Skip to content

მსოფლიო ლიდერი არჩეულია (ფსიქოლოგიური ტესტის პასუხები)

არჩევნებში მონაწილეობას იღებდა 3 კანდიდატი. ქვემოთ მოცემულია კანდიდატთა დახასიათება.
კანდიდატი 1 :
აქვს ლიდელური თვისებები. ჭკვიანია და არის მუდამ მხიარული. .არის მსუქანი, უყვარს დალევა და ბევრს ეწევა.

კანდიდატი 2 :ინტელიგენტური გარეგნობის, მშვიდი და გაწონასწორებული. ძალიან უყვარს ქალები.

კანდიდატი 3:
ხალხი იცნობს,როგორც მტკიცე ხასიათის ადამიანს. აქვს ლიდერული თვისებები, შეუძლია ხალხზე დიდი გავლენის მოხდენა. წარსულში იყო ომის გმირი.
სამივე კანდიდატი იყო ისატორიული პირი. 
კანდიდატი 1 :
უინსტონ ჩერჩილი (დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი მეორე მსოფლიო ომის პერიოდში).
კანდიდატი 2:
ფრანკლინ დელანო რუზველტი (აშშ-ს პრეზიდენტი 1933-1945 წლებში)
კანდიდატი 3:
ადოლფ ჰიტლერი (გერმანიის კანცლერი 1933-1945 წლებში)
გაკვეთილი, რომელიც ამ ფსიქოლოგიური ტესტიდან შეიძლება ვისწავლოთ :
1. წარამტების გაკვეთილი: 
ამჯერად ჩვენი დასახული მიზანი იყო, რომ აგვერჩია მსოფლიო ლიდერი. ერთი დიდი პრობლემა, რაც ჩვენი მიზნის წარმატებით განხორციელებას ედგა წინ იყო ის, რომ გვქონდა მწირი ინფორმაცია კანდიდატთა შესახებ და სწორედ ამის გამო მოხდა ის, რომ შეცდომა დავუშვით. ნუ გადადგამთ გადამწყვეტ ნაბიჯს გაუაზრებლად. ეცადეთ რაც შეიძლება მეტი გაიგოთ თქვენი მიზნის შესახებ და სრულყოფილად შეისწავლოთ იგი … დასვით შეკითხვები და ეძებეთ პასუხები! თქვენი წარმატებისათვის მომზადების საუკეთესო საშუალებაა . . .

2. გაკვეთილი ლიდერობაზე
:
ლიდერს შეიძლება უამრავი ლიდერული თვისება ჰქონდეს, მაგრამ იგი საზოგადოებისათვის სასარგებლო არ აღმოჩნდეს. ყველას აქვს ნაკლი, მაგრამ განსხვავება ისაა, რომ ზოგის ნაკლმა შეიძლება საზოგადოებას არანაირი ზიანი არ მიაყენოს. მიუხედავად იმისა, რომ ჩერჩილს დალევა და მოწევა უყვარდა იგი უდავოდ ძლიერი ლიდერი და სახელმწიფო მოღვაწე იყო. რაც შეეხება ჰიტლერს, მიუხედავად იმისა, რომ ისიც უდავოდ ეფექტური ლიდელური თვისებებით გამოირჩეოდა მისი ლიდერობა სულაც არ აღმოჩნდა ეფექტური და არამარტო თავის ქვეყანას, არამედ მთელს მსოფლიოს მიაყენა ზიანი .