Skip to content

ის, რასაც ლექტორი არ გეტყვით: ინტერვიუ მეწარმესთან

რესპოდენტი: ჯონ მაკი
ინტერვიუერი: ტომ პალმერი

4motivi.com გთავაზობთ ეკონომიკის მკვლევარ  გივი კუპატაძის მიერ თარგმნილ და რედაქტირებულ,  ოქსფორდის უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორ ტომ პალმერის ინტერვიუს მილიარდელ  მეწარმე ჯონ მაკისთან, რომელიც წარმოადგენს ერთ-ერთ თავს წიგნიდან: „კაპიტალიზმის მორალურობა“.  

ამ ინტერვიუში მეწარმე და „ჰოულ ფუდ“ -ის (Whole Food) დამფუძნებელი ჯონ მაკი წარმოგვიდგენს თავის ფილოსოფიას „შეგნებულიკაპიტალიზმის“ (conscious capitalism) შესახებ და გვიზიარებს მოსაზრებებს ადამიანის ბუნებაზე, მოტივაციაზე, ბიზნესის ბუნებასა და განსხვავებაზე თავისუფალი ბაზრის კაპიტალიზმსა და „ქრონიკულ კაპიტალიზმს“ შორის.



ჯონ მაკიმ „ჰოულ ფუდ“ მარკეტი დააფუძნა 1980 წელს. იგი გახდა ლიდერი ჯანსაღი საკვების მხარდაჭერაში, ცხოველების მიმართ ეთიკური დამოკიდებულების დაცვასა და ბიზნესის საზოგადოებრივ ცხოვრებაში პოზიტიური ჩართულობის წახალისების თვალსაზრისით. ის არის „შეგნებული კაპიტალიზმის ინსტიტუტის“ მეურვე.


ტომ პალმერი: ჯონ, თქვენ წარმოადგენთ იშვიათობას მსოფლიო ბიზნესში: მეწარმე, რომელსაც არ ეშინია დაიცვას კაპიტალიზმის მორალურობა. თქვენ ასევე ცნობილი ხართ ფრაზით, რომ პირადი ინტერესი არ არის საკმარისი კაპიტალიზმისათვის. რას გულისხმობთ ამ ფრაზაში?

ჯონ მაკი: ყველაფერი პირად ინტერესს რომ მიაკუთვნო ეს ნიშნავს ადამიანის ბუნების არასრულყოფილ თეორიაზე დაყრდნობას. ეს  მახსენებს კოლეჯის დროინდელ დებატებს, როდესაც ცდილობენ დაგიმტკიცონ, რომ ყველაფერი რასაც აკეთებთ ლოგიკურად გამოდის თქვენი პირადი ინტერესებიდან, თუ არადა არ გააკეთებთ. ეს პოზიცია არის შეუვალი და საბოლოოდ გაუგებარობა, რადგან იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც რაიმე გააკეთეთ, რაც თქვენს პირად ინტერესებში არ შედიოდა, მაინც გეტყვიან, რომ იგი თქვენს პირად ინტერესებში შედიოდა, წინააღმდეგ 


ტომ პალმერი


შემთხვევაში მას არ გააკეთებდით. ასე რომ, ეს არის ცირკულარული არგუმენტი.

ტომ პალმერი: რას გულისხმობთ, როდესაც ამბობთ რომ სხვა მოტივაციები პირად ინტერესების გარდა, მნიშვნელოვანია კაპიტალიზმისათვის?
ჯონ მაკი: უბრალოდ არ მომწონს ეს შეკითხვა, რადგან ადამიანებს აქვთ პირადი ინტერესის განსხვავებული განმარტებები და თვქენ ხშირად ასრულებთ საუბარს, როდესაც ერთმანეთში ამ საკითხზე ლაპარაკობთ მხოლოდ „პირადი ინტერესების“ ხსენებით. სწორედ ამიტომ ვახსენე სოფომორული სახის 


დისკუსიები, რომელიც კოლეჯში გაქვთ იმაზე, რომ ყველა მოქმედება პირადი ინტერესებიდან გამომდინარეობს. ვფიქრობ, რომ ადამიანიკომპლექსური არსებაა და ჩვენ გვაქვს სხვადასხვა მოტივაციები, რომლებიდანაც პირადი ინტერესი არის ერთი, მაგრამ არა ერთადერთი. ჩვენ მოტივირებულები ვართ სხვადასხვა რამეებით, რომლებიც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება მხოლოდ პირადი ინტერესით. ვფიქრობ, რომ როგორღაც ლიბერტარიანულმა მოძრაობამ – შესაძლებელია აინ რანდისა და სხვა ეკონომისტების შესაბამისი ზეგავლენის შედეგად – მიიღო იდეოლოგიურად 

მკვლევარი: გივი კუპატაძე



მკვდარი მიზნის სახე, რომელიც ვერ ამართლებს ბიზნესს, კაპიტალიზმს ან ადამიანურ ბუნებას.

