Skip to content

მიშელ დე მონტენის ცხოვრებისეული გამონათქვამები

1. სხვას რომ ასწავლო, ამას უფრო მეტი ჭკუა სჭირდება, ვიდრე თვითონ რომ ისწავლო.

2. ბევრი რამ უნდა ისწავლო, რათა შეიგნო რომ ცოტა რამ იცი.

3. ცხოველებს დიდებული თავისებურება აქვთ – სიმხდალის გამო ლომი არ გახდება მეორე ლომის მონა.

4. შეუძლებელია პატიოსანი და გულწრფელი ეკამათოს რეგვენს.

5. თუ მართლაც არსებობს კარგი „ქორწინების ცნება“, ის აუცილებლად არა მხოლოდ სიყვარულს, არამედ მეგობრობას ეფუძნება.

6. დამცინავი დუმილი ყველაზე უფრო დამამცირებელი პასუხია.

7. სიბრძნის საუკეთესო დამამტკიცებელი საბუთია, მუდამ ხალისიანად ყოფნა.

8. საშიშროების უმრავლესობა სწორედ მაშინ გვაწყდება თავს, როცა მისგან გაუაზრებლად ცდილობთ გაქცევას.

9. კარგად მოწყობილი ტვინი უფრო მეტის ღირსია, ვიდრე კარგად ავსებული.

10. რატომ არის, რომ თავის ნაკლოვანებებს არავინ აღიარებს? ამიტომაცაა,რომ ნაკლოვანებები ახლაც რჩება მათში. საკუთარი სიზმრის მოსაყოლად გამოღვიძებაა საჭირო.