ამერიკელი მეწარმე პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავებაზე მომუშავე მსოფლიოს უმსხვილესი კორპორაცია Oracle- ის დამაარსებელი და მეთაურია. მოგვიანებით მისი კომპანია მონაცემთა ბაზების მართვის სისტემის სხვადასხვა ახალ ვერსიას უშვებდა, გაყიდვები გაიზარდა და ლარი ელისონს მილიარდები მოუტანა.
ლარი ელისონის ბიზნეს რჩევები
ვფიქრობ, ყველაზე ეფექტური ადამიაების მოტივაცია არის არა იმდენად წარმატების წყურვილი, რამდენადაც მარცხის შიში.
ყოველთვის შესანიშნავად ვგრძნობ თავს, როცა გიჟს მეძახიან. ჩემთვის ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ რაღაც ახალი გავაკეთთ, სხვებისგან განსხვავებული. მე ყოველთვის მეამბოხე ვიყავი. როცა გეუბნებიან გიჟ ხარო, კარგია. ცუდია, როცა ასეთი შეფასებები არ გესმით.
თუ არ გარისკავთ, ესე იგი, არ ცოცხლობთ.
ყოველ ჯერზე, როცა წარმოვიდგენ, რომ ჰორიზონტზე მარცხის შესაძლებლობამ გაიელვა, დაქოქილივით ვიწყებ მუშაობას.
კარგი განათლება ბიზნესში უპირატესობაა, მაგრამ არა წარმატების გარანტია.
მომწონს, როცა მიმტკიცებენ, რომ არ ვარ მართალი. ეს შესანიშნავია! არ მინდა ვიყო უსამართლო. ამიტომაც მადლობელი ვარ მათი, თუ შეცდომებისგანმიცავენ.
მე იმაზე არ ვფიქრობ, რა სურს კლიენტს. მირჩევნია, ვკითხო.
ჩემი ხასიათის ყველაზე მნიშვნელოვანი ნიშა, რომელიც ჩემს წარმატებას განსაზღვრავს არის უნარი ვიკამათო საზოგადოდ გავრცელებულ წესებზე, ეჭვი შემეპაროს ექსპერტების დასკვნაზე და დავუსვა კითხვები ავტორიტეტებს.
მიეჩვიე გამარჯვებებს. რაც მეტად იმარჯვებთ, მით მეტად გსურთ მოგება.
უშიშარი ადამიანი ვარ. ყველაზე დიდი შიში, რომელიც შეიძლება გავიხსენო, მაშინ განვიცადე, როცა სკოლიდან დავბრუნდი და დედა შინ არ დამხვდა. ძლიერი შიში საშინელი განცდაა, მაგრამ იმის შეგრძნება, რომ სამართებლის პირზე დადიხარ, ასევე, ოდნავი საფრთხის განცდა, ქმნის კოქტეილს, რომლითაც ვტკბები.
მოამზადა ნინო ოთარაშვილმა