Skip to content

მსუბუქად და ფერებში…

ნაცრისფერი დღე. . .პირველად გაახილა თვალი და ეწყინა. . .ძალინ ეწყინა. . .უნდოდა ყველაფერი ისე დაწყებულიყო, როგორც ჩვეულებრივ ხდება. . უნდოდა სამყარო სულ ჭრელა-ჭრულა ფერებში დაენახა. .თავიდან მაინც. . .მაგრამ ნაცრისფერი დღე იყო. . .
პირველად გამოვიდა გარეთ, პირველად გაშალა ფრთები, პირველად დაინახა სხვა დიდი და პატარა არსებები და ცხოვრებაში პირველად ინატრა. ინატრა და შესრულდა: ცაზე რაღაც მრგვალი სხეული დაეკიდა და ამ სხეულმა გააცოცხლა და გაათბო ყველაფერი. მას შეუყვარდა მზე. . .მან იცოდა, რომ სულ ცოტა ხანი უნდა ეცოცხლა, მაგრამ ეცოცხლა ისე, როგორც სხვას არ შეუძლია: მსუბუქად და ფერებში!
ხოდა მას შეუყვარდა ნათელი და სითბო, უფრო ნათელი. . .
Mმერე სულ ფერად-ფერადი ყვავილები იპოვა. ხან წითელს დაასკუპდა, ხან ყვითელს, ზოგს უმღერა, გვირილას ჩასჩურჩულა, რომ სულ ახლახანს დაიბადა, ყაყაჩოს უთხრა, რომ ბევრი რამე მოეწონა დედამიწაზე. . .მერე უცებ ჰაერში აფარფატდა, იფარფატა. . და იფარფატა. . .ის ბედნიერია. .
მერე თავისნაირი არსება დაინახა. . ოღონდ ცოტათი დიდი. . შეეშინდა. . დააკვირდა და აღმოჩნდა, რომ ეს არსება ძალინ ლამაზი იყო. . .გაუხარდა. .ძალინ გაუხარდა. . დამეგობრდნენ. . მერე ერთად ბევრი იფარფატეს, ბევრი ფერადი რაღაცეები ნახეს, ბევრი შავ-თეთრიც. . .სულ ერთად იყვნენ. . .
მაგრამ მეორე დღეს ის მოხდა, რაც ორივემ კარგად იცოდა. . .ცოტათი დიდმა დაამთავრა ფარფატი. . .მარტო დარჩა. . .და მიხვდა, რომ ცხოვრება ცოტათი რთული ყოფილა. .
ეწყინა. . .მას ეს ყველაზე მეტად ეწყინა. . .
მესამე დღეს ყვავილზე მჯდარმა უცხო არსება დაინახა. არ გაფრინდა. . .შეხება იგრძნო და შეკრთა. . .სუნთქვაც გაუჭირდა და მიხვდა, ის ხდებოდა, რაც ცოტათი დიდს დაემართა. . .მერე სითბო იგრძნო. . გაუხარდა. . .სინათლეც უნდოდა. .ბოლოჯერ ინატრა.. .მაგრამ სიბნელეში იყო და სურვილი ვერ შესრულდა. . მერე მოფერებაც იგრძნო. .
სულ ორი წამიც და. . .
პატარა ბიჭის ფუმფულა მუჭში პეპელამ შეწყვიტა ფარფატი. . .
არადა ბიჭს კი უბრალო სურვილი ჰქონდა: პეპელასავით ფერადი გამხდარიყო…
გამომგზავნი/ავტორი: ანი ციცქიშვილი