დრო ჩვენს ცხოვრებაში, როდესაც ყველაზე მეტად ვართ შეპყრობილი პირადი ინტერესით არის მაშინ, როდესაც ახალგაზრდები ან ემოციურად დაუმწიფებლები ვიმყოფებით. ბავშვებისა და მოზარდების უმრავლესობა ძირითადად ნარცისტული და პირადი ინტერესებითაა განმსჭვალულია. როგორც კი გავიზრდებით, მაშინვე ვიძენთ ემპათიისა და თანაგრძნობის უნარს, ვხდებით უფრო მოსიყვარულეები და ვივსებით ადამიანური ემოციებით. ხშირად არასწორი დიქოტომიაა განვითარებული პირად ინტერესსა და ალტრუიზმს შორის. ეს ჩემთვის არასწორი დიქოტომიაა, რადგან რეალურად ჩვენ ორივე ვართ. ჩვენ ვართ საკუთარი თავით დაინტერესებულნი, მაგრამ არამატო საკუთარი თავით დაინტერესებულნი. ჩვენ ასევე ვზრუნავთ სხვა ადამიანებზე. ვზრუნავთ საკუთარი ოჯახის წევრების კეთილდღეობაზე. ვზრუნავთ იმ საზოგადოებაზე, სადაც ვცხოვრობთ. ასევე შეგვიძლია ვიზრუნოთ ცხოველებსა და გარემოზე. ჩვენ გვაქვს იდეალები, რომლების გამოც ვცდილობთ მსოფლიო ვაქციოთ უკეთეს ადგილად. პირდაპირი განმარტებით კი ჩანს, რომ ისინი ეწინააღმდეგებიან პირადი ინტერესის იდეას, რადგან ყველაფერი, რაზეც ზრუნავთ და გსურთ რომ გააკეთოთ, ცირკულარული არგუმენტის მიხედვით, პირადი ინტერესებიდან გამომდინარეობს.
ამიტომ არ ვფიქრობ, რომ პირადი ინტერესი არის საკმარისი. არ ვფიქრობ, რომ ყოველ მოქმედებას თუ „პირადი ინტერესის“ ლოგიკას დავუდებთ საფუძვლად, მივიღებთ ადამიანური ბუნების სწორ თეორიას. მივიჩნევ, რომ კაპიტალიზმმა და ბიზნესმა სრულად უნდა გამოხატოს ადამიანური ბუნების კომპლექსურობა. ასევე ვფიქრობ, რომ ის დიდ ზიანს აყენებს კაპიტალიზმისა და ბიზნესის „ბრენდს“, რადგან იგი საშუალებას აძლევს კაპიტალიზმისა და ბიზნესის მტრებს, რომ წარმოაჩინონ ისინი, როგორც ხარბი და ექსპლოატატორული. ეს ყველაფერი კი ძალიან მაწუხებს ტომ, რადგან კაპიტალიზმი და ბიზნესი არის სიკეთეების ძალიან დიდი რესურსები მსოფლიოში. თითქმის უკანასკნელი სამასი წელია, რაც კაპიტალიზმი და ბიზნესი თავის სარგებლიანობას ასაბუთებს, მაგრამ მიუხედავად ამისა, მათ(კაპიტალიზმმა და მეწარმეობამ)ჯერ კიდევ ვერ მიიღესიმ უზარმაზარი ღირებულების შესაფერისი პატივი, რაც მათი საშუალებით შეიქმნა.
ტომ პალმერი:პირადი ინტერესის დაკმაყოფილებისა და მოგების გარდა რას აკეთებს ბიზნესი?

<<–––ჯონ მაკი: მთლიანობაში რომ ვთქვათ, წარმატებული ბიზნესი ქმნის ღირებულებას. კაპიტალიზმის სილამაზე იმაში მდგომარეობს, რომ იგი დაფუძნებულია ნებაყოფლობით გაცვლასა და საერთო სარგებლიანობაზე. თუ ავიღებთ მაგალითად „ჰოულ ფუდ მარკეტს“: ჩვენ ვქმნით ღირებულებას მომხმარებლებისათვის, მათთვის საქონლისა და მომსახურების მიწოდების გზით. არავინ აიძულებთ მათ, რომ იყიდონ ჩვენთან. უბრალოდ მომხმარებლები მიიჩნევენ, რომ ჩვენთან თანამშრომლობა შედის თავიანთ ინტრესში. ასე რომ, ჩვენ ვქმნით ღირებულებას მათთვის. ჩვენ ვქმნით ღირებულებას იმ ადამიანებისათვის, რომლებიც ჩვენთან მუშაობენ: ჩვენი გუნდის წევრებისათვის. არცერთი მათგანი არ არის მონა. ისინი იმიტომ მუშაობენ ჩვენთან, რომ ფიქრობენ იმ სამუშაოს ასრულებენ, რაც მათ სურთ. ხელფასი აკმაყოფილებთ მათ. ისინი ღებულობენ სხვადასხვა სარგებელს „ჰოულ ფუდ მარკეტიდან“, როგორც ფსიქოლოგიურს, ასევე მონეტარულს. ასე რომ, ჩვენ ვქმნით ღირებულებას მათთვის. ჩვენ ვქმნით ღირებულებას ინვესტორებისათვის, რადგან ჩვენი საბაზრო ღირებულება 10 მილიარდზე მეტია, რომელიც დასაწყისში ნულს შეადგენდა. ასე რომ, ინვესტორებისათვის ჩვენ შევქმენით 10 მილიარდზე მეტი ღირებულება 30 წელზე ცოტათი მეტი დროის განმავლობაში. არცერთი აქციონერი არ ფლობს ჩვენს აქციებს ძალდატანებით. მათ თავიანთი სურვილით იყიდეს აქციები, რადგან ფიქრობენ, რომ ჩვენ ვქმნით ღირებულებას. ღირებულებას ვქმნით მომწოდებლებისათვის, რომლებიც ჩვენთან ვაჭრობენ. მე ვაკვირდები მათ და ვხედავ როგორ იზრდება მათი ბიზნესი, ვხედავ როგორ აღწევენ ისინი წარმატებას და ეს ყველაფერი გრძელდება ნებაყოფილობითი თანამშრომლობის გზით. ისინი ეხმარებიან „ჰოულ ფუდ მარკეტს,“ რომ მივაღწიოთ უფრო დიდ წარმატებებს და „ჰოულ ფუდ მარკეტი“ ეხმარება მათ უკეთესად ფუნქციონირებაში.

