ერთი კვირის წინ ლექციაზე ლექტორმა შეკითხვა დასვა – “თქვენი აზრით რას ნიშნავს მოტივაცია?”, შეკითხვას სხვადასხვა პასუხი მოჰყვა, ზოგმა თქვა, რომ მოტივაცია ეს არის სტიმული, ზოგისათვის იგი წახალისებასთან ასოცირდებოდა, ზოგისათვის ამბიციასთან და მიზანსწრაფულობასთან. რეალურად კი მოტივაცია ეს არის პროცესი, რომელიც მიზნისაკენ სწრაფვის დროს პიროვნების ინტენსიურობას, მიმართულებასა და შეუპოვრობას აძლევს ახსნას.
მოტივაცია ყოველდღიურ ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანია, იგი აუცილებელია საქმის დასაწყის ეტაპზე, საჭიროა საქმის კეთების პროცესში და ბოლოს წარმოუდგენელია მის გარეშე საქმის ბოლომდე მიყვანა. თითოეული ადამიანი უნდა ცდილობდეს, რომ როდესაც რაიმე საქმის კეთებას იწყებს გამოძებნოს მიზეზები და საკუთარი თავი მაქსიმალურად მოტივირებული გახადოს. თუმცა, აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ შესაძლებელია არსებულმა გარემომ და ამ გარემოში არსებულმა ცალკეულმა ინდივიდებმა გარკვეული ცვლილებები შეიტანონ თქვენს მოტივაციაში ან საერთოდ ჩაახშონ იგი. იმისათვის, რომ თქვენმა მოტივაციამ გაუძლოს არსებულ გარემო პირობებს, საკუთარ სიზარმაცესა თუ შინაგან კონფლიქტებს, აუცილებელია, რომ მოტივაცია რაც შეიძლება კარგად გაამყაროთ. მყარი მოტივაცია უნდა აერთიენებდეს მიზანსა და სარგებელს. საქმის წამოწყების, სწავლის დაწყების, ამა თუ იმ სამუშაოს დაწყების წინ გარკვევით უნდა ჩამოაყალიბოთ ის მიზნები, თუ რისთვის გჭირდებათ ეს. უნდა გააანალიზოთ, თუ რა სარგებელი გექნებათ საქმის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში. აღსანიშნავია, რომ რაც მეტია მიზანი და სარგებელი, მით მყარია მოტივაცია, კარგი მოტივაცია კი უკვე ნახევარი საქმეა.
დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრი გსმენიათ იმ ადამიანების შესახებ, რომლებმაც თავიანთი ცხოვრების მანძილზე საოცარი რაღაცეები განახორციელეს. ისინი წარმატებულები არ გამხდარან უბრალოდ სახლში ჯდომით და წარმატების მოლოდინით. ისინი იყვნენ მოტივირებულნი და სურდათ მიეღწიათ დასახული მიზნებისათვის. ქვემოთ შემოგთავაზებთ რამოდენიმე რჩევას, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ, რომ იყოთ მოტივირებულნი თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში.
იყავით მოტივირებულნი მიზნის დასახვისას და ყოველთვის იყურეთ წინ, რომ მიაღწიოთ იმ მიზანს, რომელიც მომავალში გაქვთ დასახული. წარმოიდგინეთ, რომ შეიძინეთ ახალი ავტომობილი და ერთი სული გაქვთ, როდის დაქოქავთ მას. კომფორტულად ჯდებით მანქანაში, იყურებით სარკეში და რთავთ ძრავას. და რა ხდება? ავტომობილი არ იქოქება. რა თქმა უნდა. როგორ დაიქოქება მანქანა, როდესაც ავზში ბენზინი არ არის? მიზნის დასახვა მანქანას გავს. ის მხოლოდ მანქანაა, რომელიც უზრუნვეყოფს ჩვენს ტრანსპორტირებას ერთი ადგილიდან მეორე ადგილას. თქვენ შეიძლება გყავდეთ უსწრაფესი ფერარი ან პორშე, მაგრამ თუ მასში არ ჩაასხავთ ბენზინს, არაფერში გამოგადგებათ. ამის მსგავსად, თვენ შეიძლება გქონდეთ ყოვლისმომცველი, კარგად მოფიქრებული და დაწერილი მიზნის მიღწევის გეგმა, მაგრამ თუ მას არ აავსებთ ყოველდღიური მოტივაციით ეს გეგმა მხოლოდ ფურცლის ნაგლეჯიღა იქნება.
ხშირად გადახედე შენს მიზნებს და ნახე რა გააკეთე, რამდენი გაქვს კიდევ გასაკეთებელი, რაიმეს ხო მარ შეცვლიდი?
შეეცადეთ გათვალოთ რამდენ ხანში გინდათ მიზნის მიღწევა. შეუძლებელია ყველაფერი პირველივე მცდელობზე მიაღწიოთ, ამას შეიძლება დასჭირდეს კვირეები, თვეები ან წლებიც კი.
არ შეგეშინდეთ შეცდომების დაშვების. “სიბრძნე გვეხმარება, რომ თავი ავარიდოთ შეცდომებს, მაგრამ ამავდროულად იგი მოდის მილიონობით შეცდომის დაშვების შედეგად”.
იმედგაცრუების შედეგად არასდროს ჩაიქნიოთ ხელი, წარმატება შესაძლოა სადღაც მეზობლად იყოს.
გადაჭერით პრობლემები! პრობლემა უამრავია, თქვენ უნდა შეძლოთ მისი დაძლევა,
იყავით ყოველთვის მხიარული, ასეთი ადამიანები უფრო ადვილად მოტივირებულნი არიან.
გამოიყენეთ მინიმუმ ერთი საათი საკუთარი თავის განვითარებისათვის. მაგ: წაიკითხეთ კარგი წიგნი.
ავარჯშე საკუთარი თავი დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანაში. სანამ არ დაასრულებთ ერთ ამოცანას არ გადახვიდეთ მეორეზე.
იცხოვრე დღევანდელი დღით. თუ წარსულით ან მომავლით ცხოვრობ ვერ შეძლებ აწმყოში რაიმეს გაკეთებას.
დააჯილდოვეთ საკუთარი თავი ყოველი პატარა ამოცანის შესრულების შემდეგ. ხშირად ადამიანები ვერ ხვდებიან რამხელას ნიშნავს პატარა საქმე. თქვენ უნდა გააკეთოთ ბევრი პატარა საქმე, რომ საბოლოო ჯამში მთავარი მიზანი შედგეს. იმისათვის, რომ დარჩეთ მოტივირებული, წაახალისეთ საკუთარი თავი, წადით სასეირნოდ, უყურეთ ტელევიზორს ან გააკეთეთ ისეთი რამ, რაც სიამოვნებას მოგანიჭებთ. გაოგნდებით, თუ როგორ დაგეხმარებათ ასეთი მცირე მოტივაციები.