Skip to content

მერაბ კოსტავას აზრები!

„რომ შემეკითხონ, თუ ვინ უნდა გიყვარდეს უფრო მეტად, ღმერთი თუ მოყვასი, ვუპასუხებ, რომ ეს ორი რამ არ არის ურთიერთისგან განვითარებული, რადგან ღმერთი განკაცებით მოყვასად იქცა, ხოლო კაცური საწყისის, ანუ იესოს უკვდავყოფით, კი მან ღმერთად აქცია მოყვასი“.

„ქართული ენა იყო და მუდამ იქნება ეროვნულობისა და სახელმწიფოებრიობის ცოცხალი სიმბოლო, ერის სულიერი ცხოვრებისა და პრაქტიკული საქმიანობის მასულდგმულებელი“.

„თუ ოდესმე რამეს ვუხსნივართ, ისევ სიყვარულის ძალას და მომავალშიც იგი იქნება ჩვენი სიმაგრე. ქართველმა ხალხმა იცის,რომ სულის სიყვარულის ძალასთან ერთად, სულის უკვდავების იდეაც მუდამ დარჩება ქართველი ხალხის ქვაკუთხედურ იდეად“.

„იშვიათად შეგხვდება კაცი ესოდენ მცირე ტერიტორიაზე, ისეთ მრავალფეროვნებას სიმღერებისას, როგორსაც საქართველოში, უფრო მეტიც, ევროპის ცალკეული ქვეყნების სიმღერებს შორისაც კი არ მოიპოვება“.

„ქრისტიანობა გაცილებით მეტია, ვიდრე მხოლოდ რელიგია, უპირველეს ყოვლისა იგია ადამიანისადმი,მოყვასისადმი უსასყიდლო სიყვარული. ამიტომაცაა იგი ჰუმანისტური კულტურის ერთადერთი მასაზრდოებელი წყარო“.

„შენ თუნდაც უარყო გონებით ადამიანის სულის უკვდავება, მაგრამ თუ მოყვასისადმი თავის გაწირვა ძალგიძს, თუკი სიმხდალის ან სამარცხვინო საქციელის გამოვლინებას სიკვდილი გირჩევნია, უფრო ახლოს დგახარ სულის მარადიულობის, უკვდავების გაგებასთან, ვიდრე ის, ვინც ამ იდეას გონებით აღიარებს, მაგრამ არ ძალუძს ზემოთქმულის განხორციელება“.

მოამზადა მარიამ ნებიერიძემ