ტომ პალმერი:თქვენ უწოდეთ საკუთარ ფილოსოფიას „შეგნებული კაპიტალიზმი“, რას გულისხმობთ მასში?
ჯონ მაკი: ჩვენ ვიყენებთ ამ ტერმინს იმიტომ, რომ განვასხვავოთ იგი სხვა ყველა ბუნდოვანი ტერმინისაგან, რომლებიც ერთიანდებიან კაპიტალიზმის ირგვლივ, მაგალითად, „კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობა“ ან ბილ გეითსის „კრეატიული კაპიტალიზმი“ ან „მდგრადი კაპიტალიზმი“. ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო განმარტება „შეგნებული კაპიტალიზმის“, რომელიც ეფუძნება ოთხ პრინციპს.
პირველი პრინციპი არის ის, რომ ბიზნესს აქვს პოტენციალი ქონდეს მაღალი დანიშნულება, რომელიც, რა თქმა უნდა, მოიცავს ფულის შოვნას, მაგრამ არ შემოიფარგლება მხოლოდ მოგების მიღების სურვილით. ასე რომ, ყველა ბიზნესს აქვს პოტენციალი ჰქონდეს მაღალი დანიშნულება. თუ დავფიქრდებით ამ საკითხზე, ვნახავთ, რომ ყველა პროფესია ჩვენს საზოგადოებაში მოტივირებულია დანიშნულებით, რომელიც, რა თქმა უნდა, არაა შემოსაზღვრული მხოლოდ მოგების მიღების სურვილით. ექიმები არიან ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ხალხი ჩვენს საზოგადოებაში და მათ აქვთ დანიშნულება – განკურნონ ადამიანები – რაც წარმოადგენს პროფესიულ ეთიკას, რომელსაც ასწავლიან სამედიცინო სასწავლებლებში. ვერ ვიტყვით, რომ არცერთი ექიმი არ არის ხარბი, მაგრამ იმ ექიმების უმრავლესობა, რომელსაც მე ვიცნობ ძალიან ზრუნავენ ადამიანებზე და ცდილობენ განკურნონ ისინი, როდესაც ავად არიან. მასწავლებლები ცდილობენ ადამიანების განათლებას, არქიტექტორები აკეთებენ შენობების დიზაინს, იურისტები (თუ მოახდენ იურისტების შესახებ ყველა ხუმრობის გაიგივებას) ცდილობენ მხარი დაუჭირონ სამართლიანობასა და პატიოსნებას. ყველა პროფესიას აქვს მოგების მიღების გარდა სხვა დანიშნულება და გამონაკლისი არც ბიზნესია. „ჰოულ ფუდი“ არის სასურსათო მაღაზია, ასე რომ, ჩვენ ვყიდით მაღალი ხარისხის ნატურალურ და ორგანულ პროდუქტს ადამიანებისათვის და ვეხმარებით მათ, რომ იცხოვრონ ჯანმრთელად და ხანგრძლივად.
ტომ პალმერი:რა არის მეორე პრინციპი?
ჯონ მაკი: მეორე პრინციპი ეს დაინტერესებული მხარეების პრინციპია, რომელიც მე ზემოთ დავიმოწმე და რაც გულისხმობს, რომ მეწარმემ უნდა იფიქროს ყველა იმ დაინტერესებულ მხარეზე, რომლისათვისაც ბიზნესი ქმნის ღირებულებას და რომლებსაც შეუძლიათ ზეგავლენა მოახდინოს ბიზნესზე. მეწარმემ უნდა იფიქროს თავისი ბიზნესის კომპლექსურობაზე და იმ დაინტერესებული პირების ურთიერთდამოკიდებულებაზე, რომლებისთვისაც იქმნება ღირებულება: მომხმარებლები, დაქირავებულები, მომწოდებლები, ინვესტორები და საზოგადოება.
მესამე პრინციპი არის ის, რომ ბიზნეს სჭირდება ეთიკურად მაღალ საფეხურზე მდგომი ლიდერები, რომლებიც ბიზნესის დანიშნულებას დააყენებენ პირველ ადგილზე. ისინი ცდილობენ ემსახურონ ამ დანიშნულებასა და მისდიონ დაინტერესებული მხარების პრინციპს. ასე რომ, ისინი უნდა მიყვნენ ბიზნესის ენას.
„შეგნებული კაპიტალიზმის“ მეოთხე პრინციპი არის ის, რომ მეწარმემ უნდა შექმნას კულტურა, რომელიც ხელს შეუწყობს ბიზნესის დანიშნულებას, დაინტერესებული მხარეებისა და ლიდერობის პრინციპებს. ასე რომ, ეს პრინციპები შეესაბამება ერთმანეთს.
ტომ პალმერი:ეს პრინციპები ახდენს თქვენს მოტივირებას, როდესაც დილით იღვიძებთ? თქვენ ამბობთ, რომ „დღეს მე ვაპირებ დამატებითი დოლარის მოპოვებას“ თუ „მე ვაპირებ, რომ ვიყო მართალი ჩემს ძირითად პრინციპებთან მიმართებაში.“?
ჯონ მაკი: ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით ცოტა უცნაურ სიტუაციაში ვარ, რადგან ბოლო ხუთი წლის განმავლობაში „ჰოულ ფუდიდან“ ხელფასის ან ბონუსის სახით არ ამიღია არაფერი. შემოსავალი საფონდო ოფციებიდან, რომლებიც ჩემს სახელთანაა დაკავშირებული მიემართება „ჰოულ პლანეტ ფაუნდეიშენისაკენ“ (The Whole Planet Foundation), რომ გასცეს მიკრო სესხები ღარიბი ადამიანებისათვის მთელ მსოფლიოში.ძალიან მოტივირებული ვარ „ჰოულ ფუდის“ დანიშნულებით და არა იმით, თუ რამდენი ფული შემიძლია ვიშოვო მისგან კომპენსაციის სახით. მჯერა, რომ პირადად მე მაქვს იმაზე მეტი შემოსავალი აქციებიდან, რომელსაც ჯერ კიდევ ვფლობ კომპანიაში, ვიდრე მჭირდება.
