და თქვენც აუცილებლად უნდა იცოდეთ მათ შესახებ, თუ მტკიცედ გადაგიწყვეტიათ, რომ წარმატებას მიაღწიოთ ცხოვრებაში..
დამარცხება ეს უბრალოდ შესაძლებლობაა იმისა, რომ უფრო ჭკვიანურად დაიწყო თავიდან – ჰენრი ფორდი
15 წლის იყო, როდესაც მამამ მას ერთი უბრალო ჯიბის საათი აჩუქა. ამის შემდეგ დიდი ხანი არ გასულა, რომ ამ ბავშვს უკვე საათების უბადლო შემკეთებლად იცნობდნენ იმ საზოგადოებაში, რომელშიც იგი იზრდებოდა.
მის მამას უილიამ ფორდს სურდა, რომ მის შვილს ოჯახური ფერმისათვის მიეხედა. როდესაც ჰენრის დედა გარდაიცვალა უილიამ ფორდმა თავის შვილს უთხრა:
„დღეიდან შენ ჩემთან ერთად უნდა მიხედო ფერმას და გააკეთო ის საქმე,რასაც აქამდე დედაშენი აკეთებდა“.
თუმცა უილიამ ფორდი მწარედ ცდებოდა,რადგან მის მეოცნებე ბიჭს ბევრად უფრო დიადი მიზნები იზიდავდა, ვიდრე უბრალო ფერმერობა იყო.
,,მე ფერმა არასოდეს მყვარებია, ერთადერთი რაც მასში მიყვარდა ეს დედაჩემი იყო“ – უპასუხა ჰენრიმ მამას.
მებრძოლი სული
ჰენრის ცხოვრებაში უამრავი რთული გამოცდის ჩაბარება მოუწია. მრავალჯერ დამარცხდა თავისი დიდი მიზნისაკენ მიმავალ გზაზე, თუმცა უკან არასოდეს დაუხევია, რადგან ძალიან სწამდა, რომ ადამიანთა შესაძლებლობებს ზღვარი არ გააჩნდა.
„ყოველ ადამიანს ძალუძს, გააკეთოს იმაზე მეტი, ვიდრე თავად ფიქრობს, რომ შეუძლია“ – ჰენრი ფორდი.
მისი წარმატება
ჰენრი ფორდი უაღრესად წარმატებული ბიზნესმენი, გამომგონებელი და მენეჯერი იყო.
მან თავისი კარიერა უბრალოდ მექანიკოსად მუშაობით დაიწყო, თუმცა უდიდესი ნიჭისა და მიზანსწრაფულობის წყალობით თითქმის შეუძლებელი შეძლო და შექმნა საავტომობილი ბრენდი, რომელიც დღეს მის სახელს ატარებს.
დღეისათვის, ფორბსის მონაცემებით, ,,ფორდ მოტორს კომპანი“ს ყველა დროის წმინდა მოგება 190 მილიარდ დოლარს აჭარბებს,რაც რასაკვირველია გასაოცარი შედეგია.
მისი წარმატების საიდუმლო
„ერთად დადგომა ეს დასაწყისია, ერთმანეთის შენარჩუნება – პროგრესი, ერთად მუშაობა კი წარმატებას ნიშნავს“ – ჰენრი ფორდი.
იგი აფასებდა გუნდური მუშაობის პრინციპს, ძალიან დიდ პატივს სცემდა საკუთარ დაქირავებულებს და ალბათ, სწორედ ეს განაპირობებდა მისი ბიზნესის წარმატებას. ცხოვრებაში კი პრობლემები არ აშინებდა და მათში მხოლოდ საკუთარი პიროვნული ზრდის შესაძლებლობებს ხედავდა . . .
,,სკოლებში ვერ გასწავლიან, თუ როგორი იქნება სამყარო ხვალ“ –ამბობდა იგი.
მართლია. . . არც მისთვის უსწავლებიათ, თუ „როგორი იქნებოდა სამყარო ხვალ“, მაგრამ მისი წყალობით არის სამყარო ისეთი, როგორიც არის ის ,,დღეს“.