Skip to content
მას შემდეგ რაც წითელა ბატონები ეწვია პატარა დედოფალას ყველას ატყობინებდა, რომ ბატონია. ჯერ სულ რაღაც სამი წლისაა და თამამად შეიძლება ითქვას მასზე, რომ ძალიან დიდი თავნება ვინმეა. მასზე ასე ფიქრობენ, თორე მას რა? თვითონ ხომ იცის, რომ სულ სხვანაირია. დღესაც, როგორც ყოველთვის სარკის წინ იდგა და საკუთარ თავს ელაპარაკებოდა. ადგილი, რომელიც მისთვის ყველაფერს ნიშნავს. განა ასე ადვილია ყველასგან და ყელაფრისგან თავის დაღწევა? ამდენმა შენიშვნებმა მე ხომ მტირალა დედოფალა გამხადა.
უკვე თავადაც შეეძლო შეემჩნია საკუთარი ხასიათია, როგირ გაუფუჭდებოდა, რადგან ახლა ყველაფერთან ერთად ბატონებიც დაემატა. ლამაზი თეთრი პატარა სახე ბატონებს დაეფარა, ხოლო დედის გულწრფელი დაჟინებული თხოვნით ბატონის პატარა წითელა წერtილები მწვანე ფერითaც შეეღებათ. სარკეში საკუთარ თავს უყურებდა და ბატონებს ეუბნებოდა ბავშური ხმით: რაც სხვათაშორის დედიკოს ბებიასგან ანუ დიდი ბებიaსაგან მოისმინა და გაიგონა, როცა ინახულა ის და მისი ბატონები: „დაილოცოს ბატონებო თქვენი მობრძანება! რით გაგახაროთ და გასიამოვნოთ? ჩვენ არ ვაწყენინებთ ჩვენს პატარას მოვეფერებით და სურვილებსაც ავუსრულებთო!“
განა ასე რთულია ეს ყველაფერი? გაბრაზებით წარმოსთქვა და იატაკს მარჯვენა ფეხი დაჰკრა. სახე უფრო დაუნაღვლიანდა და ტირილიც მოუნდა, რადგან იცოდა მის გაბრაზებას რა მოჰყვებოდა. სახლში მყოფნი ერთ-დროულად ანერვიულდებოდნენ და მის გაკიცხვას ისე დაიწყებდნენ, ვერც კი შეამჩნევდნენ, როგორ გახიზიანდებოდა მათი საქციელის გამო და მანამდე არ მოისვენებდნენ ვიდე საბოლოოდ არ დაარწმუნებდნენ იმაში, რომ ვერასაოდეს გაუგებდნენ და როგორც ყოველთვის ყველაფერს მის ხასიათს დაბრალებდნენ.
აი, ამიტომ იყო ასეთი თავნება და გაუგონარი მათთვის ვინც ასე ძალიან უყვარდა, განა მათ გარეშე ან მათი მზრუნველობის გარეშე შეძლებდა ცხოვრებას? არა და არა! მერე დაიკოც გახსენდა და ნაღლიანად გაეღიმა. ვინ მოსთვლის უკვე მერამდენედ მათ გამო უმიზეზოდ აწყენინა და ატირა მწარე ცრემლებით. არადა დღევანდელი დღე სულ სხვანაირად ჰქონდა წარმოდგენილი. დღეს დაბადებისდღეა, მართალია მისა არა, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს მისთვის? არანაირი… თუმცა როგორ არა, ხომ შეიძლება მის ოცნებას ფრთები შეასხა და იქ გაჰყვე ისე არც კითხო შეიძლება თუ არა იქ ჩვენი ყოფნა?
ულამაზესი იყო დღეს ბებიას მიერ ახალ ნაჩუქარ კაბაში. შავად ნაქსოვ კაბას ქვემოთ მოჰყვებოდა თბილი ნაჭერი ორ ფენად ერთი გრძლად, ხოლო მეორე მოკლედ, თეთრი და შავი ზოლებით, რომელსაც დაპლისული სახე ჰქონდა მიცემული, წელზე კი ნაცრისფერი ქამარი შემოერტყათ. რადგან კაბა უმკლავო იყო ბეწვის თეთრი ქურთუკი მოჰყვებოდა, რომელიც რამოდენიმე ღილით იკვრებოდა. გრძელი ქერა თემები გაეშალა, თავზე კი ორი წითელი ჭიამაია დაესკუპებინა აქედან და იქიდან. საბოლოოდ ყველივე ამას იგი ნამდვილ დედოფლად ექცია. ხელში მომარჯვებულ ტუჩის საცხს არ იშორებდა და ვინ იცის უკვე მერამდენედ ისმევდა პატარა ლამაზ ტუჩებზე, რომელზედაც კარგად დამჩნეოდა მუქი ვარდის ფერი ბრჭყვიალა მოციმციმე ფერები.
ნუთუ დღეს მაინც არ შეიძლება დაბადებისდღის განწყობა არ გამიფუჭოს თქვენმა ჩემთვის არაფრის თქმელმა „არა შეიძლება“-მ, ეუბნებოდა საკუთარ თავს ისე, რომ სხვებსაც გაეგონა. ჩემს სამყაროში ხომ ყველაფერი ჯადოსნურია. გაგონილა დაბადებისდღე სანთლების და სიმღერის გარეშე? როცა ამას მე თავად ვაკეთებ და ამ იდიას თავად თქვენ მაწვდით უფროსებო. განა თოჯინებს არა აქვთ დაბადებიდღე? ან როგორ არ გთხოვოთ, რომ გამომპრანჭოთ თუ „თქვენი შიშით ვერაფერი უნდა გავაკეთო“? იმეორებდა დედის სიტყვებს, რომელსაც უკვე გამოეპრანჭა საკუთარი თავი, და aმან უფრo გაუმძაფრა სურვილი თავისი თავიც გამოეპრანჭა. შეიძლებაა ყველაფერი ძალით გავიტანო? და მერე ეს არც თუ ის კარგია ჩემთვის.
ალბათ არ იქნება თქვენთვის ძნელი წარმოსადგენი თუ რატომ დავარქვი მას მტირალა დედოფალა, მითუმეტეს, როცა თავად ხდები ამ ყველაფრის მოწმე და მონაწილეც. თითოეული მისი სიტყვა თუ მოქმედება ხან სიცილს, ხან კი ნაღვლიან ღიმილს მგვრიდა სახეზე, აი ამიტომaც გავყევი მას და ავუსრულე ის რაც ყველაზე ძალიან უნდოდა. მოციმციმე ფერიამ იგი სამზარეულოში შეიყვანა და განმარტოვებულებმა სათამაშო თეფშს სანთლის ნაღვენთი დაწვეთეს და ზედ ორი მუქი იასამნის ფერი ანთებული სანთელი დაამაგრეს, თან გაფრთხილა, როგორც კი სანთელი ნახევრამდე მივა სული შეუბერე და ჩააქრე, მანაც დასტურად თავი დაუქნია და ძალიან ფრთხილად გამოიტანა ანთებული სანთლები მისაღებ ოთახში, სადაც აცრემლებულ დაიკოს ამშვიდებდნენ ყველა იქ მყოფნი: დაწყებული მშობლებით, გაგრძელებული ბებიათი და ბაბუათი და დამთავრებული სტუმრების მონაწილეობით. ოთახში მისმა გამოჩენამ აtiრეbuლ დას ტირილი შეაწყვეტინა, თავად ბუნტისთავს საოცარი ღიმილი ეშმაკურად დასთამაშებდა სახეზე, ხოლო თაფლისფერ თვალები როგორც მას ჩვეოდა მოეჭუტა. სითბოთი უმღეროდა დაბადებისდღის სიმღერას უკვე ტირილს შეწყვეტილ დაიკოს, რომლის თვალებს ჯერაც არ შეშრობოდა ცრემლები, მაგრამ ნუშისებრ თვალბს და სახეს გაოცება დატყობოდა და ვერც იმას ამჩნევდა ასე ადრიანად, რომ ულოცავდნენ დაბადებისდღეს.
ყველაფერმა ამან მას ბავშური სიხარული განაცდევინა, უამრავ ნასწავლ ლექს თუ სიმღერას თავი ერთად მოუყარა. ერთს რომ დასრულებდა მეორეს წამოიწყებდა, სიამოვნებდა უფროსები მასზე, რომ ამბობდნენ ნახეთ როგორიჭკვიანი და კარგი გოგოა, უხაროდა ტაშს მისთვის, რომ უკრავდნენ. მოციმციმე ფერიამ შეამჩნია, რომ მტირალა დედოფალა სულაც არ ჩქარობდა მათ დამთავრებას. სიმღერის მღერაზე გადავიდა და სხვათაშორის ყველაც აიყოლია, უკვე მერამდენედ მღეროდნენ ერთი და იგივე სიმღერას ცელქ და პრანჭია ბაჭიაზე, ფერიას თვლა აერია, არადა მათთვის ყოველ წუთს და წამს ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, ამიტომ მან კიდევ ერთხელ ჩასჩურჩულა ყურში მტირალა დედოფალას სანთლისთვის სული შეებერა და ჩაექრო. ამის შეხსენებამ ცოტა არ იყოს აანერვიულა, ჩქარი ნაბიჯით გაექანა პირდაპირ მაგიდისკენ თან ხმამაღლა გაიძახოდა ეხლა სანთელი უნდა ჩავაქრო, გამატარეთ სანთელი უნდა ჩავაქრო. ყველას გაუკვირდა მისი ასეთი უცაბედი შეცვლა და მხოლოდ იმას ეუბნებოდნენ, რომ დამშვიდებულიყო, რა დაგემართა გოგო? მაგრამ მას არც ერთი სიტყვა არ ესმოდა, მხოლოდ მათ იგერიებდა პატარა ხელებით. ბოლოს როგორც იქნა გაინთავისუფლა თავი, ღრმაd ამოისუნთქა და სულის ერთი შებერვით ჩააქრო სანთელები და სასწაულიც მოხდა – ათასნაირი ფერებით აჭრელებული მოციმციმე ფურცლები ოთახში ცვიოდნენ, გაოცებულები იდგნენ და ხმას ვერ იღებდნენ, მხოლოდ მტირალა დედოფალა არღვევდა ოთახში გამეფებულ სიჩუმეს ბავშური ბედნიერი სიცილით .
გამოგზავნი/ავტორი: სალომე ქურდუბაძე