ტომ პალმერი: ისევ ჩაგეკითხებით, როგორ განმარტავთ თქვენი ბიზნესის დანიშნულებას?
ჯონ მაკი: „ჰოულ ფუდის“ დანიშნულება არის … რომ გვქონდეს უფრო მეტი დრო ცოტა დაწვრილებიტაც შეიძლებოდა „ჰოულ ფუდის“ დანიშნულებაზე საუბარი. მე მქონდა შეხვედრა ჩვენი კომპანიის ლიდერებთან ორი კვირის წინ. რაც შემიძლია ვთქვა დაახლოებით ერთ წუთში არის ის, რომ ჩვენი კომპანია გაერთიანებულია შვიდი ძირითადი პრინციპის ირგვლივ. პირველი პრინციპია ჩვენი მომხმარებლების დაკმაყოფილება და აღტაცებაში მოყვანა. მეორე პრინციპია გუნდის წევრების ბედნიერება და პროფესიონალიზმი. (სხვათა შორის ეს პრინციპები საჯაროა და მისი ნახვა შეიძლება ჩვენს ვებ-გვერდზე:http://www.wholefoodsmarket.com/values/corevalues.php) მესამე პრინციპია სიმდიდრის შექმნა მოგებისა და ზრდის საშუალებით. მეოთხე პრინციპია კარგ მოქალაქედ ყოფნა იმ საზოგადოებაში, სადაც ვაკეთებთ ბიზნესს. მეხუთე პრინციპი გულისხმობს ბიზნესის გაკეთებას გარემოს დაცვის მიმართ ჰარმონიულობაში. მეექვსე პრინციპი გულისხმობს, რომ ჩვენ აღვიქვავთ მომწოდებლებს, როგორც პარტნიორებს და ვცდილობთ ჩამოვაყალიბოთ მათთან მოგება-მოგებაზე ურთიერთობა. მეშვიდე პრინციპის მიხედვით, ჩვენ ვცდილობთ მოვახდინოთ ყველა დაინტერესებული მხარის განათლება ჯანსაღ ცხოვრების სტილთან და ჯანსაღ კვებასთან დაკავშირებით. ასე რომ, ჩვენი ბიზნესის მთავარი დანიშნულებები არის ამ ძირითადი ღირებულებების გაფართოება. მათ შორისაა: ამერიკის განკურნება ჩვენი ერის სიმსუქნისა და ავადმყოფობებისაგან. ჩვენ ვიცავთ საშინელ დიეტებს, და ვკვდებით გულის დაავადებებით, კიბოთი და დიაბეტით. ყველა მათგანი არის ცხოვრების სტილის დაავადებები, რომელთა უმრავლესობის თავიდან აცილება შესაძლებელია და რომლებიც შექცევადები არიან. ასე რომ, ეს არის ჩვენი ბიზნესის ერთ-ერთი მთავარი დანიშნულება. ჩვენი გვაქვს მთავარი დანიშნულება სოფლის მეურნეობასთან მიმართებაში, რომლის მიხედვითაც ვცდილობთ, რომ სოფლის მეურნეობის სისტემა გავხადოთმდგრადი და ამავე დროს უფრო პროდუქტიული.
მესამე მთავარი დანიშნულება დაკავშირებულია „ჰოულ ფუდ ფაუნდეიშენთან“, რომელიც მუშაობს გრამინ ტრასტთან და სხვა მიკრო საფინანსო ორგანიზაციებთან (რედაქტორის შენიშნვნა: გრამინ ბანკი და გრამინ ტრასტი ხელს უწყობს მცირე სესხების განვითარებას ღარიბ ქვეყნებში, განსაკუთრებით ქალებისათვის, როგორც გზას განვითარებისათვის) იმისათვის, რომ დაძლიონ სიღარიბე მთელს პლანეტაზე. ახლა ჩვენ ვართ 34 წვეყანაში და ეს რიცხვი იქნება 56 ორ წელიწადში და ამ ყველაფერს უკვე აქვს დადებითი გავლენა ასობით ათას ადამიანზე. ჩვენი მეოთხე მთავარი ღირებულებაა „შეგნებული კაპიტალიზმის“ გავრცელება.
ტომ პალმერი: თქვენ საუბრობდით ბიზნესის დანიშნულებებზე … და რატომ გაქვთ მოგება? ბიზნესი არ წარმოადგენს მოგების მაქსიმიზების მიზნით შემნილ საწარმოს? არ შეგიძლიათ აკეთოთ ყველაფერი ზემოაღნიშნული მოგების გარეშე? არ შეგიძლიათ გამოიმუშაოთ მხოლოდ იმდენი ფული, რომელიც თქვენს ხარჯებს დაფარავს?
ჯონ მაკი: ერთი პასუხი არის ის, რომ ვერ იქნები ეფექტიანი თუ მხოლოდ იმდენ ფულს გამოიმუშავებ, რამდენი ხარჯიც გაქვს და შესაბამისად, შენი ზაგავლენაც იქნება ლიმიტირებული. დღეისათვის „ჰოულ ფუდს“ აქვს იმაზე მნიშვნელოვნად დიდი გავლენა ვიდრე ჰქონდა ოცდაათი, ოცი, თხუთმეტი ან ათი წლის წინ. სწორედ იმის გამო, რომ ჩვენ გვაქვს მაღალი მოგება, იმის გამო, რომ გაგვაჩნია უნარი გავიზარდოთ და მოვახდინოთ უფრო და უფრო მეტი დანიშნულლების რეალიზება, ჩვენ შევძელით დავხმარებოდით მილიონობით ადამიანს, ნაცვლად რამოდენიმე ათასი ადამიანისა. ასე რომ, ვფიქრობ მოგება არის აუცილებალი საკუთარი დანიშნულების უკეთესად შესასრულებლად. ამასთან, მოგების მიღება ნიშნავს იმ კაპიტალის არსებობას, რაც მსოფლიოს სჭირდება ინოვაციებისა და პროგრესისათვის – თუ არ გაქვს მოგება, არ არის პროგრესი. მოგება და პროგრესი არიან მთლიანად ურთიერთდამოკიდებულები.
