Skip to content

იღბალი გეპოვნოთ!

ახლა კიდევ ერთხელ ჩავუფიქრდი, რა არის იღბალი? ვის უფრო წყალობს ბედი ან ვინ არის შედარებით უიღბლო… ყველაფერი მაინც ჩვენი განწყობის შედეგია.
გარემოებათა თანხვდენაც ხომ ნაფიქრალ–ნამოქმედართან ერთგვარ შერწყმის პროცესს წარმოადგენს. თუნდაც ამ წუთას, რატომ მომინდა ამ თემაზე დამეწერა?! ეს ალბათ საკუთარი თავის გამხნევებაა, სხვათა დაიმედება და უფრო მეტად, თვითრწმენის გამყარება. რაც მეტს შემოვუძახებთ ერთამენთს, რომ სიხარული სიცოცხლეშია, მით უფრო გავიხარებთ ცხოვრებით.
იღბალი არ დადის გზა აბნეული მგზავრივით და არასდროს სტუმრობს ეჭვნარევი ფიქრებით შეპყრობილ ადამიანებს. იღბალს ჩვენ თავადვე ვქმნით ჩვენი დადებითი განწყობით, ჩვენი შესაძლებლობითა და სურვილით, რომ ვიყოთ იღბლიანი.
ვისარგებლოთ ყოველდღიურად მონიჭებული ბედნიერებით და ყოველ წუთს შევძინოთ რაიმე საუკეთესო, რისი გაკეთებაც მოცემულ მომენტში შეგვიძლია.
ჩვენი ბედი ჩვენს ხელთაა. ოღონდ ხელის განძრევა არ უნდა დაგვეზაროს. თვალის გახელაც და ყურის დაგდებაც უნდა გვახსოვდეს, რადგან ყოველი შესაძლებლობა სასიკეთო ცვლილებისთვის გამოვიყენოთ.
დროა ვისწავლოთ საკუთარი ბედისწერის შექმნა ჩვენი დადებითი აზრებით. ვისთვისაც ეს უბრალო მოწოდებაა, იჯდეს და ელოდოს, როდის გაუღიმებს ფორტუნა.
მე ვამჯობინებ, ისევ დავწერო და წავიკითხო თუნდაც ერთი სასარგებლო ფრაზა, როგორ ვიცხოვრო ლაღად. და რაც მთავარია, გავაკეთო თუნდაც ერთი კარგი საქმე – გავაჩუქო პოზიტივი. უკვე ვიპოვნე, რაც არის იღბალი.
ავტორი: მაკო ჯაოშვილი