Skip to content

თავისუფლების ფილოსოფია

თავისუფლების ფილოსოფია დაფუძნებულია საკუთარი თავის მფლობელობის პრინციპზე. შენ გეკუთვნის შენი ცხოვრება და  ამის უარყოფა ნიშნავს, რომ სხვა ადამიანს აქვს უფრო დიდი ზეგავლენა შენს ცხოვრებაზე, ვიდრე შენ. არცერთ ადამიანს ან ადამიანთა ჯგუფს არ ეკუთვნის შენი ცხოვრება. არც შენ არ გეკუთვნის სხვა ადამიანების ცხოვრება. შენ არსებობ დროში: წარსული, აწმყო მომავალი, რომელიც გამოიხატება შენს ცხოვრებაში, თავისუფლებასა და საკუთარი ცხოვრებისა და თავისუფლების პროდუქტში. დაკარგო ცხოვრება ნიშნავს, რომ დაკარგო შენი მომავალი. დაკარგო თავისუფლება ნიშნავს, რომ დაკარგო საკუთარი აწმყო. დაკარგო შენი ცხოვრებისა და თავისუფლების პროდუქტი ნიშნავს, რომ დაკარგო წარსულის ის ნაწილი, რომელის დროსაც მოხდა მისი შექმნა.
პროდუქტი შენი ცხოვრებისა და თავისუფლების არის შენი საკუთრება. საკუთრება არის შრომის ნაყოფი. საკუთრება არის შენი დროის, ენერგიისა და ნიჭის პროდუქტი. საკუთრება არის ბუნების ის ნაწილი, რომელიც შენ გარდაქმენი სასარგებლო პროდუქტად. შენი საკუთრება არის აგრეთვე სხვა ადამიანების ის საკუთრება, რომელიც მიიღე ნებაყოფლობითი გაცვლისა და საერთო თანხმობის საფუძველზე. ორი ადამიანი, რომლებმაც მოახდინეს საკუთრების ნებაყოფლობითი ურთიერთგაცვლა, არიან უკეთეს მდგობარეობაში, ვიდრე ამ გაცვლამდე იყვნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში ნებაყოფლობითი გაცვლა არ შედგებოდა. მხოლოდ მათ შეუძლიათ მიიღონ ეფექტიანი გადაწყვეტილებები თავიანთი თავებისათვის.
ზოგიერთი ადამიანი იყენებს ძალადობასა და თაღლითობას, რომ მიითვისოს სხვა ადამიანის საკუთრება ნებაყოფლობითი თანხმობის გარეშე. სხვისი ცხოვრების ხელყოფა მკვლელობაა. სხვისი თავისუფლების შეზღუდვა მონობაა. სხვისი საკუთრების მითვისება ქურდობაა. შედეგი არ იცვლება იმის მიუხედავად, რომ შეიძლება ზემოაღნიშნული ქმედებები განხორციელდეს მხოლედ ერთი ადამიანის მიერ, ბევრი ადამიანების მიერ მცირერიცხოვანი ჯგუფის წინააღმდეგ, ან მთავრობის წარმომადგენლების მიერ, რომლებსაც მორგებული ექნებათ მშვენიერი ქუდები.
უფლება გაქვს დაიცვა საკუთარი ცხოვრება, თავისუფლება და სამართლიანად შეძენილი ქონება სხვა ადამიანების ძალადობისაგან. შეგიძლია მიმართო სხვა ადამიანებს, რომ დაგეხმარონ ძალადობისაგან დაცვაში, მაგრამ შენ არაგაქვს უფლება მოახდინო ძალადობის ინიცირება სხვა ადამიანების ცხოვრების, თავისუფლებისა და საკუთრების წინააღმდეგ. არა გაქვს უფლება, რომ ვინმეს დაავალო გამოიყენოს ძალადობა სხვების წინააღმდეგ შენს სასარგებლოდ.