ტომ პალმერი: იმ შემთხვევაში, თუ მთელი მოგება მიდის აქციონერების ჯიბეში, შესაძლებელია ბიზნესის მისიის მაქსიმალურად შესრულება?
ჯონ მაკი: რა თქმა უნდა, ჩვენი მოგების უმრავლესობა არ მიდის აქციონერების ჯიბეში. მხოლოდ უმნიშვნელო პროცენტი, რომელსაც დივიდენდების სახით გავცემთ, მიდის აქციონერების ჯიბეში. იმ ფულის 90%-ზე მეტი, რასაც გამოვიმუშავებთ ხმარდება ბიზნესში რეინვესტირებას, რომ ხელი შეუწყოს მის ზრდას. უხეშად რომ ვთქვათ, თუ ჩვენი მოგების 100%-ს გდავიხდით დივიდენდებში, მაშინ გართულდება ბიზნესის დანიშნულების რეალიზება, მაგრამ არ მეგულება არცერთი ბიზნესი, გარდა „Real Estate Investment Trust”-ისა, რომელიც ამას აკეთებს. ყველა ახდენს რეინვესტირებას ზრდისათვის. უფრო მეტიც, მოგება არწმუნებს აქციონერებს, რომ პირველ რიგში უნდა მოახდინონ ბიზნესში რეინვესტირება, რომლის გარეშეც არ არსებობს კაპიტალი, რომელიც ბიზნესის მაღალი დანიშნულების შესრულებაში დაგეხმარება. უნარი, რომ გაზარდო ორგანიზაციის კაპიტალური ღირებულებულება ნიშნავს, რომ აწარმოებ დამატებით ღირებულებას, რომლის საუკეთესო საზომია საკუთარი ორგანიზაციის აქციების ფასი. სწორედ ამას ვგულისხმობდი, როდესაც ვამბობდი, რომ ჩვენ შევქმენით 10 მილიარდზე მეტი ღირებულება 30 წელზე ცოტათი მეტი დროის განმავლობაში.
ტომ პალმერი: ადამიანები ამბობენ, რომ თავისუფალი ბაზარი ქმნის უთანაბრობას. თქვენ რას ფიქრობთ ამ ბრალდებაზე?
ჯონ მაკი: არ ვფიქრობ, რომ ეს მართალია. მთელი კაცობრიობის ისტორიის განმავლობაში, უკიდურეს სიღარიბეშიცხოვრება იყო ადამიანების უმრავლესობისათვის ჩვეულებრივი საარსებო გარემო. ადამიანები იყვნენ ღარიბები და ჰქონდათ ხანმოკლე ცხოვრება. ორასი წლის წინ მთელს პლანეტაზე ადამიანების 85%-ი ცხოვრობდა დღეში 1 აშშ დოლარზე ნაკლებით, რაც დღევანდელი 1 აშშ დოლარის 85%-ს წარმოადგენს. ეს ციფრი დღეისათვის 20%-მდეა შემცირებული და ამ საუკუნის ბოლოსათვის ფაქტიურად ნულს გაუტოლდება. ასე რომ, გვაქვს მზარდი ტრენდი. მსოფლიო უფრო მდიდარი ხდება. ადამიანები აღწევენ თავს სიღარიბეს. კაცობრიობა ნამდვილად წინ მიიწევს. კულტურა წინ მიიწევს. ინტელექტი ვითარდება. ჩვენ შევინარჩუნებთ ამ განვითარების ტრენდს, თუ მოვახერხებთ, რომ არ მივაყენოთ ზიანი საკუთარ თავებს, რადგან შეიძლება არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ზოგჯერ ომი უყვართ. სხვათა შორის, სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც უნდა დავუჭიროთ მხარი ბიზნესს, მეწარმეობასა და სიმდიდრის შექმნას, როგორც ენერგო რესურსებისათვის მილიტარიზმზე, პოლიტიკურ კონფლიქტებზე და სიმდიდრის დანგრევაზე სასარგებლო გზას. მაგრამ, ეს კიდევ ერთი დიდი საკითხია.
კაპიტალიზმი ზრდის უთანაბრობას? ვფიქრობ, რომ კაპიტალიზმი უთანაბრობას კი არ ქმნის, არამედ ის საშუალებას აძლევს ადამიანებს, რომ გამდიდრდნენ. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ ყველა თანაბრად მოახერხებს გამდიდრებას, მაგრამ დროთა განმავლობაში ყველა გაიმუჯობესებს ცხოვრებას. ჩვენ ვხედავთ, რომ კაპიტალიზმი მუშაობს, კონკრეტულად კი ბოლო ოცი წლის განმავლობაში ასობით მილიონმა ადამიანმა დააღწია თავი სიღარიბეს ჩინეთსა და ინდოეთში, როგორც კი უფრო მეტი განვითარების საშუალება მისცეს კაპიტალიზმს. რეალობა არის ის, რომ ზოგი ადამიანი უფრო სწრაფად აღწევს სიღარიბეს თავს და მდიდრდება, ვიდრე სხვა. კაპიტალიზმი სიღარიბის მიზეზი კი არაა, არამედ სიღარიბის დამთავრების მიზეზია. კაპიტალიზი უთანაბრობის მიზეზი არაა იმ თვალსაზრისით, როგორც ადამიანების უმრავლესობა აღიქვამს ამ ტერმინს. ისტორიის მანძილზე უთანაბრობა ყოველთვის არსებობდა ნებისმიერი სახის სოციალურ ორგანიზების დროს. კომუნიზმიც კი, რომლის მიზანს თანაბრად მდიდარი საზოგადოების შექმნა წარმოადგენდა, უთანაბრობის მაღალი დონით ხასიათდებოდა და არსებობდნენ ელიტები, რომლებიც სპეციალური პრივილეგიებით სარგებლობდნენ. არ ვფიქრობ, რომ უთანაბრობა კაპიტალიზმს უნდა დავაბრალოთ. კაპიტალზმი საშუალებას აძლევს ადამიანებს, რომ დააღწიონ სიღარიბეს თავი და გამდიდრდნენ, რაც არის ძალიან კარგი. ეს ის საკითხია, რომელზედაც უნდა მოვახდინოთ ფოკუსირება.
მსოფლიოში დიდი უფსკრული არსებობს იმ ქვეყნებს შორის, რომლებმაც მოახდინეს კაპიტალიზმის დანერგვა და გამდიდრდნენ და იმ ქვეყნებს შორის, რომლებმაც უარი თქვეს კაპიტალიზმზე და დარჩნენ ღარიბებად. პრობლემა არ არის ის, რომ ზოგი გამდიდრდა და ზოგი ღარიბი დარჩა.
ტომ პალმერი:თქვენ განასხვავეთ თავისუფალი საბაზრო კაპიტალიზმი სხვა სისტემებისაგან, რომლებშიც ადამიანები აკეთებენ მოგებას და აქვთ ბიზნესი, მაგრამ, რომლებიც ხასიათდებიან, როგორც „ქრონიკული კაპიტალიზმი“. რა განსხვავებაა თქვენს მორალურ ხედვსა და იმ სისტემებს შორის, რომლებიც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მოქმედებს?
ჯონ მაკი: ადამიანებს უნდა ქონდეთ კანონის მმართველობა. ადამიანებს უნდა ქონდეთ კანონები, რომლებიც ყველასათვის თანასწორად იმოქმედებს და რომლის აღსრულება მოხდება სამართლიანი სისტემის საშუალებით. ჩვენ გვჭირდება კანონის თანასწორად გამოყენება ყველასათვის, როგორც მთავარი მიზანი – არავითარი პრივილეგიები ზოგიერთებისათვის. რაც ხდება ბევრ ქვეყნაში და ვფიქრობ სულ უფრო და უფრო აშშ-ი არის ის, რომ პრივილეგიები გააჩნიათ პოლიტიკოსებთან დაახლოებულ ჯგუფებს. ეს არასწორია. ეს საშინელებაა. როდესაც ადამიანები იტანჯებიან „ქრონიკული კაპიტალიზმისაგან“ ან როგორც ჩემი მეგობარი მაიკლ სტრონგი ეძახის „კაპიტალიზმისაგან“ ნიშნავს, რომ არ გვაქვს თავისუფალი საბაზრო საზოგადოება და არ ხდება კეთილდღეობის ოპტიმიზაცია. ეს სისტემა უამრავ ადამიანს აიძულებს იყოს იმაზე ნაკლებად შეძლებული, ვიდრე ისინი იქნებოდნენ თავისუფალი საბაზრო კაპიტალიზმის პირობებში, რომელსაც ზურგს უმაგრებს კანონის მმართველობა.
ტომ პალმერი:დავუბრუნდეთ აშშ-ს, ქვეყანას სადაც ცხოვრობთ. თქვენ ფიქრობთ რომ აშშ-ი არის „ქრონიკული კაპიტალიზმი“?
ჯონ მაკი: ნება მომეცით მოვიყვანო ჩემი საუკეთესო მაგალითი. კარგი, … ორი მაგალითი მაქვს. ერთი არის ის, რომ მივიღეთ ათასზე მეტი პრივილეგია ობამას ადმინისტრაციისაგან რეგულაციებისა და წესების საშუალებით სამედიცინო უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში. ეს არის ქრონიკული კაპიტალიზმის ფორმა. კანონები ყველასათვის თანაბრად არ მუშაობს. უფლებების მინიჭების ძალაუფლება ნიშნვავს უფლებების უარყოფის ძალაუფლებასაც. რა თქმა უნდა, ასეთ დროს შეგიძლია უარყო იმათი უფლებები, რომლებიც სათანადო შემოწირულობას არ გააკეთებენ საჭირო პოლიტიკური პარტიისათვის ან ნებისმიერი მიზეზით უარყო იმათი უფლებები, რომლებიც უბრალოდ არ მოგწონთ. ხელში გაქვთ მიკერძოებული სამართალი, რომელიც შერჩევითობის პრინციპით შეგიძლიათ აღასრულოთ.
მეორე, „ქრონიკულ კაპიტალიზმს“ ვხედავ დღევანდელ ყველა სუბიდიების პროგრამაში, მაგლითათ, „მწვანე ტექნოლოგიების“ პროგრამაში. ხდება ბიზნესის სუბსიდირება და რადგან მთავრობას სხვა ფული არ აქვს, გარდა გადასახადების გადამხდელებისაგან ამოღებული ფულისა, იგი ამ ფულს მიმართავს იმ ადამიანებისაკენ, რომლებიც პოლიტიკურად სასურველები არიან. ვხედავ რაც ახლა ხდება ჯენერალ ელექტრიკის ირგვლივ იმ თვალსაზრისით, რომ ისინი იხდიან გადასახადებს სპეციალურად გაწერილი საგადასახადო დაქვითებისა და პატიების გზით. რადგანაც ეს კომპანიები ჩართულია არიან ალტერნატიული ენერგიის ტექნოლოგიებში, ისინი იღებენ სპეციალურ შეღავათებს, რაც მათ საშუალებას აძლევთ, რომ არ გადაიხადონ გადასახადები თავიანთი შემოსავლების უდიდესი ნაწილისაგან და ამ ყველაფერის საფუძველია მათი პოლიტიკური კავშირები. ეს შეურაცხმყოფს მე. ეს არის ძალიან ცუდი რამ.
