოქსულ და უცნაურ სახეს იღებენ. როგორც სტატიაში აღნიშნავენ, სიზმრები განსაკუთრებით პარადოქსულ ხასიათს ატარებენ, თუ გვიან ღამით ვიძინებთ და შესაბამისად, სიზმარსაც გვიან ვხედავთ.

ზემოთხსენებულის შესამოწმებლად ჩატარდა ექსპერიმენტი, რომელშიც 16 მოხალისე მონაწილეობდა. მათ ორი ღამის განმავლობაში აკვირდებოდნენ. მონაწილეებს ღამის სხვადასხვა მონაკვეთში 4-ჯერ აღვიძებნენ და სთხოვდნენ ნანახი სიზმრის აღწერას. დილით კი ისინი თავიდან ყვებოდნენ სიზმარს. ექსპერიმენტის შემდეგ, ექიმი მალინოვსკი დარწმუნდა, რომ სიზმრები გარკვეული არეალია ჩვენი უსაფრთხოებისთვის. მათი დახმარებით, მძინარე ადამიანი იღებს გადაწყვეტილებას, თუ როგორ გადაჭრას პრობლემები რეალურ ცხოვრებაში. სიზმრები ადამიანებს საშუალებას აძლევს, აღმოაჩინონ მათი ფარული მიზნები და სურვილები.

აღსანიშნავია, რომ ექიმი სიზმრების დახმარებით კურნავს თავის პაციენტებს. ამ თერაპიას ის ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს და ამბობს, რომ სწორედ სიზმრები ეხმარებიან ადამიანებს მათი ქვეცნობიერისა და ფსიქიკის შესწავლაში.