Skip to content

ნოსტალგიის ფსიქოლოგია

შეიძლება დღეს წარმოუდგენლადაც მოგეჩვენოთ, მაგრამ იყო დრო როცა ნოსტალგიას ფსიქიატრიულ დაავადებად მიიჩნევდნენ.
“ნოსტალგია დაავადებად მიიჩნეოდა მე-19 საუკუნეში. სიმპტომები რომელსაც ამ დაავადებას მიაწერდნენ შემდეგია: ხშირი ტირილი, არასტაბილური გულისცემა, სუნთქვის უკმარისობა, წნევის ცვალებადობა, რომლებიც გავლენას ახდენენ ტვინის შუა ნაწილზე და იწვევენ ტვინის უჯრედების განადგურებას” (სედიკიდე, 2008წ)
ალბათ არსებობს მიზეზი, რის გამოც წარსულში ნოსტალგიის მწვავე ფორმები დაავადებად მიიჩნეოდა. ნოსტალგია მჭიდრო კავშირშია წარსულ დღეებთან, დანაკარგთან და იმ საგნებთან რაც უკვე აღარ არსებობს – ეს ხშირ შემთხვევაში ტკივილს იწვევს. თუმცა არსებობს კვლევები, რომლებიც აჩვენებენ რომ ხშირად ნოსტალგია უშუალო კავშირშია პოზიტიურ ემოციებთან, რაც განცდილი სითბოსა და ბედნიერი დღეების მონატრების შედეგია.
გამოკითხვები აჩვენებენ, რომ ადამიანები ნოსტალგიას კვირაში ერთხელ მაინც განიცდიან, ამიტომაც ძალზედ მნიშვნელოვანია როგორ მივუდგებით მას – ნეგატიურად თუ პოზიტიურად.
თანამედროვე ფსიქოლოგიაში პოზიტიური თვალით დანახული ნოსტალგიის შემდეგ დადებით ფაქტორებს გამოყოფენ:
  • ნოსტალგია ამცირებს ცუდ განწყობას. როდესაც ადამიანები მოწყენილები არიან ბედნიერი წუთების გახსენება მათ ღიმილს გვრით, რაც ცხოვრებას ხალისს მატებს
  • ნოსტალგია ამცირებს მარტოობის გრძნობას. როდესაც მარტონი ვართ, ნოსტალგია გვახსენებს მეგობრებს და საყვარელ ადამიანებს, რომლებიც ცხოვრებას გვიმსუბუქებენ. ეს გრძნობა გვეხმარება დავძლიოთ მარტოობის გრძნობა, გვახსენებს რა, რომ მუდმივად მარტო არასდროს ვართ
  • ნოსტალგია ამძაფრებს სიცოცხლის წყურვილს. როდესაც მძიმე წუთების წინაშე ვდგებით ნოსტალგიის გრძნობა გვახსენებს, რომ ჩვენს ცხოვრებას მნიშვნელობა აქვს, რადგან ვცდილობდით, გვიყვარდა და ვიბრძოდით ჩვენი ცხოვრების თითოეულ ნაბიჯზე. ასეთ წუთებში ნოსტალგია ამძაფრებს წინააღმდეგობათა დაძლევის სურვილს და მნიშვნელობას მატებს ჩვენს ცხოვრებას..
4motivi.com