რამდენი ჩვენგანი ელოდება ბედნიერებას მომავალ დროში?! რამდენი ჩვენგანის შორეული მიზანია ბედნიერება?!
ველით, როდის დავასრულებთ სკოლას და ჩავაბარებთ უნივერსიტეტში, შემდგომ როდის დავიწყებთ სამსახურს, როდის დაგვაწინაურებენ, რომ გამოჩნდება „ის“ და ვარწმუნებთ საკუთარ თავს, რომ ყოველივე საუკეთესოს გვიმზადებს ხვალინდელი დღე. ხშირად გვიფიქრია, ბედნიერი ვიქნები ოღონდაც ეს პროექტი დამასრულებინა, სამსახური დამაწყებინა, მაყიდინა ჩემი ოცნების მანქანა, ამასრულებინა ოღონდაც ეს ნატვრა!
სამწუხაროდ, ჩვენი ეს ხედვა ცხოვრებისადმი შეიძლება ნაკლებად იყოს გამართლებული, რადგან ყოველთვის გვენდომება უფრო მეტი, ყოველთვის დავიწყებთ ისევ სხვაგან ბედნიერების ძიებას და ვერასდროს მივალთ ასე მასთან იმდენად ახლოს. ვინც აბარებს უნივერსიტეტში, იწყებს ღელვას გამოცდებზე ან ნახევარგანაკვეთიან სამსახურზე; ვამთავრებთ უნივერსიტეტს და ვპოვლობთ სამსახურს, ვღელავთ შემცირებულ დროზე; შეგვეძინება შვილი, იწყება უძილო ღამეები და რა თქმა ფიქრი შვილის მომავალზე! ხომ შეიძლებოდა უკეთესად ყოფილიყო ყველაფერი?! უკეთესი ყოფილიყო სწავლებაც, ცხოვრებაც, გართობაც, ის მეორე ნახევარიც და ჩვენი მიღწევებიც?! მე, რომ ეს გამეკეთებინა…მე, რომ დროში დამაბრუნა, მე რომ მქონდეს უკეთესი მანქანა, უკეთესი სახლი და გადის ასე ცხოვრება და იმის დარდში თუ რა არ გვაქვს, გვავიწყდება რამდენი რამე გვაქვს, ახლა და ამ წამს! გვავიწყდება, რომ ბედნიერება არაა წარსულში და არც მომავალში, არამედ ამჟამინდელ დროშია!
ბავშვების თამაშისთვის გიდევნებიათ თვალი? ჩვენგან განსხვავებით, ისინი ნამდვილად არიან აწმყოში. ჩართულნი სრულად მოქმედების პროცესში და არა მომავალზე ან წარსულზე ფიქრში. ბავშვები არ დებენ ლამაზ მოგონებებს ხვალისთვის, არამედ ყველაფერს აკეთებენ თავის ბედნიერებისთვის მომენტალურად!
ნუ იქნება ბედნიერება დაგეგმილი ცხოვრების მიზანი, რადგან ცხოვრება თავად ბედნიერებაა! ბედნიერებას არ აქვს ხვალინდელი დღე ან განსაზღვრული მომენტი, ის არის აქ, ახლა და ამჟამად!
„There is no way to happiness: happiness is the way!“
გისურვებთ ბედნიერებას!