Skip to content

ისააკ ნიუტონის ცხოვრებისეული გამონათქვამები

1. ტაქტი საკუთარი აზრის გამოთქმის ხელოვებაა მტრების გაჩენის გარეშე;

2. ადამიანები უამრავ “კედელს” და ცოტა “ხიდს” აშენებენ;

3. შორს იმის წყალობით ვიხედებოდი, რომ ბუმბერაზების მხრებზე ვიდექი;

4. რაც ჩვენ ვიცით მხოლოდ წვეთია და რაც არ ვიცით გაშლილი ოკეანე;

5. ჭეშმარიტება მუდამ სიმარტივეშია და არა მრავალფეროვნებასა და საგანთა უწესრიგობაში;

6. მიზიდულობის ძალას შეუძლია პლანეტების მოძრაობა ახსნას, მაგრამ მას არ ძალუძს დაგვანახოს, ვინ აწესებს მათი მოძრაობის წესებს;

7. პლატონი ჩემი მეგობარია – არისტოტელე ჩემი მეგობარია – მაგრამ ჩემი საუკეთესო მეგობარი ჭეშმარიტებაა;

8. ბიბლია შეიცავს უფრო მეტი ნდობის ნიშნებს, ვიდრე მთელი კაცობრიობის საერთო ისტორია;

9. ფიზიკური ვარჯიში მრავალ კარგ წამალს შეცვლის, მაგრამ ვერცერთი წამალი ვერ შეცვლის ფიზკიკურ აქტივობას;

10. მე არ ვიცი, თუ როგორ შეაფასებს კაცობრიობა ჩემს ნამოღვაწარს, მაგრამ ის კი ვიცი, რომ ვგავარ ოკეანის სანაპიროზე მდგარ ხუთი წლის ბიჭს, რომელიც ფერადი კენჭების შეგროვებით კმაყოფილდება, წინ კი უკიდეგანო ოკეანეა შესასწავლად და გამოსაკვლევად;