Skip to content

ნამდვილი ამბავი: მამის გასაოცარი სიყვარული

შვილმა იკითხა „მამა, წამოხვალ მარათონზე ჩემთან ერთად?“ დიახ, უპასუხა მამამ რომელიც არც კი დაფიქრებულა საკუთარ ჯანმრთელობაზე. მამა და შვილმა ერთად გაიარეს მთლიანი მარათონი და მამა ყოველთვის თანახმა იყო შვილის ნებისმიერი სურვილის შესრულებაზე. შვილმა ერთ დღეს ისევ იკითხა: მამა წავიდეთ „რკინის კაცის“ მარათონზე?“ მამაც ისევ დაეთანხმა.

ზემოაღნიშნული მარათონი მოიცავს: 3 ამტანობის ღონისძიება (4 კილომეტრი), ოკეანეზე ცურვა (180 კილომეტრი), ველოსიპედი 42 კილომეტრი.

მამა-შვილმა ეს მარათონი ერთად გაიარეს,თანაც არაერთხელ.

შეიძლება გაგიკვირდეთ და სამართლიანადაც აღნიშნოთ, რომ ამაში არაფერია გასაოცარი, თუმცა საქმე მარტო მარათონის მანძილსა და სირთულეში არაა.

მე მამა-შვილი დიკ და რიკ ჰოიტების შესახებ გიყვებით. რიკი დაბადებიდან სერებრალური დამბლით გახდათ დაავადებული. მას არ შეეძლო სიარული და ნორმალურად საუბარი. დიკს და მის მეუღლეს ექიმებისთვის არ მოუსმენიათ, მათ გადაწყვიტეს შვილი როგორც სხვა ნორმალური ბავშვები ისე აღეზარდათ.

ერთ დღეს როცა ტელევიზორს უყურებდნენ რიკმა ნახა მარათონი პარალიზებული ადამიანებისთვის და მამას სთხოვა მონაწილეობა მიეღოთ. მამა შვილმა მარათონში მონაწილეობა მიიღო, მიუხედავად იმისა რომ დიკს გული აწუხებდა და არც ნიკი გამოირჩეოდა ჯანმრთელობის კარგი მდგომარეობით.პირველი მარათონის გავლის შემდეგ მამა-შვილს ორწლიანი შესვენება მოუწიათ, მამის მოულოდნელი გულის შეტევის გამო.

თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ, მათ კვლავ განაგრძეს მონაწილეობა. მათ ერთად 212 სხვადასხვა მარათონი გავლეს და 4 „რკინის კაცის მარათონი“. ასევე საოცარია ის ფაქტიც,რომ ამ ყველაფრის შემდეგ, დიკს ექიმმა უთხრა, რომ კარგ ფიზიკურ მდგომარეობაში იყო მარათონებში აქტიური მონაწილეობის გამო და რომ არა ეს, ის 15 წლის წინათ გარდაიცვლებოდა.

როცა დიკ ჰოიტს ჟურნალისტმა გმირი უწოდა და ჰკითხა, რატომ აკეთებდა ამას ამდენი ხნის განმავლობაში, მან უპასუხა: „მე უბრალოდ მიყვარს ჩემი ოჯახი.“

უყურეთ მამა-შვილის მარათონის კადრებს: