Skip to content

მერილ სტრიპის ცხოვრების წესები

მსახიობი, სოლსბერი, კონექტიკუტის შტატი

როდესაც ჩემი სურათი ჟურნალ „ტაიმსის“ გარეკანზე განათავსეს, საერთოდ არაფერი მიგრძვნია. მათ ხომ წელიწადში 52 ყდა აქვთ, რომელიც ვიღაცის სურათებით უნდა გაივსოს. მაგრამ, როდესაც იმავე ჟურნალის ყდაზე ჩემი მეზობლის სურათი ვნახე, რომელიც მომუშავე დედებზე დაბეჭდილი სტატიის გამო მოხვდა იქ, ისეთი შეგრძნება დამეუფლა, რომ ცნობილი ადამიანის მეზობელი ვიყავი.

მშობლები ბავშვობიდანვე მეუბნებოდნენ, რომ მშვენიერი ვიყავი, მაგრამ დეიდა ჯეინს მაშინ შევუყვარდი, როცა გავიზარდე. ის ამტკიცებდა, რომ ძალიან უშნო ბავშვი ვიყავი, ამასთანავე, მბრძანებლობა მიყვარდა.

როცა სკოლის მოსწავლე ვიყავი, ყოველ კვირა დღეს, სასწავლო კვირის დაწყებამდე,  5 დღის ტანსაცმელს წინასწარ ვამზადებდი, ისე, რომ არაფერი გამეორებულიყო. პათოლოგიას გავს, მაგრამ ზუსტად ასე ვიქცეოდი.

მამაჩემი ბარბარა სტრეიზანდის ფირფიტებს აგროვებდა. როცა 16 წლის ვიყავი, სკოლიდან დაბრუნებული, ვაყენებდი ფირფიტას და სტრეიზანდთან ერთად ვმღეროდი. ვიცოდი მისი ყველა სიმღერა, ყოველი ჩასუნთქვა და ამოსუნთქვა, ყოველი ელიზია.

პატარა გოგონებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ გამოიყურებიან, ასევეა ქალებისთვის, რომლებიც ფილმის გადაღებებში იღებენ მონაწილეობას.

ახალგაზრდობაში, მანქანაში ერთ იდიოტთან ერთად აღმოვჩნდი, რომელიც მანქანას 120 მილი საათში სიჩქარით მიაქანებდა. შემეძლო, მეთქვა: ჰეი, ჯერომ, გაჩერდი, მეშინია… მაგრამ ხმა არ ამომიღია. ხშირად, ცხოვრებაშიც ასე ხდება: სიკვდილამდე გეშინია, მაგრამ ჩუმად ხარ.

ხან მომწონს მზარეულობა, ხან – არა. ხდება-ხოლმე, რომ ვიწყებ მომზადებას, მერე კი, ყველაფერს უნიტაზში ჩავრეცხავ, სიტყვებით: ,,დღეს პიცა გვაქვს“.

არც ისე იშვიათია მომენტები, როცა ბედნიერი არ ვარ, მაგრამ საზოგადოებაში და ჟურნალისტების წინ ყოველთვის ბედნიერად გამოვიყურები. ხანდახან ძალიან ბუზღუნა ვარ.  შეგიძლიათ, ჩემს ქმარს ჰკითხოთ.

ჩემი მეუღლის მსგავსად, მეც სოფი ლორენის თაყვანისმცემელი ვარ. მაგრამ, მას შემდეგ, რაც მან ზღვიდან ამომავალი სოფი ლორენი დაინახა, ჯერ კიდევ ვერ მოეგო გონს.

არ მყავს საყვარელი რეჟისორი, ისევე როგორც, არ მაქვს საყვარელი ფერი ან კერძი. ყველაფერი მომწონს.

ძალიან მინდა, რომ ოდესმე, მარტინ სკორსეზეს ქალი პერსონაჟის როლი დასჭირდეს. მაგრამ, ვფიქრობ, ჩემს სიკვდილამდე ეს არ მოხდება.

