ბედნიერებას მხოლოდ მაშინ აქვს ფასი, როცა სხვას უზიარებ.
“ველურ პირობებში” მოგვითხრობს რეალურ ისტორიას ახალგაზრდა კრისტოფერ მაკკენდლესის შესახებ. კრისტოფერი საკმაოდ შეძლებული ოჯახიდანაა, რომელმაც თანამედროვე საზოგადოების მატერიალური ფასეულობები უარყო და მთელი ქონება დაარიგა. ორი წლის განმავლობაში ის დაეხეტებოდა ამერიკასა და მექსიკაში, ლუკმა-პურის ფულს შემთხვევით სამუშაოებზე შოულობდა, სანამ საბოლოოდ ალასკაზე, “ველურ პირობებში” არ აღმოჩნდა.