Skip to content

თვითმკვლელობის მსურველის გადარწმუნება

წარმოიდგინეთ, რომ დგახართ მსოფლიოში ყველაზე დიდი ცათამბრჯენის ბოლო სართულზე და ტკბებით თქვენს წინ გადაშლილი ხედით. უცებ ერთ მაღალ კაცს ხედავთ, რომელიც აღებს ფანჯარას და გადასახტომად ემზადება.
 
გაჩერდით, ნუ გააკეთებთ ამას ! – უძახით თქვენ და მისკენ გარბიხართ.
ის მოულოდნელად ტრიალდება თქვენსკენ და ზიზღნარევი ხმით გეუბნებათ:

– შეჩერდით, თორემ თქვენც თან გაგიყოლებთ !

 
– ჰმ . . . ვირო მადლიო, არაა პრობლემა ბატონო. კეთილი მგზავრობა 🙂 შეგიძლიათ უკანასკნელი სიტყვებიც კი მითხრათ, რა იცი რა ხდება – ეუბნებით დამცინავად.
 
კაცი იბნევა და ამბობს:
 
თქვენთვის ადვილია ისაუბროთ . . .  არადა რომ იცოდეთ ჩემი პრობლემების შესახებ . . . 
 
კარგით,მაშინ მომიყევით და იქნებ აზრი შევიცვალო– ეუბნებით თქვენ.
 
ცოლმა მიმატოვა, შვილებს ჩემი ნახვაც კი არ სურთ. დავკარგე სამუშაო და საყვარელი დედა გარდამეცვალა. და ამის შემდეგ არსებობს კი რაიმე ისეთი ჩემს ცხოვრებაში, რის გამოც ღირს, რომ ვიცოცხლო? – ცრემლმორეული ხმით გეუბნებათ იგი.
 
უცებ გონება გინათდებათ და ეუბნებით:
ერთ რამეს გთხოვთ და მერე თუ გინდათ გადახტით .
კარგი მაშინ დროზე მითხარით – გთანხმდებათ იგი.
 
– მოდით თვალები დახუჭეთ და წარმოიდგინეთ, რომ ბრმა ხართ. არ არსებობს ფერები და სილამაზე. არც ქალაქის მშვენიერი ხედი,არც ყვავილიანი მდელოები და მზის შუქით გაბრწყინებული დილა.
 
– კარგით – ამბობს იგი და თვალებს ხუჭავს.
 
2 წუთის შემდეგ ეუბნებით:
 
აბა,თვალები გაახილეთ წინ დიდი სასწაული გელოდებათ. 
 
იგი თვალებს ახელს და თქვენ აგრძელებთ:
 
– თურმე არც ბრმა ყოფილხართ და სამყაროც ისევ სინათლით, ფერებით და სიცოცხლით არის სავსე . . . 
 
– ღირს ეს ყველაფერი იმისათვის, რომ ერთი კვირით მაინც გადადოთ თქვენი სიკვდილი? – ეკითხებით თქვენ.
 
კაცი გონს მოდის, ფანჯრის რაფიდან ფრთხილად ჩამოდის და ამბობს:
 
კარგით, ერთი კვირით გადავდებ . . . 🙂 და ეღიმება.
 
აჰა, კარგია, მაგრამ ახლა მიპასუხეთ. სად გაქრა თქვენი დარდი და პრობლემები ?– ცხოვრება არცთუ ისეთი ცუდი ყოფილა, რადგან მე ამას ვხედავ – ამბობს იგი.

  
მიუხედავად ბევრი პრობლემისა ცხოვრებაში მუდამ არის რაღაც, რაც შეიძლება  დავაფასოთ და ღირდეს მისთვის ცხოვრება 🙂

 
უყურეთ, თუ რა ყოფილა სინამდვილეში ,,მსოფლიოს 7 საოცრება.