ტომ პალმერი: თქვენი აზრით ეს ამორალურია?
ჯონ მაკი:დიახ. ამორალური… მე ვუწოდებ მას ამორალურს. მაგრამ, ამის შემდეგ უნდა განიმარტოს რას ნიშნავს ეს. ის ეწინააღმდეგება ჩემს ეთიკასა და აღქმას რა არის ცუდი და რა არის კარგი. თუმცა ძნელი სათქმელია ეწინააღმდეგება თუ არა ის, სხვა ადამიანების ეთიკას. მე არ მომწონს ის. მე ვეწინააღმდეგები მას. ის არ არის შეთავსებადი ჩემს იდეასთან, თუ როგორ უნდა იმართოს საზოგადოება. ასეთი რამეები არ ხდება ისეთ საზოგადოებაში, სადაც ძლიერი კანონის მმართველობაა.
ტომ პალმერი: ვინ სარგებლობს თავისუფალი საბაზრო კაპიტალიზმის საშუალებით?
ჯონ მაკი:ყველანი. საზოგადოების ყველა წევრი სარგებლობს მისით. მისი საშუალებით კაცობრიობის დიდმა ნაწილმა დააღწია თავი სიღარიბეს. სწორედ მისი საშუალებით გახდა ეს ქყევანა (აშშ–ი) მდიდარი. ჩვენ ვიყავით ჭუჭყიანი ღარიბები. ამერიკა იყო შესაძლებლობების ყვეყანა, მაგრამა არა მდიდარი ქვეყანა. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკა არ იყო სრულყოფილი ქვეყანა, მას ქჰონდა ყველაზე თავისუფალი ბაზარი მსოფლიოში ორი ასწლეულის განმავლობაში და შესაბამისად, ძალიან ღარიბი ქვეყნიდან გავხდით წარმატებული, ნამდვილად მდიდარი ქვეყანა.
ტომ პალმერი:დეირდრე მაკკლოსკი თავის წიგნში „ბურჟუაზიული ღირსება“ ამტკიცებდა, რომ ბიზნესისა და მეწარმეობის შესახებ ადამიანთა შეხედულებების შეცვლამ გახადა შესაძლებელი ჩვეულებრივი ადამიანის კეთილდღეობა. როგორ ფიქრობთ, შეგვიძლია ისევ დავუბრუნოთ პატივისცემა სიმდიდრის შემქნელ ბიზნესებს?
ჯონ მაკი:ვფიქრობ, რომ შეგვიძლია ამის გაკეთება, რადგან ვნახე რა მოხდა, როდესაც რონალ რეიგანი იქნა არჩეული. ამერიკის ეკონომიკა მცირდებოდა 1970–იან წლებში და ამაზე არავინ დავობს. გაიხსენეთ რამდენი იყო ინფაცია, რამდენი იყო სარგებლის განაკვეთები, რამდენს შეადგენდა მშპ (მთლიანი შიდა პროდუქტი), როგორი იყო რეცესიების სიხშირე, ვიტანჯებოდით „სტაგფლაციისაგან“, რომელიც კეინსიანური მიდგომების ღრმად გატარების შედეგად გამოვლინდა და ამის შემდეგ ავირჩიეთ ლიდერი, რომლემაც მოსვლის შემდეგ შეამცირა გადასახადები, გაათავისუფლა ბევრი ინდუსტრიები დერეგულაციების საშუალებით და ამერიკამ განიცადა რენესანსი, თავიდან დაბადება, რამაც გაგვაძლებინა ბოლო 25 წელი ან ცოტათი მეტი. ჩვენ გვქონდა მაღლა მიმავალი ტრენდი და ზრდა. სამწუხაროდ, ბოლო ხანებია კვალვ უკან მივდივართ, სულ მცირე რამოდენიმე ნაბიჯი გადავდგით უკან. პირველი… კარგით მე ვადანაშაულება ყველა პრეზიდენტსა და პოლიტიკოსს, რეიგანიც არ იყო სრულყოფილი არცერთი თვალსაზრისით, მაგრამ ბუშმა რეალურად დააჩქარა უკუსვლა და ახლა ობამამ ექსტრაორდინალური სიდიდით წაგვიყვანა უკან ყველა სხვა პრეზიდენტთან შედარებით.
მაგრამ თქვენ იცით, რომ ვარ მეწარმე და შესაბამისად, ვარ ოპტიმისტი. ვფიქრობ, რომ ამ ტრენდის შემობრუნება შესაძლებელია. არ ვფიქრობ, რომ შეუქცევად დაცემას განვიცდით, მაგრამ მჯერა, რომ სერიუზული ცვლილებები უნდა განხორციელდეს, რაც შეიძლება სწრაფად. ჩვენ გავკოტრდებით ერთი რამის გამო. თუ არ მივუდეგით ამ საკითხს სერიუზულად, არ ვცადეთ მისი მოგვარება გადასახადების ზრდისა და ამერიკის საწარმოებზე უარის თქმის გარეშე, თუ არ ვიქენით მზად, რომ გადავჭრათ ეს პრობლემები, მაშინ ეკონომიკის შემცირება გარდაუვლად მიმაჩნია. მაგრამ, ამ დროისათვის მაინც იმედიანად ვიმყოფები.
