Skip to content

მე დავიბადე ლიდერად (გვანცა თუშიშვილი)

 ყველა ადამიანშია მზე, აცადეთ, ანათოს…… მე დავიბადე ლიდერად.
ყველაფერი იქიდან დაიწყო, როცა სუსხიანი დილის 5 საათზე დაიბადა ბავშვი.. 1995 წლის 21 მარტიდან 16 წელი გავიდა… 16 არაჩვეულებრივი წელი.. ის ,,ბავშვი” ნელ-ნელა იზრდებოდა.. გადიოდა წამები, წუთები… დღეები.. ვიზრდებოდი მე… 
 მშობლისათვის შვილი… კოსმოსისათვის ტყუპები… სარკისათვის საკუთარი თავი და საკუთარი თავისათვის წყალწაღებული პესიმისტი… მაგრამ ბოლოს მაინც ადამიანი, ღმერთის შექმნილი…
ყოველი ადამიანი მზეს ჰგავს… ერთადერთია, გამორჩეული… ადამიანსაც აქვს სხივები… სხივები ჩვენი უნარებია, ხასიათი, შესაძლებლობა… ასეა ჩემშიც.. შესაძლებლობა… ჩემს სხეულში ჩასახლდა მზე, მზე, რომელიც ანათებს…
  მე დავიბადე ლიდერად… მე, ადამიანი ვიბადები და შემდეგ… ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე ვვითარდები და ვრწმუნდები, რომ ვარ ლიდერი.
იბადები.. ამ დროს ყვავილს ჰგავხარ… დროსთან ერთად იზრდები, იფურჩქნები.. ლამაზდება შენი ყვავილი.. მოსწონხარ სხვებს.. ალამაზებ გარემოს.. ვინ იფიქრებს, რომ ეს ნაზი ყვავილი ლიდერია..  ვინმე თუ იფიქრებდა, რომ შეიძლებოდა, გალაქტიკაზე დაბადებულიყო ადამიანი, რომელიც შემდგომში ,,უგვირგვინო მეფე” გახდებოდა… ვინ იფიქრებდა…
ალბათ, ვერც ჩემი მშობლები იფიქრებდნენ.. ვერ იფიქრებდნენ, რომ სუსხიანი დილის 5 საათზე დაბადებული ”,,ბავშვი,, ლიდერი ვიქნებოდი.. მე ვარ ლიდერი.. იმ დღიდან გავხდი ლიდერი.. იმ დღიდან, რომლიდანაც ჩემი ცხოვრების ათვლა დაიწყო.. მაშინ, სულ თავიდან, ვიყავი ჩემი ოჯახის ,,ცენტრი,,.. ყველა ცდილობდა ჩემს სიამოვნებას, ყველა თავს დამტრიალებდა და მიფრთხილდებოდა და მე ჩემი ,,ცენტრიდან” ვმართავდი იმ სამყაროს, რომელსაც ჩემი ოჯახი ერქვა… გავიდა წლები და ის ,,ცენტრი,, სკოლაში გადავიდა.. ახლა უკვე სკოლაში გავხდი ,,მზე,,.. მერე იქნება უნივერსიტეტი, მერე კიდევ სხვა და ასე გაგრძელდება.. მე ვიქნები ლიდერი, რომელმაც იცის წარმატების ფორმულა: ,,თუ A წარმატებისთვის იღვწის, მაშინ ფორმულა ასეთი იქნება: A=X+Y+ძ; X _ მუშაობაა,   Y _ მოცალეობა,   ძ ნიშნავს ენაზე კბილის დაჭერას” (ა. აინშტაინი).
Aარავინ იცის, ვინ ვიქნები მომავალში მე… ახლა მე ვარ ბავშვი, ,,მზიანი” ბავშვი…მშობლისთვის შვილი…კოსმოსისთვის ტყუპები…
ყველა ადამიანშია მზე. აცადეთ, ანათოს.