არის მაინც რაღაც, რაც სახელგანთქმულობაში მომწონს. მაგალითად, ნიუ-იორკი ერთ პატარა ქალაქს გავს, რადგან აქ ყველა გიღიმის.

როდესაც ჩემი სურათი ჟურნალ „ტაიმსის“ გარეკანზე განათავსეს, საერთოდ არაფერი მიგრძვნია. მათ ხომ წელიწადში 52 ყდა აქვთ, რომელიც ვიღაცის სურათებით უნდა გაივსოს. მაგრამ, როდესაც იმავე ჟურნალის ყდაზე ჩემი მეზობლის სურათი ვნახე, რომელიც მომუშავე დედებზე დაბეჭდილი სტატიის გამო მოხვდა იქ, ისეთი შეგრძნება დამეუფლა, რომ ცნობილი ადამიანის მეზობელი ვიყავი.

არასოდეს მიყიდია ბილეთი საკუთარ ფილმზე. ეს ხომ ძალიან სახიფათოა. რა მოხდება, თუ მაყურებელი სერიოზული სცენის დროს სიცილს დაიწყებს? ან თუკი მათ ჩაეძინებათ და ხვრინვას ამოუშვებენ სასაცილო მომენტისას?

როცა 40 წლის ვიყავი, ერთდროულად, 3 შემოთავაზება მივიღე ჯადოქრის როლის შესასრულებლად.

უზომოდ ზარმაცი ვარ, მაგრამ როცა სამუშაო მაქვს, საკუთარი თავი ხელში ამყავს, რადგან ძალიან მეშინია კრახის. მოკლედ, ყოველივე შიშის გამო ხდება.

ცოტა ხნის წინ, ტელევიზორში ვუდი ალენის ,,მანჰეტენს“ ვუყურე და გამახსენდა, როგორი მახინჯი მეჩვენებოდა საკუთარი თავი – მსუქანი, გიგანტური ცხვირით. მინდოდა, გამხდარი ვყოფილიყავი, როგორიც ჟურნალის ყდაზე გამოსახული მოდელები არიან, მაგრამ რაღაც მომენტში მივხვდი, რომ  ეს არ მოხდებოდა და შევეგუე.

საოცარია: 60-ს გადავაბიჯე და რომანტიკულ როლებს ვასრულებ რომანტიკულ კომედიებში. ბეტ დევისი, ალბათ, სამარეში ტრიალებს.

ჭიქა ღვინო ის არის, რაც ყოველთვის მეხმარება.

გულახდილად რომ ვთქვა, როცა სხვადასხვა ინტერვიუს ვკითხულობ, გულის სიღრმეში ვიმედოვნებ, რომ რესპოდენტი იდიოტად გამოიყვანს თავს.

მგონია, რომ ოფისში მუშაობას შევძლებდი, რადგან მომწონს რუტინა, დილით ყველასთვის „დილა მშვიდობისას“ თქმა, მაგიდასთან ყავის სმა.

ტვინი თუ გაქვთ, უნდა გამოიყენოთ.

გაცილებით სასიამოვნოა, როცა ადამიანები გეუბნებიან, რომ ცხოვრებაში უკეთესად გამოიყურები, ვიდრე ფილმში და არა – პირიქით.

როცა მუშაობ, არ უნდა გეშინოდეს, თორემ არაფერი გამოვა.

სიყვარული, სექსი და საკვები – აი, ის, რაც ნამდვილ ბედნიერებას გვანიჭებს. ყველაფერი ძალიან მარტივია.

ვერ ვიტან, სურათებს რომ მიღებენ.

უზომოდ მადლიერი ვარ ღმერთის, რომ დღემდე ცოცხალი ვარ. ბევრი ჩემი მეგობარი ავად არის, ბევრიც გარდაიცვალა, მე კი, ჯერ კიდევ აქ ვარ. არაფერი მაქვს საწუწუნო.

და მაინც, ძალიან გრძელი ცხვირი მაქვს.