Skip to content

მეხსიერების ექსპერტი – როგორ დავიმახსოვროთ სახელები და რიცხვები?

რონ ვაითი გახლავთ ამერიკის ორგზის ჩემპიონი მეხსიერებაში 2009 , 2010 წლებში. მას შეუძლია დაიმახსოვროს არეული კარტის თანმიმდევრობა 1 წუთსა და 27 წამში, მას ასევე შეუძლია 200 ადამიანის სახელის დამახსოვრება 15 წუთში. National Geographic-ი მას სუპერ გონების ადამიანად მოიხსენიებს, თუმცა თავად რონი ამბობს, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ ვარჯიშის შედეგია.
18 წლის ასაკში მას შემდეგ, რაც უნივერსიტეტში ჩაბარებისას დაბალი ქულები მიიღო გადაწყვიტა დასწრებოდა მეხსიერების გაუმჯობესების სემინარს და ამის შემდეგ დაიწყო ყველფერი.
“ იყო დრო, როცა დედას ვერ ვარწმუნებდი, რომ არ ვიყავი გონებაჩლუნგი, დღეს კი მიჭირს დავარწმუნო ხალხი, რომ მე ჩვეულებრივი გონება მაქვს“- ამბობს რონი. ახლა ის მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოგზაურობს, ახდენს თავსისი გონებრივი შესაძლებლობების დემონსტრირებას და ასევე ასწავლის სხვებს, როგორ დაიმახსოვრონ ადვილად სახელები და რიცხვები. რონ ვაითის თქმით, იმისთვის, რომ დავიმახსოვროთ უნდა მოვახდონოთ ადამიანის სახელის ასოცირება რაიმე სურათთან, მაგალითად თუ პიროვნებას ქვია ლიზა მის სახელს გონებაში უნდა დავუკავშიროთ მონალიზას სურათი და ასე შემდეგ. თუ ამას ერთი თვის განმავლობაში ყოველდღე გააკეთებ დაახლოებით 100 -150 სახელთან დაკავშირებული სურათის ბაზას შეიქმნი გონებში და ადვილად შეძლებ, თუნდაც ერთი თვის წინ გაცნობილი ადამინის სახელის გახსენებას. რიცხვების დამახსოვრებისას 0 დან 99- მდე ყველა რიცხვი უნდა დავაკაშიროთ, რომელიმე ადამიანთან და მის მახასიათებელთან. მაგალითად, 6 ნიშნა რიცვის დამახსოვრებისას : 254631 თუ 25 დავაკავშირებთ მადონას, 46 უნდა დავუკავშიროთ მოქმედებას, ანუ მის სიმღერას, 31 კი ობიეტს, მაგალითად სცენას. უფრო დაწვრილებით ამ საკითხებთან დაკავშორებით შეიტყობთ რონის პირადი ვებ- გვერდიდან 
გამომგზავნი/ავტორი: rcs.ge სასწავლო კვლევების ცენტრი