უფლება გაქვს, რომ ეძებო ლიდერი საკუთარ თავში, მაგრამ არა გაქვს უფლება სხვებს მოახვიო თავს საკუთარი წესები. მნიშვნელობა არა აქვს, თუ როგორ არიან მთავრობის წარმომადგენლები არჩეულები, ისინი არიან უბრალოდ ადამიანური არსებები და მათ არ აქვთ არანაირი  უფლება, რომელიც უფრო მაღალი იქნება სხვა ადამიანების უფლებებთან შედარებით. მიუხედავად სამთავრობო პირების მოქმედებებისათვის მრავალფეროვანი სახელების დარქმევისა და მიუხედავად იმ ადამიანების რაოდენობისა, რომლებიც ამხნევებენ მათ, მთავრობის წარმომადგენლებს არ აქვთ  მკვლელობის, დამონებისა და ქურდობის უფლება. შენ არ შეგიძლია მისცე მათ ისეთი უფლება, რომელიც თავად არაგაქვს. 
რადგან შენ ფლობ საკუთარ ცხოვრებას, ამიტომ თავად ხარ პასუხისმგებელი მასზე. შენ არ დაგიქირავებია საკუთარი ცხოვრება სხვა ადამიანებისაგან, რომლებიც ითხოვენ შენს მორჩილებას. შენ  არც მათი მონა ხარ, რომლებიც ითხოვენ შენს მსხვერპლშეწირვას. შენ თავად ირჩევ მიზნებს ცხოვრებაში, რომლებიც დაფუძნებულია შენივე ღირებულებებზე. წარმატება და მარცხი ორივე აუცილებელი სტიმულია სწავლისა და განვითარებისათვის.
შენი მოქმედებები სხვის ხარჯზე ან სხვა ადამიანების მოქმედებები შენს ხარჯზე არის სათნო მხოლოდ მაშინ, როდესაც ისინი დაფუძნებულია საერთო ნებაყოფლობით თანხმობაზე. სათნოება მხოლოდ იქ არსებობს, სადაც თავისუფალი არჩევანია. ეს არის ნამდვილად თავისუფალი საზოგადოების საფუძველი. ეს არის არა მხოლოდ ყველაზე პრაქტიკული და ჰუმანური საფუძველი ადამიანთა მოქმედებებისათვის, არამედ ყველაზე ეთიკურიცაა.
მსოფლიოში არსებულ პრობლემებს, რომლებიც მოდიან მთავრობების მიერ ძალადობის ინიციატივისაგან, აქვს გადაჭრის გზა. პრობლემების გადაჭრის გზა დედამიწის მკვიდრთათვის არის ის, რომ შეწყვიტონ თხოვნა მთავრობის წარმომადგენლებისათვის თავიანთი სახელით ძალადობის გამოყენებისა. ბოროტება არ მოდის მხოლოდ ბოროტი ადამიანებისაგან. იგი მოდის ასევე იმ კარგი ადამიანებისაგან, რომლებიც ტოლერანტობას უცხადებენ ძალადობის გამოყენებას, როგორც საშუალებას თავიანთი მიზნის მიღწევისათვის. ასეთი ქმედებებით კარგი ადამიანები აძლიერებდნენ ბოროტებას მთელი ისტორიის მანძილზე. 
გქონდეს რწმენა თავისუფალი საზოგადოების ნიშნავს, რომ იყო ფოკუსირებული აღმოჩენების პროცესზე, რომელსაც ადგილი აქვს ბაზარზე, სადაც მიმდინარეობს ღირებულებების გაცვლა-გამოცვლა და არა თავსმოხვეულ ხედვებსა და მიზნებზე. გამოიყენო მთავრობის ძალა საკუთარი შეხედულებების სხვებისათვის თავზე მოსახვევად არის ინტელექტუალური სიზარმაცე და, როგოც წესი, აისახება დაუგეგმავ, უზნეო შედეგებში. 
თავისუფალი საზოგადოების მიღწევა მოითხოვს ფიქრის, საუბრისა და მოქმედების გამბედაობას. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ის უფრო ადვილია, ვიდრე არაფრის კეთება..

ავტორი:    ქენ სქულანდი; თარგმანი: გივი კუპატაძე