ტომ პალმერი:ფიქრობთ, რომ კაპიტალიზმი პასუხობს მოთხოვნებს ან ქმნის იგი მრავალფეროვნების შესაძლებლობას? ვგულისხმობ ადამიანებს, რომლებსაც მოსწონთ ებრალული სარწმუნოებისათვის მისაღები საკვები, ისლამური რელიგიისათვის მისაღები საკვები ან რელიგიური ან კულტურული ან სექსუალური უნცირესობები…
ჯონ მაკი:თითქმის უპასუხეთ თქვენსავე შეკითხვას ამ საკითხების ჩამოთვლით. კაპიტალიზმი საშუალებას აძლევს ადამიანებს, რომ იმუშაონ ერთად, როგორცს სხვებისათვის, ასევე თავიანთი თავებისათვის. სწორედ ეს არის კაპიტალიზმი. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, შეიცავს პირად ინტერესს. მთავარი არის ის, რომ შეგეძლოს თანამშრომლობის საშუალებით შექმნა ღირებულება, როგორც საკუთარი თავისათვის, ასევე სხვებისათვის. ეს ყველაფერი კი ქმნის სამეწარმეო მრავალფეროვების შესაძლებლობას, რადგან ადამიანი კომპლექსური არსებაა და მრავალფერობანია მისი სურვილებიც. კაპიტალიზმი, ბაზარზე თანამშრომლობის საშუალებით, ამ სურვილების დაკმაყოფილებას ისახავს მიზნად. ეს ყველაფერი კი ქმნის უზარმაზარ შესაძლებლობას ინდივიდუალურობისათვის. თუ ცხოვრობთ ავტორიტარულ საზოგადოებაში, ზოგიერთი სპეციალური ინტერესების მქონე ჯგუფი, ეს იქნება რელიგიური იერარქია ან უნივერსიტეტის ინტელექტუალები ან ზოგიერთი ფანატიკოსების ჯგუფი, რომლებიც ფიქრობენ, რომ მათ იციან რა არის საუკეთესო ყველასათვის, ახდენს თავიანთი ფასეულობების ყველასათვის თავსმოხვევას. ისინი მოქმედებებს სხვებს კარნახობენ. კაპიტალისტურ საზოგადოებაში უფრო მეტი შესაძლებლობები გაქვთ ინდივიდუალურობის გამოსახატავად. მილიონობით ყვავილისათვის არსებობს გაზრდისა და აყვავების შესაძლებლობა კაპიტალისტურ საზოგადოებაში, რადგან კაპიტალიზმის მიზანითითოეული ადამიანის წარმატებაა.
ტომ პალმერი: როგორია თქვენი ხედვა სამართლიან, სამეწარმეო, მდიდარი მომავლის მიმართ?
ჯონ მაკი:პირველი რასაც ვისურვებდი ისაა, რომ კაპიტალიზმის დამცველებმა გააცნობიერონ, რომ იმ სტრატეგიით, რომელსაც იყენებენ, აკეთებენ კაპიტალიზმის მოწინააღმდეგეების საქმეს. მათ დათმეს კაპიტალიზმის მორალურად მაღალი საფუძვლები და საშუალება მისცეს კაპიტალიზმის მტრებს, რომ წარმოაჩინონ კაპიტალიზმი, როგორც ექსპლოატატორული და ხარბი სისტემა, რომელიც ქმნის უთანაბრობას, ახდენს მშრომელთა ექსპლოატაციას, ატყუებს მომხმარებლებს და ანადგურებს გარემოს საზოგადოების გამოფიტვის გზით. კაპიტალიზმის დამცველებმა არ იციან, როგორ უპასუხონ ამას, რადგან მათ დათმეს კაპიტალიზმის კრიტიკის მთავარი მოედანი. მათ უნდა შეცვალონ თავიანთი იდეა კაპიტალიზმის პირად ინტერესთან დაკავშირების შესახებ და დაიწყონ იმ ღირებულების დანახვა, რომელსაც იგი ქმნის არა მხოლოდ ინვესტორებისათვის, არამედ ყველასათვის, ვისაც კი რაიმე ურთიერთობა აქვს ბიზნესთან: ის ქმნის ღირებულებას მომხმარებლებისათვის, დაქირავებული მშრომელებისათვის, მომწოდებლებისათვის, ის ქმნის ღირებულებას მთლიანად საზოგადოებისათვის, ის ქმნის ღირებულებას მთავრობისათვის. ვგულისხმობ, რომ რა შეიძლება მთავრობამ გააკეთოს ძლიერი ბიზნესის გარეშე, რომელიც ქმნის სამუშაო ადგილებს, შემოსავალსა და სიმდიდრეს, რომელიც შემდეგ მას შეუძლია დაბეგროს? არა იმიტომ, რომ ყოველთვის მაღელვებდა ეს საკითხი, ყურადღება მიაქციეთ ამას.
კაპიტალიზმი არის ღირებულების წყარო. ის არის საუკეთესო საშუალება სოციალური თანამშრომლობისათვის, რაც კი არსებობდა დღემდე. საჭიროა, რომ ეს ისტორია მოვყვეთ. საჭიროა, რომ შევცვალოთ თხრობის წესი. ეთიკური თვალსაზრისით, საჭიროა შევცვალოთ კაპიტალიზმის შინაარსი და ვაჩვენოთ, რომ კაპიტალიზმი ქმნის საერთო ღირებულებას არა ადამიანთა მცირე კატეგორიისათვის, არამედ ყველასათვის. თუ ადამიანები დაინახავენ კაპიტალიზმის იმავე გზით, როგორაც მე ვხედავ მას, მაშინ ადამიანები ისევე შეიყვარებენ კაპიტალიზმს, როგორც მე მიყვარს.
ტომ პალმერი:მადლობთ, რომ გამონახეთ დრო.
ჯონ მაკი: ტომ, ეს ჩემთვის სასიამოვნო იყო.