Skip to content

მოტივაციის როლი ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაში (ია მალაშხია)


საკმარისია თვალი გაახილო და რაღაც გამოძრავებს. ოღონდ არ იცი ეს რა ძალაა. ვიღაცას შეიძლება ეგონოს რომ მექანიკურად მოქმედებს, მაგრამ არა მგონია, რომ მხოლოდ ავტომატიზმს ექვემდებარებოდე…. სხვადასხვა მოტივები არსებობს, მაგალითად, ზამთარი- გაზაფხული, წარსული-სიკეთე. ეგიდებიც სხვადასხვა ჭრილსა და ფერებში განიხილება…

დღეს სამსახურში მოვედი ზეაღმატებული კუბში და მხვდება ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ პოკერში დიდი თანხა მოიგო, უცებ ასეთი აზრი გამიჩნდა ოღონდ ახლა არ მითხრას, რომ წავიდა და სათვალე და საათი იყიდა. აზრი არ იყო გაელვებული, ჰყვება თუ რა მაგარი საათი შეიძინა. რაღაც შევძრწუნდი დამთხვევის გამო, გაიარ-გამოიარა და გამოაცხადა, ყველა ქალი უყვარს ვინც კი არსებობს დედამიწაზე… არ ვაკრიტიკებ უბრალოდ ხმამაღლა ვფიქრობ…
დაუნებს არანაირი მოტივი არ გააჩნიათ, გარდა შენსმიერ დასახული დღის რეჟიმისა… აუტისტს რეჟიმიც არ შველის….

სიყვარულს სჭირდება ნეტავ მოტივაცია?

ამბობენ, რაღაც დემოტივირებული ვარო, იმ მოტივებს რაც ზოგიერთ ადამიანს აქვს, სჯობია დემოტივირებული იყო, გადაიფარო თავზე საბანი და დაიძინო….
მოტივირდები ალბათ იმ შემთხვევაში თუ რაღაც მიზანი გაქვს, მოტივაცია ალბათ მიზნამდე მიმავალი ხიდია… საკუთარ მოტივებში ეჭვი თუ შეგეპარა აი მაშინ იწყება დეპრესია…
საერთოდ თავი არ უნდა გაიმართლო საკუთარი მოტივების გამო. საერთოდ თავს სუსტი ადამიანები და დემოტივირებული ხალხი იმართლებს. ეგონოს ყველა ადამიანს, რომ მისი მიზანი ერთადერი ჭეშმარიტებაა, რა მოხდა?
დღის განმავლობაში რომ მოტივირებული იყო ალბათ მართლა უნდა გიყვარდეს სიცოცხლე, საკუთარი მიზანი, საკუთარი პოზიტიური აზრები, ირგვლივ მყოფი ადამიანები.

მოტივაცია არის სერიოზული ინტენცია… მოტივირებული ხარ მაშინ როდესაც სულ ერთი არ არის მოვლენები რაც შენს ირგვლივ ხდება, მაგრამ ძალიან დიპლომატიურად რეაგირებ და არა ისე როგორც გინდა…

შენი მოტივი უნდა გიყვარდეს აუცილებლად, თორემ ფულის შოვნა არანაირი მიზანი არ არის, პირიქით თუ საქმე, დღე რომელიც მოგეცა არ გიყვარს მაშინ ვერ ძლებ, უდისციპლინო ხდები, გეჩქარება, ვიღაც იძახის შიგნიდან ,,არ მინდა“ ,,არ მინდა“…
მოტივაცია არის შინაგანი ,,მინდა“ მოდი გვინდოდეს ყოველდღე და ვნახოთ რა გამოვა, მოდი შევიყვაროთ ჩვენივე როლი ჩვენს მოტივებში, მოდი გვიხაროდეს რომ როლი გვაკისრია….

შუა წერაში მივხვდი, რომ მოტივი ფერს აძლევს ყოველდღიურობას, მოტივი უდრის ფერს და ,,მინდას“….

ვიცხოვროთ ფერში მთელი დღის განმავლობაში, შეგიძლია გააფერადო ნებისმიერი მოვლენა, შედეგი, მიზანი არ უნდა იყოს მერკანტილური თორემ დაიკარგება ფერები. ყოველდდღიურობა ძალიან დიდი პასუხსიმგებლობაა და ფულის შოვნა ნამდვილად არ უნდა გახდეს…

ამბობენ, დრო რა სწრაფად გადისო…. მე ვიტყოდი, რომ კარგი მოტივები არ აქვთ და ფერები არ შეაქვთ ინტენსიურად, თორემ სინათლის სიჩქარის კოეფიციენტიც კი შეიცვლებოდა….

ადამიანს სინამდვილეში სჭირდება ამოცანა, ანუ მიზანი, ანუ მოტივი, ანუ ფერი. მოტივაცია გამსუბუქებს, გაყვარებს, გახარებს, გაფასებს, გზრდის, ალბათ წყალივით არის რომელსაც ყვავილებს უსხამენ ხოლმე. გათბობს, გამოძრავებს, სტრესს გიხსნის, ფერს გიცვლის, გაპროდუქტიულებს და გაკრეატიულებს…

ამ შეგრძნებების კულტივირება შესაძლებელია…. საერთოდ ხომ ადამიანს ყველაფრის კულტივირება შეუძლია, თვით პარანოიისაც კი…

მოტივი ხარ შენ….
ჭეშმარიტებაც ხარ შენ…
მასაც ხარ შენ….
ინდივიდიც ხარ შენ….
ღმერთის სახეც ხარ შენ….
უჯრედიც და უჯრაც ხარ შენ…
გახდი შენ!